
მსოფლიოში ერთ-ერთი საკმაიოდ აქტუალური პრობლემა არის კუჭ- ნაწლავის პათოლოგია, კერძოდ ნაღვლის ბუშტის დაავადებები, რომელიც თითქმის მოსახლეობის 20 % - ს აწუხებს. ის წარმოადგენს მოწევის, სწრაფი კვების, ალკოჰოლის, მძიმე საკვების გავლენის შედეგს ადამიანის ორგანიზმზე. უმრავლეს შემთხვევაში ნაღვლის ბუშტი ახერხებს გაუმკლავდეს სხვადასხვა გამოწვევას, მაგრამ დროთა განმავლობაში მისი პასუხი იცვლება და ყალიბდება სხვადასხვა ტიპის კენჭები. თუ როგორ ყალიბდება სხვადასხვა შედგენილობის და ზომის კენჭები დამოკიდებულია სხვადასხვა ადამიანში დაავადების განვითარებაზე და იმაზე რადმენად ეწინააღმდეგება ორგანიზმი მსგავს გამოწვევას.
რა არის ნაღველი და რაში გვეხმარება ის ?
ნაღველს აქვს სისხლის პლაზმის მსგავსი შემადგენლობა. მისი 80 % არის წყალი, დაახლოებით 12 % ნაღვლის მჟავა, ხოლო 4 % არის ფოსფოლიპიდები და არანაკლებ ერთი პროცენტი ენიჭება ქოლესტერინს. უფრო მეტიც ნაღველი შეიცავს ისეთ ელემენტებს, როგორიცაა ცილები, ელექტროლიტები, ბილირუბინი და ლორწო. ყოველ დღე ჯანმრთელი ადამიანი გამოყოფს დაახლოებით ნახევარ ლიტრ ნაღველს. ეს სითხე მონაწილეობს შემდეგ მნიშვნელოვან ფუნქციებში :
1. უზრუნველყოფს ცხიმების დაშლას;
2. ის ეხმარება ნორმალურ პანკრეასს ფერმენტების მოქმედებაში;
3. ხელს უწყობს ცხიმოვანი მჟავების და ქოლესტერინის ნაწლავის მიერ შეწოვას;
4. ასტიმულირებს ნაწლავთა პერისტალტიკას;
5. ხელს უშლის ნაწლავის ლპობის პროცესის განვითარებას.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ნაღველი არის ის უნიკალური საშუალება, რომელიც ეხმარება ნაწლავებს მძიმე საკვების მონელებაში. ქოლესტერინი თვითონ ძნელად ხსნადი ნივთიერებაა წყალში, ამისთვის მას ეხმარება ნაღველის შემცველი ელემენტები, რომლებიცაა - ნაღვლის მჟავები და ფოსფოლიპიდები.
ნაღვლის კენჭების ტიპები : კლასიფიკაცია და სტრუქტურა.
თვითონ ნაღვლის კენჭი არის კრისტალური სტრუქტურის, რომელიც ფორმირდება ქოლესტერინისგან და შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის და ზომის. 80 % - ზე მეტი არის ქოლესტერული წარმოშობის კენჭები, რომელბიც ძირითადად შეიცავენ ქოლესტერინს და მცირე რაოდენობით კალციუმის მარილებს, ცილებს და სხვა კომპონენტებს. დაახლოებით 20 % კი არის ყავისფერი ან შავი შეფერილობის, რომელიც ძირითადად შედგება კალციუმისგან და მცირე რაოდენობით ქოლესტერინისგან. იშვიათია შერეული ტიპის კენჭები.
ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობენ ქვების ფორმირებას.
იმისთვის, რომ გავიგოთ როგორ ხდება ნაღვლის კენჭების ფორმირება, აუცილებელია იმ ფაქტორების გააზრება , რომლებიც მოქმედებს ამ ყველაფერზე. არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს ქოლესტერინული და შერეული კენჭების ფორმირებას :
- ორგანიზმის ზედმეტი წონა;
- პასიური ცხოვრების სტილი, ჰიპოდინამიკა;
- მაღალ კალორიული, ქოლესტერინით მდიდარი საკვების მიღება;
- გენეტიკური წინასწარგანწყობა;
- შაქრიანი დიაბეტი;
- ისეთი მედიკამენტების მიღება, როგორიცაა კონტრაცეპტივები;
- ნაწლავური დაავადებები;
- ნაღვლის ბუშტის ანომალიები;
პიგმენტური ქვების ფორმირებას ხელს უწყობს შემდეგი ფაქტორები :
- ალკოჰოლური ციროზი;
- ნაღვლის ბუშტის ქრონიკული ინფექცია;
- ჰელმინთოზი;
- ქრონიკული ჰემოლიზი;
- ასაკი.
ქოლესტერინული და შერეული ქვების ფორმირების მექანიზმი :
პირველი ნაბიჯი კენჭების ფორმირებაში არის, ნაღვლის ბუშტის მიერ დიდი რაოდენობით სეკრეტის სეკრეცია. შემდეგ იწყება მათი კრისტალიზაცია, რასაც თან ერთვის ნაღვლის ბუშტში მიმდინარე დარღვევები, რომელიც თითქმის მოსახლეობის უმრავლესობაში გვხდება. მსგავსი შემთხვევები, რომელიც ეხება ბუშტის სხვადასხვაგვარ დარღვევას გვხვდება მსოფლიოს მოსახლეობის 20 % ზე მეტში.
როგორ ავიცილოთ თავიდან კენჭების ჩამოყალიბება:
ნათელია , რომ ნაღვლის ბუშტის მხრივ პრობლემები საკმაოდ გავრცელებულია ჩვენს საზოგადოებაში. ამ ყველაფრის თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ სწორი კვება და ჯანსაღი, აქტიური ცხოვრების რიტმი. გაუფრთხილდით თქვენს ჯანმრთელობას და დროული სამედიცინო მკურნალობით შეინარჩუნეთ ახალგაზრდობა, იცხოვრეთ დიდხანს და მშვიდად პრობლემების გარეშე.