
პროქტოლოგიური დაავადებები და, პირველ რიგში, უკანა ტანის დაავადებები ანტიკური ხანიდან არის ცნობილი. ქრონიკული პროცესების დროს (ჰემოროი, პოლიპები, ნაპრალები და ფისტულები) ჰიპოკრატესა და ავიცენას დროიდან მრავალსაუკუნოვან კანონს წარმოადგენს სუბსტრატის მოცილება ე.ი. მისი მოკვეთა, გადახვევა ან მოწვა. ეს პოსტულატი დღესაც უცვლელია. შეიცვალა მხოლოდ მისი რეალიზაციის ტექნიკური საშუალებები. ამისათვის გამოიყენება ნაკლებად ინვაზიური, დამნდობი ტექნოლოგიები რომლებიც ბევრი პაციენტის სტაციონარულიდან ამბლატორიულ კატეგორიაში გადაყვანის საშუალებას იძლევა. თანამედროვე ამბულატორული პროქტოლოგიის შესაძლებლობების თაობაზე ჩვენ ვესაუბრეთ საერთაშორისო სამედიცინო ცენტრ “ოქსფორდ მედიკალის” პროქტოლოგიის განყოფილების გამგეს, დიმიტრი ანატოლის ძე კარევს.
როგორია უკანა ტანის დაავადებების გამოვლინებები? როგორ ხდება დღეს მათი დიაგნოსტირება?
უკანა ტანის დაავადებების კლინიკური სურათი
მოიცავს სიმპტომების ტრიადას:
• სიხლის, ჩირქისა და ლორწოს გამოყოფა;
• ტკივილის შეგრძნებები, ქავილი, დისკომფორტი;
• პატომორფოლოგიური სუბსტრატის არსებობა - ბორცვების, ნაპრალების, ფისტულების.
თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილ სპეციალისტს საკმარისად სწრაფად და ადვილად შეუძლია სწორი დიაგნოზის დასმა. გამოკვლევა მოიცავს ჩივილებისა და ანამნეზის გამოკითხვას, უკანა ტანის დათვალიერებასა და თითით გასინჯვას რეკტორომალურ- და ანოსკოპირებულად.
კომპიუტერული ვიდეო-მონიტორინგით გამაგრებული ინსტრუმენტალური გამოკვლევა საშუალებას იძლევა მიღებულ და დაფიქსირებულ იქნეს ინფორმაცია ეკრანზე გადიდებით და საჭიროების შემთხვევაში დაყვანილ იქნეს პაციენტამდე.
მოგვითხრეთ, გეთაყვა, უკანა ტანის დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის თანამედროვე მეთოდების შესახებ.
თანამედროვე მცირეინვაზიური ქირურგიის ანატომიურ-ფიზიოლოგიურ საწყისებს საფუძველი ჯერ კიდევ ნიკოლოზ ივანეს ძე პიროგოვმა ჩაუყარა.
სწორედ პიროგოვმა, ტოპოგრაფიული ანატომიის მსოფლიოში პირველი ატლასის ავტორმა, დაამტკიცა ქირურგების მიერ ანატომიისა და ფიზიოლოგიის ღრმა ცოდნის სასიცოცხლო აუცილებლობა, რაც საშუალებას იძლევა შესრულდეს არამარტო ზუსტი და ნაკლებად ტრავმატული შეღწევა, არამედ თვით ჩარევა განხორციელდეს სწრაფად და მინიმალური ტრავმით და არჩევით იქნეს მოცილებული პათოლოგიური პროცესებით დაზიანებული ქსოვილები, ჯანმრთელი და ფუნქციონალურად მნიშვნელოვანი სტრუქტურების, სისხლძარღვებისა და ნერვების შენარჩუნებით. სწორედ ამ მოთხოვნებს პასუხობენ უმეტესწილად თანამედროვე ენდოსკოპიური და მცირეინვაზიური ოპერაციები და მანიპულაციები, მათ შორის ამბულატორიულ პროქტოლოგიაში.
დღეისათვის პროქტოლოგიაში გამოიყენება ბევრი დაავადების მკურნალობის თანამედროვე არაოპერაციული მეთოდი. ასეთი პროცედურები შეიძლება ჩატარდეს ამბულატორულად, პაციენტისათვის არ არის აუცილებელი ყოფნა სტაციონარში, და მას შეუძლია მაშინვე წავიდეს სახლში. მაგალითად, თუ ადრე ჰემოროის მოსაცილებლად საჭირო იყო საკმაოდ “სისხლიანი” ოპერაცია, რომლის შემდეგაც ავადმყოფი, როგორც მინიმუმი, ერთი კვირა იწვა კლინიკაში, და იღებდა მტკივნეულ გადახვევებს, დღეს ჩვენს განკარგულებაშია ჰემოროის მკურნალობის სხვადასხვა მეთოდი, როდესაც ქირურგი სკალპელს ხელშიც კი აღარ იღებს. ეს არის ინფრაწითელი ფოტოკოაგულაცია, ლიგირება ლატექსური რგოლებით, აგრეთვე რადიოტალღური მეთოდი.
ინსტრუმენტების სპეციალური ნაკრები, ლაზერი და რადიოტალღური სკალპელი I, II და III სტადიების სხვადასხვა ტიპის ჰემოროის, მწვავე ქრონიკული ანალური ნაპრალების, პოლიპებისა და ფისტულების მკურნალობის ამბულატორული მკურნალობის საშუალებას იძლევა. მანიპულაციები ტარდება ნარკოზის გარეშე და პაციენტების შრომისმოყვარეობისა და რეჟიმის არსებითი შეზღუდვის გარეშე. დაავადებით დაზიანებული ქსოვილების მოცილება ხორციელდება მცირე ტკივილითა და მცირე ტრავმით და უსისხლოდ.
ამასთან მაქსიმალურად არის შენარჩუნებული დაუზიანებელი და ფუნქციონირებადი სტრუქტურები. საკმარისია 1-5 სეანსი სწორნაწლავისა და უკანა ტანის შემდგომი რეაბილიტაციითა და ფუნქციების აღდგენით.
როდის უნდა მივმართოთ პროქტოლოგს?
ექიმ-პროქტოლოგს კონსულტაციისათვის უნდა მიმართოთ შემდეგ შემთხვევებში: კუჭ-ნაწლავის დაცლაში პრობლემების (შეკრულობა) დროს, ანალურ არხში დისკომფორტის წარმოქმნის დროს, ანალური არხიდან ლორწოვანი გამონადენის დროს, დეფეკაციის დროს უკანა ტანიდან სისხლდენის დროს, დეფეკაციის შემთხვევაში ტკივილის წარმოშობის დროს, ანალური ქავილის დროს.
ამჟამად პროქტოლოგიამ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია უკანა ტანის დაავადებების მკურნალობაში.
მაგრამ ჰემოროის, მწვავე ქრონიკული ანალური ნაპრალების, პოლიპებისა და ფისტულების წარმატებული მკურნალობის საწინდარი თანამედროვე დიაგნოსტიკაა. ამიტომ თუ თქვენ აღმოგაჩნდათ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები, ნუ გადადებთ ვიზიტს ექიმთან და იცხოვრეთ ჯანმრთელი სრულყოფილი ცხოვრებით.