ბუასილი - გათავისუფლდით ტკივილისგან
ბუასილი - გათავისუფლდით ტკივილისგან
allmedic
ბუასილი - გათავისუფლდით ტკივილისგან
ბუასილი - გათავისუფლდით ტკივილისგან
ბუასილი - გათავისუფლდით ტკივილისგან

ბუასილი ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა სხვა დაავადებებს შორის. ამ დაავადების ერთჯერადი გამწვავება მოსახლეობის თითქმის 100 პროცენტს აღენიშნება. ბუასილის კვანძები დაბადებიდან ყველა ადამიანს აქვს. არის გარეთა და შიგნითა კვანძები, რომელიც ორი სანტიმეტრის სიღრმეზე მდებარეობს და ლორწოვანი გარსითაა დაფარული. გარეთა კვანძები (ნაკლებად იცის გართულება) პერიანალური კანითა და ანოდერმითაა დაფარული. 


– რა იწვევს ბუასილის გაჩენას და ამ კვანძების გარეთ გამოვარდნას?
– ჰემოროიდულ დაავადებას ანუ ამ კომპლექსების გადიდებას – ჰიპერპლაზიას ჩვენგან დამოუკიდებელი ფაქტორები იწვევს. ასევე იწვევს მავნე ფაქტორების ერთობლიობა. ერთი კონკრეტული მიზეზი არ არსებობს. პირველი ეს არის გენეტიკური წინასწარ განწყობა. ვენის კედლების თანდაყოლილი სისუსტე გენეტიკურად გადაეცემა. ამ მიდამოს ვენებს სარქლოვანი აპარატი არ აქვს, ამიტომ სისხლის შეგუბება ადვილად ხდება. ჩვენი სხეულის ვერტიკალური მდგომარეობის გამო სისხლს ზევით გადადგილება უჭირს. აქედან გამომდინარე სისხლის უკან დაბრუნება და ვენებში სტაზირება ხდება.

ეს დაავადება სტადიებად იყოფა. სულ ოთხი სტადიაა. არსებობს გარეთა და შიგნითა კვანძების გადიდება და კომბინირებული ფორმები. გამოვყოფ მწვავე და ქრონიკულ ჰემოროიდულ დაავადებას. საერთოდ ეს დაავადება ქრონიკულია და პერიოდული გამწვავებებით მიმდინარეობს. წლების განმავლობაში ერთი სტადია მეორეში გადადის.

ბუასილისთვის ყველაზე წამყანი სიმპტომი დეფეკაციის დროს სისხლის დენაა. ჰემა ნიშნავს სისხლს, როი დინებას. პირველი სტადიის დროს უმნიშვნელო დისკომფორტი და სისხლდენაა. პაციენტები ამას ყურადღებას არ აქცევენ. თვლიან, რომ ეს ბევრს აქვს. დაავადებამ პროგრესირება რომ შეწყვიტოს პირველ სტადიას მედიკამენტოზური მკურნალობა და კუჭის მოქმედების დარეგულირება შველის. მეორე სტადიაში სისხლდენის სიხშირე მატულობს. ემატება დისკომფორტი, სიმხურვალის შეგრძნება, ქავილი. იმისთვის, რომ ოპერაცია ავიცილოთ, ამ დროს სხვადასხვა მინი ინვაზიური პროცედურის გაკეთება ხდება. საქართველოში პროქტოლოგთან გვიან მიდიან. არადა, მეორე სტადიის დროს შეგვიძლია დაავადების პროგრესირება შევაჩეროთ. ერთ–ერთი გამამწვავებელი ამ დაავადების ქრონიკული შეკრულობა, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი და ფაღარათია, რასაც არასათანადო ყურადღებას აქცევენ, ექიმს არ მიმართავენ. ერთ–ერთი მთავარი კუჭის ნორმალურად მოქმედებისთვის ნორმალური კვებაა.

მესამე სტადიის დროს ჰემოროიდული შიდა კვანძები იმ ზომამდე მიდის, დეფეკაციის დროს სისხლით გადაივსება და გარეთ გამოსვლას იწყებს.ლორწქვეშა იოგების დესტრუქციის გამო და ლორწოვანი გარსი მოძრავი ხდება, სისხლით გადავსებული კვანძი კი გარეთ გამოდის. სტადიის საწყის ეტაპზე დეფეკაციის დასრულებისთანავე კვანძი მალე ბრუნდება უკან. მდგომარეობის დამძიმების შემდეგ კვანძების დაბრუნება რამდენიმე საათის მერე ხდება. პაციენტი ხელით ეხმარება. ბოლო სტადიაში კვანძი უკან აღარ ბრუნდება. ეს საკმაოდ დიდ დისკომფორტს იწვევეს, ამცირებს სიცოცხლის ხარისხს. პაციენტებს განსაკუთრებული პირობები სჭირდებათ, საფენებით დადიან, სტუმრად დარჩენა უჭირთ. აქვთ ხშირი სისხლდენა, ლორწოვანი გამონადენი. გართულებულ მდგომარეობაში მძიმე ტკივილს იწვევს. ეს ყველაფერი თავიდან რომ აიცილოს, პაციენტმა დროულად უნდა მიმართოს ექიმს. მეოთხე სტადია მაინც მიიყვანს ექიმთან. მისი მოთმენა უკვე შეუძლებელი ხდება. ამ დროს ერთადერთი გამოსავალი ოპერაციული მკურნალობაა. რაც პოსტ ოპერაციულ პერიოდში საკმაოდ დიდ დისკომფორტთან არის დაკავშირებული. ოპერაციის შემდეგ ორ თვემდე ვერ მუშაობს. ყველაზე დიდი დისკომფორტი პირველი ორი კვირაა.

