
გეგმავთ ორსულობას? მშვენიერია, მაშ ასე წაიკითხეთ რა უნდა გააკეთოთ მანამ, სანამ დადგება სასურველი ორსულობა:
არსებობს უამრავი რამ რისი გაკეთებაც შეგიძლიათ იმისთვის, რომ თქვენ და თქვენი პატარა ჯანმრთელები იყოთ.
✔ დაიწყეთ ვარჯიში
ყოველდღიური ფიზიკური დატვირთვა, 30 წუთიც კი საკმარისია, იმისთვის რომ ფიზიკურად მომზადებული შეხვდეთ მშობიარობას, ასევე შეინარჩუნოთ სხეულის სასურველი ფორმა. ცურვა, სეირნობა ველოსიპედით, აერობიკა - არჩევანი თქვენზეა!
✔იკვებეთ ჯანსაღად
თქვენს ორგანიზმს ახლა გასაკუთრებით ჭირდება პროტეინი, რკინა, კალციუმი და ფოლიუმის მჟავა. სთხოვეთ თქვენს პარტნიოს მხარი აგიბათ და ერთად აუწყვეთ ფეხი ცხოვრების ჯანსაღ წესს. თქვენი ორგანიზმი მზად უნა იყოს პატარა სტუმრის დასახვედრად.
✔ აკონტროლეთ წონა
შესაძლოა მალე სასწორზე დადგომა საერთოდ არ მოგინდეთ, მაგრამ ახლა თქვენმა ზედმეტმა სიგამხდრემ და ზედმეტმა სიმსუქნემ შესაძლოა ხელი შეგიშალოთ დაორსულებაში. ამიტომ, ექიმთან შეთანხმებით შეჯერდით რა არის თქვნთვის იდეალური წონა და ეცადეთ ეს ნიშნული შეინარჩუნოთ.
✔ გაიარეთ კონსულტაცია გინეკოლოგთან
გინდათ ვინმეს ამცნოთ თქვენი გადაწყვეტილების შესახებ? დაგვიჯერეთ, გინეკოლოგზე უკეთ ახლა ვერავინ დაგეხმარებათ. გაიკეთეთ პროფილაქტიკური შემოწმებები და გაითვალისწინეთ ექიმის რჩევები.
✔ გაიარეთ კონსულტაცია სტომატოლოგთან
დროა კბილებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ. სამკურნალო კბილები პრობლემებს შეგიქმნიან ორსულობის დროს და შესაძლოა, ნაადრევი მშობიარობაც კი გამოიწვიონ. ამიტომ, ჯობს თადარიგი ახლავე დაიჭიროთ. გვეწვიეთ ჩაჩავას კლინიკის სტომატოლოგიურ კლინიკაში და ჩვენ დაგეხმარებით თქვენი პრობლემის უმტკივნეულოდ მოგვარებაში.
✔ შეზღუდეთ კოფეინის მიღება
თუ ყავის გარეშე გამოფხიზლება გიჭირთ, შეგიძლიათ მხოლოდ ერთ ფინჯანზე შეჯერდეთ. ნელ-ნელა შეზღუდეთ ყავის და ჩაის მიღება, ჩაანაცვლეთ ისინი თბილი რძით და ნატურალური წვენებით.
✔ შეწყვიტეთ თამბაქოს მოწევა!
თუ თქვენ მწეველი ხართ,ნელ-ნელა ეცადეთ საერთოდ შეწყვიტოთ მოწვევა. შესაძლოა სიგარეტმა ხელი შეგიშალოთ დაორსულებაში. ორსულობის დროს მოწევამ შესაძლოა გამოიწვიოს ნაყოფის პათოლოგიები, ნაადრევი მშობიარობა, ბავშვი დაიბადოს მცირეწონიანი და ა.შ ნუ აცხოვრებთ პატარას 9 თვე სიგარეტის ბოლში და ნურც თქვენ გაიფუჭებთ ჯანმრთელობას.
✔ შეწყვიტეთ ალკოჰოლის მიღება
ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მიღებამ გამოიწვიოს ნაყოფის პათოლოგიები. ორსულობამდე რამდენიმე თვით ადრე და ორსულობის პერიოდშიც მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას.
✔ დაგეგმეთ ბიუჯეტი
გაითვალისწინეთ ყველა ის ხარჯი რომლის გაწევაც ორსულობის დროს და ბავშვის გაჩენის შემდეგ მოგიწევთ. ჩამოწერეთ შესაძენი ნივთების სია და გაანაწილეთ თქვენი ოჯახის ბიუჯეტი.
✔ გადახედეთ თქვენს კონტრაქტს და შრომის კოდექსს
თუ დასაქმებული ბრძანდებით ახლავე უნდა გაერკვეთ თქვენს უფლებებში. რა მოხდება მას შემდეგ რაც ბავშვს გააჩენთ? რამდენი ხანი გაგრძელდება დეკრეტი? გადაგიხდით თუ არა თქვენი სამსახური ხელფასს ამ დროს? როგორც პატარას მშობელს რა შეღავათები გეკუთვნით და ა.შ ამ კითხვებზე პასუხები უკვე უნდა გქონდეთ.
✔ ლაშქრობა ბავშვის გარეშე
აუცილებელი არ არის მართლაც ლაშქრობაზე წახვიდეთ, უბრალოდ აირჩიეთ ადგილი სადაც ბავშვთან ერთად ვერ წახვალთ, ჩასჭიდეთ ხელი თქვენს მეორე ნახევარს და განიტვირთეთ. სულ მალე ახალი თავგადასავალი დაიწყება. მანამდე კი გირჩევთ დაისვენოთ :)
✔ შეარჩიეთ ადგილი, სადაც თქვენი პატარა დაიბადება :)