ღვიძლის ციროზი
ღვიძლის ციროზი
allmedic
ღვიძლის ციროზი
ღვიძლის ციროზი
ღვიძლის ციროზი

ღვიძლის დაავადების სიმპტომების ცოდნა საუკეთესო საშუალებაა რომ საკუთარი სიცოცხლე გადაარჩინოთ. ციროზის გამომწვევი სხვადასხვა მიზეზი არსებობს, მაგრამ ყველაზე გავრცელებული ალკოჰოლი და C ჰეპატიტის ინფექციებია.

დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მოხმარება ღვიძლის უჯრედებს აზიანებს. ეს კი ციროზით დაავადების რისკს საგრძნობლად ზრდის. ეს დაავადება, როგორც წესი, ალკოჰოლის ხშირი მოხმარებიდან 10 ან მეტი წლის შემდეგ გამოვლინდება. სასმლის გადაჭარბებული მიღება ქალებზე უფრო უარყოფითად მოქმედებს, ვიდრე მამაკაცებზე. ეს განპირობებულია სხეულის წონით და აღნაგობით.

 

ციროზი სამ ეტაპად ვითარდება:

,,ცხიმოვანი ღვიძლი’’ პირველი ეტაპია, რომელიც თითქმის ყველას ემართება, ვინც ალკოჰოლს გადაჭარბებით იღებს. ამ ეტაპის სიმპტომები მაშინვე ქრება, როცა სმას თავს ანებებენ.

ალკოჰოლური ჰეპატიტი დაავადების მეორე სტადიაა, რომელიც უკვე დაკავშირებულია ღვიძლის დაავადებასთან. ის უზომოდ მსმელების 20-30%-ს აღენიშნება. ასეთ დროს უკვე დაწყებულია ღვიძლის ანთება და ღვიძლის უკმარისობამ შეიძლება სიკვდილიც კი გამოიწვიოს.

ციროზი დაავადების მესამე სტადიაა. იგი ალკოჰოლიკების 10%-ში ვითარდება.

ჰეპატიტიც ღვიძლის ანთებად მიიჩნევა, რომელიც მკურნალობის გარეშე ღვიძლს აზიანებს ციროზის გამოწვევა შეუძლია.

ცხადია, არსებობს სიმპტომები, რომელთა საშუალებითაც ციროზის ადრეულ სტადიაზე გამოვლენა და მკურნალობაა შესაძლებელი.

 

ციროზის სიმპტომებს მიეკუთვნება:

  • მადის დაკარგვა;
  • გამოფიტვის შეგრძნება;
  • გულისრევა და ღებინება;
  • ქავილი;
  • სისხლის კაპილარებს გამოჩენა წელს ზემოთ არეში;
  • წონაში დაკლება;
  • კანის და თვალის თეთრი გარსის ფერის შეცვლა (შეყვითლება);
  • სისხლდენა;
  • თმის ცვენა;
  • პრობლემები მეხსიერებასთან;
  • პიროვნეული ცვლილებები;
  • დაბნეულობა;
  • უძილობა.

 

დაავადების მომდევნო სტადიაზე ღებინებისას შეიმჩნევა სისხლი და განავალი შავ შეფერილობას იღებს.

 

როგორ მოვიქცეთ?

ამ დაავადების პირველ სტადიაზე აუცილებელია რომ ადამიანმა შეზღუდოს ფქვილის, შაქრის, თეთრი პურის, სოდის მოხმარება.  მოერიდეთ ცხიმიან საკვებს, ხორცს რძის პროდუქტებს, ნაყინს, ლორს და ა.შ. მიიღეთ ნაკლები ნამცხვარი, კრეკერი, ჩიფსები, შემწვარი საკვები და ზოგადად, ტკბილეული.

ეცადეთ, მიიღოთ ნატურალური პროდუქტები. მაგალითად, შაქარი ჩაანაცვლეთ თაფლით. ლიმონის წვენით კი ეცადეთ მარილი შეცვალოთ. სასურველია მიიღოთ დაუმუშავებული მარცვლეული, ხილი, ბოსტნეული.

ნუ ეცდებით თვითმკურნალობას. აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რომელიც თქვენსთვის შესაფერი დიეტას და მკურნალობის კურსს დაგინიშნავთ.

allmedic