– მალამოები რამდენად შველის გამოვარდნილი კვანძის დაპატარავებას ან მოშორებას. 
– გადიდებული კვანძები მალამოთი და სანთლებით არ პატარავდება. მისი მოშორება უნდა მოხდეს. როდესაც შეშუპება და თრომბოზიაა, კოლხურია, თურმანიძეა თუ სხვა მალამო, ეხმარება შეშუპების მოხსნას. ეს გართულების მკურნალობაა და არა დაავადების. 
ჩვენ კლინიკაში ფართოდ გამოვიყენებთ ინფრაწითელი ფოტოკუაგულაციასა და შიგნითა ჰემოროიდული კვანძების ლიგირებას ლატექსის რგოლებით. ნაწლავის ლორწოვან გარსს შიგნითა ჰემოროიდული კვანძების მდებარეობის ადგილას ტკივილის აღმქმელი რეცეპტორები არ გააჩნია. ამიტომ იქ ჩატარებული მანიპულაციები აბსოლუტურად უმტკივნეულოა. ამ ოპერაციებს ყოველგვარი გაყუჩებების გარეშე ვაწარმოებთ. 


– რას მოიცავს ჰემოროიდული კვანძების ლიგირება?
– გადიდებული კვანძი სპეციალურ აპარატში შეგვაქვს და ძირში ვუჭერთ ლატექსის რგოლს. სისხლი აღარ მიეწოდება კვანძს, ნეკროზდება და მეშვიდე–მეათე დღეს დეფეკაციის დროს რეზინის რგოლთან ერთად კვანძი გარეთ გამოვარდება. ყოფილა შემთხვევა მესამე–მეოთხე დღეს მომძვრალა. ამას პაციენტი ვერც იგებს. რგოლის გაკეთებისას ერთი დღე დისკომფორტის შეგრძნებას იწვევს, თითქოს კუჭში გასვლა უნდა. სახლში მაშინვე ვუშვებთ და იმ რეჟიმით ცხოვრებას განაგრძობს, რაც მანამდე ჰქონდა. მალამოსთან ერთად სანთლები და პრეპარატი ენიშნება. ერთი თვის განმავლობაში მწარე, მჟავე და ცხარე საკვები ეკრძალება. სულ სამი კვანძია. ორ კვირაში ერთხელ კეთდება თითო ჰემოროიდული კვანძის ლიგირება. თითო ჰემოროიდული კვანძის ლიგირება 330 ლარი ჯდება. ინფრაწითელი სხივებით იმ სისხლძარღვების კუაგულირება ანუ მოწვა ხდება, რომელიც კვანძებს ამარაგებს სისხლით. დროთა განმავლობაში მათი დაპატარავება ხდება. შედეგისთვის მოწვა რამდენჯერმე ხდება. შესაბამისი ჩვენებისას ლიგირებით პაციენტების 80-90 პროცენტს ოპერაციას თავიდან ვაცილებთ.

– რა ხდება მეოთხე სტადიის დროს, როდესაც კვანძი აღარ უბრუნდება თავის ადგილს?
– მეოთხე სტადიაზე სპინალური ანესთეზიით კეთდება ოპრეცია, რომელიც დაახლოებით 40 წუთი გრძელდება. პოსტოპერაციული პერიოდი ძლიერ ტკივილებთან არის დაკავშირებული. ნარკოტიკული საშუალების გაკეთებაც გვიხდება. 


– საკვებისა და ბუასილის ერთმანეთთან კავშირი როგორია?
– არასწორი კვება კუჭის მოქმედების მოშლას იწვევს. შეკრულობას ან პირიქით რამდენჯერმე კუჭში გასვლას. ეს სწორ ნაწლავზე აისახება. შეკრული მასა მექანიკურად აღიზიანებს, კაწრავს ლორწოვან გარსს და სისხლდენაც ამიტომ არის. კუჭის მოქმედებას თუ დაარეგულირებთ, ეს სიმპტომებიც ალაგდება. იკრძალება ცხიმიანი საკვები, ცხარე საკვები, ალკოჰოლიური სასმელების ჭარბად გამოყენება. ორსულობის და მშობიარობის დროს ქალთა 80 პროცენტს ბუასილის გართულება აღინიშნება. 


– არის თუ არა უხარისხო ჰიგიენური ქაღალდი ბუასილის ერთ–ერთი გამოწვევი?
– ჰიგიენური ქაღალდი, რაც არ უნდა ხარისხიანი იყოს, მაინც აღიზიანებს პერიანალურ კანს. მე მაინც დეფეკაციის შემდეგ ნელთბილი წყლით დაბანას ვურჩევ. ბიდე უნდა გვქონდეს აბაზანაში. პაციენტს, ვისაც მკურნალობას ვუნიშნავთ და თბილი წყლით იბანს, მერე ჰიგიენურ ქაღალდს ვეღარ ხმარობს. ამ დროს დისკომფორტი აქვს.

– რამდენად ხშირია ბუასილის ოპერაციული მკურნალობა?
– უფრო მეტს სჭირდება, ვიდრე იკეთებს. ექიმთან დაგვიანებით მიმართვა ოპერაციული მკურნალობის სიხშირეს ზრდის. ამიტომ დროული დიაგნოსტიკა უმნიშვნელოვანესია ეფექტური და დამზოგველი მკურნალობისთვის.

allmedic