
ანალური ნაპრალი – სერიოზული დაავადებაა და მოითხოვს დაუყონებლივ სამედიცინო ჩარევას. დიახ, დაავადების მიშვების შემთხვევაში კონსერვატიულ მეთოდებს ყოველთვის არ შეუძლიათ შველა, და მაშინ ექიმები მიმართავენ ქირურგიულ მეთოდებს, რომლებსაც, რა დასამალია, რთულად იტანენ პაციენტები: მტკივნეულ შეგრძნებებს, ოპერაციის შემდგომ გართულებებს, ინფექციებსა და ანთებით პროცესებს უფრო მეტი საზრუნავი მოაქვთ. მაგრამ სულ სხვანაირად არის საქმე კლინიკა “ოქსფორდ მედიქალში”, რომლის პაციენტები ამბობენ: "ჩვენ ვერასდროს ვერ ვიფიქრებდით, რომ შესაძლებელი იქნებოდა ანალური ნაპრალის მკურნალობა ასე ეფექტურად და კომფორტულად". საიდუმლო კი რადიოტალღურ თერაპიაშია. მისი დამსახურებაა, რომ არცერთ ადამიანს, ვინც გადაიტანა ეს ოპერაცია, არ დაუჩივლია ოპერაციის დროს განცდილ მტკივნეულ შეგრძნებებზე.
სკალპელი სურგიტრონი არის ინსტრუმენტი, რომელიც სასწაულებს ახდენს. მისი დახმარებით ექიმ-პროქტოლოგს შეუძლია ერთ დღეში მაქსიმალური ეფექტურობით ჩაატაროს ოპერაციების დიდი რაოდენობა. აღნიშნული ხელსაწყოს ღირსება უმტკივნეულობის გარდა იმაშიც მდგომარეობს, რომ ის აიცილებს შეშუპებების განვითარებას, ანთებისა და ნაჭრილობევების წარმოქმნას.
საერთოდ, რადიოტალღური ქირურგია განეკუთვნება რბილი ქსოვილების გაკვეთის არატრავმატულ მეთოდს მაღალი სიხშირის ტალღების დახმარებით, დაახლოებით 3,8-4,0 მგც, რაც საშუალებას იძლევა კვეთა განხორციელდეს ქსოვილზე ფიზიკური დაწოლისა და მისი უჯრედების დანაწილების გარეშე.
სკალპელი სურგიტრონი, სწორედ ასეთი სახელწოდება მიიღო მთავარმა მჭრელმა ინსტრუმენტმა, რომელიც წარმოადგენს უწვრილეს მავთულს, რომელიც ასხივებს მაღალსიხშირიან ტალღებს. ისინი თავის გზაზე ხვდებიან დიდ წინააღმდეგობას – ქსოვილს და შედიან მასში. შედეგად გამოიყოფა სითბოს დიდი რაოდენობა, უჯრედები განზე იწევს და ჩნდება ჭრილი, რომელიც არ იწვევს გარემომცველი სტრუქტურების რღვევასა და დაზიანებას. თუ ვისაუბრებთ დაბალსიხშირიანი ელექტროქირურგიული ხელსაწყოების გამოყენებაზე, იქ პირველ ადგილზე არის დაზიანება. ოპერაციის დროს მიღებული მინიმალური ტრავმატიზაციის პირობებში შეხორცება ასევე უმტკივნეულოდ მიმდინარეობს და არ რჩება ნაჭრილობევი. მაღალსიხშირიანი რადიოტალღური ზემოქმედება ახდენს მასტერილიზებელ ეფექტსაც და ამით აიცილებს გართულებების მთელ ჩამონათვალს.
რადიოტალღური ქირურგიის მეშვეობით შესამჩნევად შემცირდა ოპერაციული ჩარევისათვის საჭირო დრო, ეფექტურობა ამაღლდა, ოპერაციის სირთულე გამარტივდა. პაციენტების მხრიდან – აღარ არსებობს ოპერაციის შემდგომი შოკი, შემცირებულია სისხლის დანაკარგი. რეციდივის განვითარების რისკი – მინიმალურია, ავადმყოფობის ახალი გამოვლინება დამოკიდებულია თვით ავადმყოფზე: ანალური ნაპრალის პროლაქტიკის წესების დაცვით ის არასდროს არ დაბრუნდება.
რადიოქირურგია გახდა კლინიკა “ოქსფორდ მედიქალის” პროქტოლოგების შეუცვლელი თანაშემწე და განყოფილების პაციენტების საუკეთესო მეგობარი.
