ELOS ეპილაცია – ახალი ტექნოლოგიები
ELOS ეპილაცია – ახალი ტექნოლოგიები
allmedic
ELOS ეპილაცია – ახალი ტექნოლოგიები
ELOS ეპილაცია – ახალი ტექნოლოგიები
ELOS ეპილაცია – ახალი ტექნოლოგიები

ეპილაციის უამრავი საშუალება არსებობს, მაგრამ მათი უმრავლესობა ძალიან მტკივნეულია და მხოლოდ მოკლევადიან ეფექტს იძლევა. ელოს ეპილაცია კოსმეტიკურ მედიცინაში უკანასკნელი სიტყვაა, რომელიც ამ პრობლემების გადაჭრაში გვეხმარება.

 
ელოს–ეპილაცია კოსმეტოლოგიის ერთ–ერთი ყველაზე თანამედროვე მეთოდია. აბრევიატურა „ელოს“ იშიფრება, როგორც ელექტრო-ოპტიკური სინერგია (ერთდროული მოქმედება). ელექტრო- გულისხმობს ბიპოლარული რადიოსიხშირის გამოსხივებას, ხოლო ოპტიკური-იმპულსური სინათლის გამოსხივებას.
 
იგი აბსოლუტურად უსაფრთხოა და კომბინირებული გამოსხივების საშუალებით  კარგად უმკლავდება არა მარტო მუქ, არამედ ღია ფერის (ქერა, ჭაღარა) და ფაფუკ თმებსაც. თავიდან თმაზე ოპტიკური ენერგია მოქმედებს, რომელიც თმას პიგმენტს აცილებს, შემდეგ კი ელექტრო ენერგია თმის ფოლიკულს აზიანებს. ელოს ეპილაცია უკვე აღიარებულია როგორც იდეალური საშუალება არასასურველი თმის მოსაცილებლად.
ელოს ეპილაციის უპირატესობები შემდეგში მდგომარეობს:
  • იგი არ ტოვებს კანზე სიწითლეს;
  • გვერდითი მოვლენები არ გააჩნია;
  • ელექტრო ეპილაციასთან შედარებით ნაკლებად მტკივნეულია;
  • გამოიყენება თმის და კანის ნებისმიერი ტიპის დროს;
  • პროცედურის შემდგომ განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროებს.
  • რაც მთავარია, ელოს ეპილაციის საშუალებით თმის საფარის მთლიანად გაქრობაა შესაძლებელი.
 ეპილაციის გაკეთებამდე საჭიროა ზონის გასუფთავება და თმის საფარის საპარსით მოცილება. პროცედურის გამეორება სასურველია 4-6 კვირაში.  საუკეთესო და ხანგრძლივი ეფექტის მისაღებად 6–8 პროცედურის ჩატარებაა აუცილებელი 1,5-3 თვის განმავლობაში. შედეგი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია თმის ფერსა და კანის ტიპზე.
 
 
ელოს–ეპილაცია მთელ მსოფლიოში ყველაზე ეფექტურ, უსაფრთხო და მოსახერხებელ საშუალებად ითვლება.
allmedic