
თუ ჩვენ რაღაც არ ვიცით ან ვფლობთ არასაკმარის ინფორმაციას, მაშინ ვიგონებთ მითებს, ასეა მოწყობილი ადამიანის ბუნება. ადამიანების უმრავლესობამ, რომლებსაც შეხება აქვთ ჰემოროისთან, არ იცის როგორ მოიქცეს. უჩნდებათ უამრავი კითხვა – როდის და რატომ გაჩნდა ის, როგორ და სად არის შესაძლებელი ჰემოროის მკურნალობის კურსის გავლა, უკანა ტანის მიდამოებში არსებული უხერხული შეგრძნებები და ტკივილი ყოველთვის არის თუ არა ამ დაავადების წინაპირობა? ჰემოროის შესახებ მითების გაქარვებაში თქვენ დაგეხმარებათ სამედიცინო ცენტრ “ოქსფორდ მედიკალის” პროქტოლოგიის განყოფილების გამგე დიმიტრი ანატოლის ძე კარევი.
მითი №1. ჰემოროი ჩნდება ცხოვრების მჯდომიარე წესის გამო.
აღნიშნული ავადმყოფობის გაჩენისათვის არ არის აუცილებელი დიდხანს ჯდომა. კუჭში შეკრულობები და მშობიარობა თავისთავად არ იწვევს ჰემოროის ჯანმრთელ ადამიანებში. ის ჩნდება სწორნაწლავის კავერნოზულ ქსოვილებში სისხლის მიწოდების დარღვევის გამო. ამ შემთხვევაში ნებისმიერ ამ მიზეზთაგანს შეუძლია დაავადების პროვოცირება.
მითი №2. ჰემოროი ყოველთვის სისხლდენით მიმდინარეობს.
ჰემოროის შესაძლოა ახლდეს სისხლდენა, მაგრამ არა ყოველთვის. სისხლდენა – ჰემოროის ერთ-ერთი გამოვლინებაა. მაშინ წვეთობით ან ნაკადურად მოედინება მკვეთრად-წითელი არტერიალური სისხლი. ზოგჯერ სისხლდენა შეიძლება იყოს ძლიერი და გამოიწვიოს სისხლნაკლებობა.
მითი №3. თუ გვაწუხებს ანალური ხვრელი – ეს ჰემოროია.
ეს მტკიცებულება მთლად სწორი არ არის. ტკივილები დამახასიათებელია არამარტო ჰემოროისათვის. ის თან სდევს უკანა ტანის სხვა დაავადებებსაც როგორიც არის უკანა ტანის ნაპრალები, პოლიპები, ანთებები და სხვა.
მითი №4. ჰემოროით ავადდებიან უფროსი ასაკის ადამიანები.
სამწუხაროდ, ხშირად ჰემოროი ჩნდება ადრეულ ასაკშიც, შემდეგ კი ეს ავადმყოფობა თანდათანობით პროგრესირებს, და თუ მას არ ვუმკურნალეთ, დროთა განმავლობაში მას შეუძლია ადამიანი ინვალიდი გახადოს.
მითი №5 ჰემოროი – უკანა ტანის ერთადერთი დაავადებაა.
ბევრი ადამიანი, რომელიც პროქტოლოგს მიმართავს, ხშირად დაიჩივლებს: “ მე ჰემოროი მაქვს”. და იმათგან მხოლოდ ნახევარს უდასტურდება ჰემოროი. დანარჩენ შემთხვევებში – შეიძლება იყოს სხვა დაავადებები. ყველაზე ცუდი ის არის, რომ მათი აბსოლუტური უმრავლესობა საერთოდ არ მიმართავს ექიმს და დამოუკიდებლად იწყებს მკურნალობას. სწორედ ამიტომ, სწორნაწლავის ზოგიერთი საშიში დაავადების გამოვლენა ძალიან გვიან ხდება.
მითი №6 ჰემოროის გამწვავება შეიძლება იყოს პროვოცირებული მოუწესრიგებელი სქესობრივი ცხოვრებითა და არასათანადო ჰიგიენით.
