სპორტული გენეტიკა
სპორტული გენეტიკა
allmedic
სპორტული გენეტიკა
სპორტული გენეტიკა
სპორტული გენეტიკა

გენეტიკური ტესტირება სპორტის სხვადასხვა სახეობების მიმართ მიდრეკილებების და ფიზიკურ დატვირთვაზე ტოლერანტობის პროგნოზირების საშუალებას იძლევა.

დადგენილია, რომ სპორტული წარმატებების მიღწევა ფიზიკურ ვარჯიშზე დამოკიდებულია მხოლოდ - 15% - 25%-ში, როდესაც გენოტიპობრივი ფაქტორი - 75% - 85%-ს აღწევს. ამით აიხსნება ის გარემოება, რომ ზოგიერთი იძლევა დიდ იმედებს ადრეულ ასაკში, მაგრამ მოგვიანებით წარმატებას ვერ აღწევს.
გენეტიკური ტესტირება საშუალებას იძლევა განისაზღვროს:

    • ფიზიკური შესაძლებლობის ზღვარი (ძალა, ამტანობა, სისწრაფე);
    • სპორტის ადექვატური სახეობა;
    • კუნთოვანი მასის მატების სისწრაფის წინასწარი დაგეგმვა;
    • ხანგრძლივ ფიზიკურ დატვირთვაზე გულის ადაპტაციის უნარი;
    • უეცარი სიკვდილის ალბათობა;
    • მოტეხილობისა და დაჭიმვის რისკი;
    • სხეულის მასის ინდექსის (სიმსუქნე) მატების მიმართ განწყობა ვარჯიშების შეწყვეტის შემდეგ;
    • კუნთების მოცულობის კორექციისათვის ჩასატარებელი ვარჯიშის მოცულობის ზღვარი;
    • სპორტსმენებისათვის დასაშვები ანაბოლური სტეროიდების, ბიოდანამატების და სხვა რეკომენდირებული პრეპარატების შერჩევა საჭიროების შემთხვევაში, მიღების ხანგრძლივობა და მათი დოზირება

ტესტირების მონაცემების მიხედვით გაიცემა სპორტსმენის გენეტიკური პასპორტი.

ავტორი:
allmedic