
რა არის აკნე და როგორ ვუმკურნალოდ მას ?
კლინიკა – ოქსფორდ მედიქალ ჯორჯიაში, კანის ყველა სხვა პათოლოგიებთან ერთად წარმატებით წარმოებს ისეთი გავრცელებული და პრობლემური დაავადებების მკურნალობა, როგორიცაა აკნე და ფსორიაზი.
აკნე (ჩვეულებრივი ფერიმჭამელა) – ცხიმის ჯირკვლებისა და თმის ფოლიკულების ქრონიკული მორეციდივე ანთებითი დაავადებაა – უპირატესი ლოკალიზაციით სახეზე, გულმკერდსა და ზურგზე. აკნე პოლიეტიოლოგიური დაავადებაა, რომლის პათოგენეზში მნიშვნელოვან როლს თამაშობს: ენდოკრინული სისტემის დისფუნქცია – რაზეც მიუთითებს ფერიმჭამელების გამოყრა სქესობრივი მომწიფების პერიოდში, როდესაც ორგანიზმში მიმდინარეობს ჰორმონული ძვრები (იუვენილური ანუ მოზარდთა ფერიმჭამელა); ცხიმოვანი ჯირკვლების ჰიპერტროფია და კანის ცხიმის ჰიპერსეკრეცია; მიკროფლორის გავლენა; ორგანიზმის იმუნური რეაქტიულობის შეცვლა; გენეტიკური განწყობა.
სახეზე ლოკალიზებული ფერიმჭამელები ძალიან აწუხებს მოზარდს, მოქმედებს მის სულიერ განწყობაზე და ხელს უშლის სოციალურ ადაპტაციაში, ამიტომ ისინი მხოლოდ კოსმეტიკური ნაკლი როდია. ფერიმჭამელებით დაავადებულნი საჭიროებენ მკურნალობას სხვა დერმატოზებით დაავადებულთა მსგავსად.
აკნეს მკურნალობაში მნიშვნელოვანია პაციენტის ფსიქოლოგიური დახმარება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალური მიდგობა, სამკურნალო საშუალებების სწორად შერჩევა დაავადების კლინიკური ფორმის მიხედვით. ამასთან, პაციენტის კეთილსინდისიერი დამოკიდებულება და ექიმის რჩევების ზედმიწევნით გათვალისწინება უზრუნველყოფს მკურნალობის გარანტირებულ დადებით შედეგს.