არც სხეულის ჰიგიენა და არც სქესობრივი ცხოვრება არ ზემოქმედებენ ჰემოროის წარმოქმნაზე. მაგრამ ამ დარღვევებმა შეიძლება მოახდინონ ავადმყოფობის გამწვავების პროვოცირება. და ამავდროულად, თუ ჰემოროი უკვე არის, სწორმა ჰიგიენამ შეიძლება ისეთი სიმპტომების აცილებაში გაგვიწიოს დახმარება, როგორიც არის წვა და ქავილი.
მითი №7. გამოკვლევა ექიმ-პროქტოლოგთან ძალიან მტკივნეულია.
პროქტოლოგთან გასინჯვას შეიძლება ახლდეს არასასიამოვნო შეგრძნებები, მაგრამ ტკივილი არ არის.
მითი №8. მტკივნეული, მაგრამ არა სისხლდენადი კვანძები უკანა ტანის გვერდით – სხვა არაფერია, თუ არა ჰემოროი.
მორიგი ცდომილება! ასეთი დიაგნოზის დასმით ხალხი შეიძლება ძალიან შეცდეს. სინამდვილეში ჰემოროიდალური კვანძები განლაგებულია სწორნაწლავის შიგნით და არ არის მიღწევადი ჩვეულებრივი გამოკვლევისათვის. გარეგანი კვანძები შეიძლება იყოს არამარტო ჰემოროის, არამედ სხვა დაავადებების ნიშნებიც.
მითი №9. ჰემოროისთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებაა შეკრულობისაგან გათავისუფლება.
ასეთი მიდგომა მხოლოდ აძლიერებს ავადმყოფობას.
ძალიან ხშირად დაავადების “პროფილაქტიკის” მიზნით ადამიანი იყენებს სასაქმებელს. მაგრამ ფაღარათის პირობებში ჰემოროი უფრო სწრაფად შეიძლება განვითარდეს, ვიდრე კუჭში შეკრულობის დროს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია კუჭის მოქმედების რეგულირება, სწორი კვება და დროული ვიზიტი სპეციალისტთან.
მითი №10. ჰემოროის მკურნალობის ერთადერთი საშუალება – მტკივნეული ოპერაცია.
კლინიკა “ოქსფორდ მედიკალში” წარმოდგენილი თანამედროვე მეთოდიკები და უახლესი დანადგარები I, II და III სტადიების ჰემოროის ამბულატორული მკურნალობის საშუალებას იძლევა ქირურგიული ჩარევის გარეშე ლატექსური რგოლების მეშვეობით ლიგირების, ინფრაწითელი კოაგულაციისა და რადიო-ტალღური თერაპიის მეშვეობით. მაგრამ ეს კიდევ ყველაფერი არ არის.
მკურნალობის სპეციალურად შემუშავებულ კომპლექსში აგრეთვე შედის განსაკუთრებული, ინდივიდუალურად შერჩეული დიეტა. კომპლექსური მიდგომა, რომელშიც შედის თანამედროვე მედიცინის ყველა ეს მიღწევა, ავადმყოფს უზრუნველყოფს სწრაფი და სრულყოფილი მკურნალობით ქირურგიული ჩარევის გარეშე და უნარჩუნებს მას ცხოვრების ჩვეულ წესს. სამსახურში ვერც კი შეამჩნევენ, რომ თქვენ მკურნალობას გადიხართ.
საყოველთაოდ მიღებული შეხედულებით ეს “სასირცხვილო” დაავადება არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული. პროქტოლოგები თვლიან, რომ ადამიანების 70%-ს ადრე თუ გვიან მაინც ექნება შეხება ჰემოროიდალურ სიმპტომებთან. პრობლემის წარმატებული გადაწყვეტის გარანტიაა – დროული მიმართვა კვალიფიცირებულ სპეციალისტთან, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებს იყენებს.