
უშვილობა განაჩენი არ არის!
უშვილობის პრობლემა მსოფლიოს მოსახლეობის არც თუ ისე მცირე ნაწილს აწუხებს. თუ რა იწვევს უშვილობას და რა თანამედროვე მეთოდები არსებობს ამ პრობლემის მოსაგვარებლად, ამ თემაზე მსოფლიო დონის რეპროდუქტოლოგი ჰაქან ქოზინოღლუ გვესაუბრება. იგი თბილისში ჩაჩავას კლინიკის სპეციალური მოწვევით იმყოფება და უფასო კონსულტაციას უწევს უშვილო წყვილებს.
რამდენად ხშირია უშვილობის პრობლემა მსოფლიოში, რას გვეტყვთ სტატისტიკაზე?
დღესდღეობით უშვილობის პრობლემა მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 15% აწუხებს, თუმცა ამ სტატისტიკის საპირწონედ შეიძლება ითქვას, რომ ამ მიმართულებით მსოფლიო მედიცინა წინ მიდის და ყოველდღიურად ვითარდება.
რა პირობებია საჭირო იმისთვის რომ ორსულობა ბუნებრივად დადგეს?
იმისათვის, რომ ორსულობა ბუნებრივი გზით დადგეს, რამოდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია საჭირო, კერძოდ:
რას გვეტყვით უშვილობის გამომწვევ მიზეზებზე?
მიზეზი სხვადასხვაგვარია. ხშირია შემთხვევა, როდესაც პრობლემა კომპლექსურია და აწუხებს ქალსაც და მამაკაცსაც. მაგალითად, ქალისგან განპირობებული მიზეზებია: ანოვულატორული ციკლი, გაუმტარი კვერცხსავალი მილები,ენდომეტრიოზი, საშვილოსნოს ღრუს ანომალიები და სხვა. მამაკაცისგან განპირობებული მიზეზები შეიძლება იყოს აზოოსპერმია, ოლიგოსპერმია ან სპერმის მორფოლოგიურ და ქრომოსომულ ანომალიები... დაავადებები, რომლებიც იწვევენ ამ პრობლემებს ხშირ შემთხვევაში უსიმპტომოა და გამოვლინდება მხოლოდ მაშინ, როდესაც შვილოსნობის საკითხი დგება. ამიტომაა აუცილებელი წყვილის კონსულტირება და არა ერთ-ერთი მათგანის, როგორც ხშირ შემთხვევაში ხდება ხოლმე.
როდის უნდა მიმართოს წყვილმა რეპროდუქტოლოგს?
ერთი წლის განმავლობაში რეგულარული ურთიერთობის მიუხედავად თუ არ დგება ორსულობა, წყვილმა აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმ-რეპროდუქტოლოგს. 35 წელას გადაცილებული ქალბატონების შემთხვევაში ეს დრო 6 თვემდე მცირდება. სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევა, როდესაც ექიმთან დაგვიანებული ვიზიტი კიდევ უფრო ართულებს მდგომარეობას. შეიძლება ბანალურად ჟღერს, მაგრამ სპეციალისტთან დროულ მიმართვას, მართლაც რომ, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ეს წარმატების ერთ-ერთი წინაპირობაა.
რას გვეტყვით ჩაჩავას კლინიკაზე?
მინდა გითხრათ, რომ სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ. ვგულისხმობ კლინიკის აპარატურულ აღჭურვილობას და ლაბორატორიას, რომლის მსგავსიც მოფლიოს წამყვან ცენტრებშიც კი არ მინახავს, შესაბამისად საქართველოში მცხოვრებ პაციენტებს ევროპული დონის სერვისის მიღება ქვეყნიდან გაუსვლელად შეუძლიათ, ეს კი ცალსახად მნიშვნელოვანი ფაქტორია. ასეთ გარემოში მუშაობა ჩემთვისაც ძალიან სასიამოვნოა, ყოველდღიურად უშვილობის პრობლემის მქონე ათობით პაციენტს ვიღებთ და რაც ყველაზე მთავარია ინდივიდუალური მიდგომით და სწორად შერჩეული მკურნალობის ტაქტიკით ვამტკიცებთ რომ უშვილობა განაჩენი არ არის.
რას ურჩევთ უშვილო წყვილებს?
პაციენტთა მომართვიანობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, უშვილობის პრობლემა თქვენს ქვეყანაშიც საკმაოდ აქტუალურია. ყველა წყვილს ვურჩევდი არ დაკარგონ ორი მთავარი რამ - დრო და იმედი.