საშიში ინფექციები
საშიში ინფექციები
allmedic
საშიში ინფექციები
საშიში ინფექციები
საშიში ინფექციები

ტოქსოპლაზმოზი წარმოადგენს ინფექციას, რომლის გამომწვევია პროტოზოა, უჯრედშიდა პარაზიტი. პარაზიტის უჯრედში გამრავლებისა და დაგროვების შედეგად წარმოიქმნება ცისტები, რომლებიც 3000-15000-დე პარაზიტს შეიცავს. პატრონის ორგანიზმში ცისტები სიცოცხლეს ინარჩუნებენ ათეული წლები.
ძირითადი მატარებელი კატაა, ხოლო ადამიანი ითვლება შუალედურ პატრონად, იგი გარემოში პარაზიტებს არ გამოყოფს და არავითარ საშიშროებას არა წარმოადგენს.
ადამიანის ინფიცირება ხდება უმეტესად: უმი ხორცითა და ფარშით, უმი კვერცხით, არაპასტერიზებული რძით, უშუალო კონტაქტით კატასთან, დაზიანებული კანიდან (ლაბორატორიაში), სისხლის გადასხმისას, ორგანოთა გადანერგვისას.
ტოქსოპლაზმოზი წარმოადგენს ყველაზე უფრო გავრცელებულ ლატენტურ ინფექციას. ინფიცირებულთა 99% მიმდინარეობა ქრონიკული, უსიმპტომოა. მსოფლიოში ინფიცირებულ ადამიანთა რიცხვი აღწევს 500 მილონიდან 1 მილიარდამდე.
პარაზიტი მრავლდება ცოცხალ უჯრედებში უპირატესად ჩონჩხის კუნთებში, მიოკარდიუმში, ცენტრალურ ნერვიულ სისტემაში. ქრონიკული თანდაყოლილი ტოქსოპლაზმოზის დროს კუნთებსა და თავის ტვინში ჩნდება კალციფიკატები (რენდეგენოლოგიურად), მწვავე სტადიაში წამყვანი ნიშნებია: საერთო სისუსტე, თავის ტკივილი, მაღალი ტემპერატურა, ლიმფური ჯირკვლების გადიდება, კუნთების ტკივილი, გულყრები, ზოგჯერ აღინიშნება კრუნჩხვები, ეპილეფსია, ნაწილობრივი და სრული სიბრმავე, სიყრუე და ა.შ.
განსაკუთრებით საშიშია ეს ინფექცია ორსულებისთვის! დაინფიცირება იწვევს ნაყოფის განვითარების დეფექტებს!
თუ ქალის ინფიცირება მოხდა ორსულობამდე 6 თვით ან მეტი ხნით ადრე, ნაყოფის ინფიცირება არ ხდება, ვინაიდან ქალს უყალიბდება იმუნიტეტი, ხოლო თუ დაინფიცირებასა და ორსულობას შორის დრო უფო ნაკლებია, შესაძლოა მოხდეს ნაყოფის დაინფიცირება. სიხშირე 1000 ახალშობილზე 3-8 შემთხვევაა.
მუცლად ყოფნისას ინფიცირებამ შეიძლება გამოიწვიოს მკვდრადშობადობა ან შინაგანი ორგანოების მძიმე, სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანება, ცხელება, ღვიძლის და ელენთის გადიდება, სიყვითლე, პნევმონია, მიოკარდიტი, ჰემორადიული სინდრომი, ენცეფალიტი, მენინგოენცეფალიტი (ღებინება, კრუნჩხვები, პარეზები, დამბლები).
ტოქსოპლაზმოზის დიაგნოსტირების ყველაზე სრულყოფილ მეთოდს წარმოადგენს მოლეკულურ-ბიოლოგიური მეთოდი - პჯრ (პოლიმერაზულ-ჯაჭვური-რეაქცია) დიაგნოსტირებისათვის გამოიყენება: სისხლი, ნაცხი უროგენიტალური ტრაქტიდან, პირ-ხახის უკანა კედლიდან, თვალის კონიუნქტივიდან, შარდის ნალექი.

 

ავტორი:
allmedic