არ შეიძლება არ შევაფასოთ რადიოქირურგიის ისეთი დადებითი მხარეც, როგორიც არის ნარკოზის საჭიროების არარსებობა, რომელიც ხშირ შემთხვევაში ოპერაციაზე რთული გადასატანია. ასეთ სიტუაციებში საკმარისია ადგილობრივი ანესთეზია და დამაწყნარებელი წამლის ინექცია. გასატარებელი დენის მაღალი სიხშირე უზრუნველყოფს დაზიანებული სისხლძარღვების საიმედო კოაგულაციას, რაც ქირურგს უქმნის ოპტიმალურ პირობებს მუშაობისათვის: არ ხარჯავს დროს სისხლის შეჩერებაზე, საოპერაციო ველზე სისხლის რეგულარულ გაწმენდაზე. მაღალსიხშირიანი დენი იცილებს კუნთების სპონტანურ შეკუმშვას და ამით იძლევა საშუალებას, შემცირდეს ოპერაციის წინ პაციენტის ორგანიზმში შესაყვანი მიორელაკსანტების დოზა.
მსუბუქი მოძრაობა სკალპელით სურგიტრონი არ აზიანებს ქსოვილებს, ან ამას მინიმიზირებულად ასრულებს, ეხება მხოლოდ კარგი რეგენერირების უნარის მქონე ზედაპირულ ფენებს. ასეთ შემთხვევებში ეპიტელიზაცია მიმდინარეობს ძალიან სწრაფად, ჭრილობის შეხორცებისათვის საჭირო დრო გაცილებით მცირეა, ვიდრე ჩვეულებრივი ქირურგიული ოპერაციების დროს. ნებისმიერ შემთხვევაში, რადიოქირურგიული მეთოდის გამოყენების დროს მიღებული ტრავმატიზაციის შედარება შეიძლება მხოლოდ ლაზერულ ოპერაციებთან. განხილული მეთოდის დიდი განსხვავება ელექტროსკალპელისაგან – ელექტროდამწვრობის, როგორც დამატებითი ტრავმატული ფაქტორის არარსებობა.
რადიოტალღების საფუძველზე მომუშავე ქირურგიული ინსტრუმენტები განსაკუთრებით ფართოდ გამოიყენება გადაუდებელი პრაქტიკის პირობებში, ვინაიდან მათი გამოყენების წინ არ არის საჭირო დამატებითი გამოკვლევებისა და მომზადების ჩატარება.
რადიოტალღური მეთოდის ასეთი უპირატესობების გათვალისწინებით, ანალური ნაპრალის თერაპია ზოგჯერ ამბულატორულ პირობებშიც ტარდება.
ნაპრალის პათოლოგიურად შეცვლილი ქსოვილების სრულიად უმტკივნეულო ამოკვეთის შემდეგ ჭრილობის კიდეებს გაკერავენ.
შემდეგ, იმავე სკალპელი სურგიტრონის გამოყენებით ქირურგი ასრულებს სფინქტერის ნაწილობრივ გაკვეთას, რათა მოხსნას მისი სპაზმი, წინააღმდეგ შემთხვევაში ნაპრალის შეხორცება შესაძლოა დიდხანს გაგრძელდეს.
თუ ნაპრალი არ იყო მიშვებული და მას ჩაუტარდა დროული თერაპია, ავადმყოფს სთავაზობენ სპეციალურ რეკომენდაციებს და 2-3 საათიანი დაკვირვების შემდეგ უშვებენ სახლის პირობებში სამკურნალოდ. მკვეთრად გამოხატული კლინიკური გაუმჯობესება გამოიკვეთება ოპერაციიდან ერთი კვირის შემდეგ, თუმცა ჭრილობის სრული შეხორცება 20 დღის შემდეგ ხდება, რაც გასათვალისწინებელია სამუშაო დღისა და ფიზიკური დატვირთვების დაგეგმვის დროს.
ამრიგად თვალნათელია, რომ ანალური ნაპრალისაგან დროული განთავისუფლებისათვის საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს დროული მიმართვა სპეციალისტთან, ისინი თავის მხრივ, გამოიყენებენ უახლეს ტექნოლოგიებს, პირად პროფესიონალიზმსა და ინდივიდუალურ მიდგომას და დაგეხმარებიან თქვენ ყველაზე მაღალ დონეზე, რაც კეთდება კიდეც “ოქსფორდ მედიქალის” პროქტოლოგიურ განყოფილებებში.