
კლინიკა "ოქსფორდ მედიქალ ჯორჯია" გთავაზობთ მაღალკვალიფიციურ ულტრაბგერით გამოკვლევას უახლესი აპარატურით ექიმ ლადო კახაძესთან და ანი ახალაიასთან
ექოსკოპისტები ამბობენ, რომ “პათოლოგია მარტო არ დადის”,– როცა მკვლევარი მუცლადმყოფი ნაყოფის ზრდისა და განვითარების ფიზიოლოგიური ნორმიდან გადახვევას დაინახავს, სხვადასხვა სისტემურ დაზიანებასაც უნდა მიაქციოს ყურადღება. ამ მოსაზრებას სრულად იზიარებს ცნობილი ექოსკოპისტი ლადო კახაძე, რომელიც შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად სისტემური კვლევისთვის საუკეთესო საშუალებაზე – ულტრაბგერით კვლევებზე გვესაუბრება:
– ქალის ცხოვრებაში მეორე და ერთ–ერთი მთავარი მოვლენა მისი ნაყოფიერი პერიოდი – ფეხმძიმობაა. ულტრაბგერით დიაგნოსტიკას ევალება ქალის ფეხმძიმობის დადგენა, არის თუ არა ქალი ფეხმძიმედ და არის თუ არა ორსულობა საშვილოსნოს ღრუში და არა მის გარეთ. ამის დადგენა შესაძლებელია პირველი სამი კვირის განმავლობაში. ამის შემდეგ იწყება მონიტორინგი, ანუ დაკვირვება, რაც ჩანასახის ნაყოფად ქცევას გულისხმობს.მომდევნო ეტაპია ნაყოფის გაზრდისა და უკვე ჩვილის ამქვეყნად მოვლინების პერიოდი. როცა დედის, ნაყოფისა და იმ აუცილებელი ორგანოს, დედა–შვილის დამაკავშირებელი ნაწილის, პლაცენტას ერთობლივი ზრდა–განვითარება ფიზიოლოგიურად მიმდინარეობს, ყველაფერი კარგად არის, მაგრამ ზოგჯერ ამ ყველაფერს არაფიზიოლოგიური სახეც აქვს.
რა ხდება ამ დროს?
– ამ დროს ნაყოფი პატოლოგიურად ვითარდება, რა დროსაც სიმახინჯის რამდენომე ტიპი სიცოცხლისთვის შეუსაბამოა, მაგალითად, თავის ტვინის ან თავის ქალის უქონლობა. ამიტომაც ნაყოფის დროული დიაგნოსტირება აუცილებელია, რათა მისი მოცილება მოხდეს. აბორტი მეანობა–გინეკოლოგიის განუყოფელი ნაწილია. არსებობს მეორე პათოლოგია, რომელიც ასევე ნაყოფის თავს უკავშირდება, არის, როცა თავის ტვინი ჩანაცვლებულია სითხით, ეს არის ჰიდროცეფალია, რომელიც ასევე შეუსაბამოა სიცოცხლისთვის. არსებობს ბევრი ტიპის პათოლოგია, მათ შორის განსაკუთრებულია ხერხემლის მალების ჩამოყალიბების პროცესი, ასევე, ცხვირ–ხახის მიდამოები. ყველანაირი დარღვევის შესახებ დედამ, მიმღებმა ექიმმა და პედიატრმა უნდა იცოდნენ, რადგან შესაძლოა შემდგომში ბავშვის გონებრივ განვითარებას პრობლემები შეექმნას.ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის მთავარი ფუნქციაა, მის გენეტიკურ ოჯახს ნაყოფის დისპროპორციების შესახებ სრულფასოვანი ინფორმაცია მიაწოდოს...