ინფექციური ეგზანთემა
ინფექციური ეგზანთემა
allmedic
ინფექციური ეგზანთემა
ინფექციური ეგზანთემა
ინფექციური ეგზანთემა

ინფექციური გამონაყარი შეიძლება ანგინის მიღმა იმალებოდეს.

ინფექციურ გამონაყარს მეორე სახელი აქვს - ,,ბოსტონი’’. ეს სახელწოდება მისი აღმოჩენის ადგილმდებარეობითაა განპირობებული. ინფექციური გამონაყარი პირველად 1950 წელს ბოსტონში აღიწერა. დიაგნოზის დასმის სირთულე იმაში მდგომარეობს რომ გამონაყარი შეიძლება წითელას, ჰერპესულ ანგინას ან, თუნდაც, ასეპტიკურ მენინგიტს ჰგავდეს.

დაავადების დროული გამოვლენა წარმატებული მკურნალობის აუცილებელი წინაპირობაა.

რის საფუძველზე შეიძლება გამოვლინდეს ინფექციური ეგზანთემა?

ეგზანთემა ჰაერ-წვეთოვანი გზის მეშვეობით შეიძლება გადაეცეს. მიზი გამომწვევი მიზეზი ხშირად ჰერპერსის ვირუსია. ვირუსმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, გამოიწვიოს კუნთების განთება ან გასტროენტერიტი.

ინფექციური ეგზანთემის ერთ-ერთი ყველაზე დამახასიათებელი სიმპტომი ტემპერატური მნიშვნელოვანი მატებაა.  მოზრდილებში ხშირია ცხელება.

ეგზანთემის ერთ-ერთი გამოვლინება ლორწოვანი, პატარა წყლულებია ყელში. ბავშვებში კი ხშირია ჰერპესული სტენოკარდიის სიმპტომები.

ინფექციური ეგზანთემის კიდევ ერთი სიმპტომი ვარდისფერი გამონაყარია, რომელიც ხშირად მოიცავს სახეს, გულ-მკერდს და შეიძლება გავრცელდეს მთელს სხეულზეც კი. გამონაყარი, როგორც წესი, რამდენიმე დღე გრძელდება.

 

შესაძლებელია, დაავადება გამოვლინდეს სხვა სიმპტომებითაც:

  • ლიმფური კვანძების გადიდება;
  • ყელის ტკივილი;
  • კუნთების ტკივილი;
  • საერთო სისუსტე;
  • თავის ტკივილი.

 

ზოგიერთ ავადმყოფს აღენიშნება ზედა სასუნთქი გზების ზომიერი ანთებითი ცვლილებები და კონიუნქტივის შეწითლება, ზოგს კი (უპირატესად - ზრდასრულებს) - სახსრების მეტ-ნაკლები ტკივილი და შესივება.

პირველადი ინფიცირებისას ყველაზე ხშირია უსიმპტომო მიმდინარეობა, როდესაც მხოლოდ პერიფერიული სისხლის უჯრედებში ხდება ვირუსის დნმ-ის აღმოჩენა.

 

როგორ ხდება დიაგნოსტიკა და მკურნალობა?

ინფექციური ეგზანთემის სიმპტომები საკმაოდ ბუნდოვანია. სწორედ ამიტომაა რთული ამ დიაგნოზის დასმა. ხშირად ზუსტ დიაგნოზამდე გამორიცხვის მეთოდით მიდიან. თავდაპირველად უნდა გამოირიცხოს წითელა, წითურა, ფარინგიტი და ა.შ.

მკურნალობა სიმპტომების მიხედვით მიმდინარეობს. განსაკუთრებით, ნერვოლოგიური გამოვლინებების დროს. მძიმე შემთხვევებისას შეიძლება ექიმმა დანიშნოს სტეროიდული პრეპარატები 5-7 დღის განმავლობაში. საჭიროების შემთხვევაში გამოიყენება სიცხის დამწევი მედიკამენტებიც.

დაავადება ხშირად გართულებული ფორმით მიმდინარეობს ორსულებში და ზოგჯერ ნაყოფის მოცილებასაც იწვევს.

allmedic