
თირკმელში განვითარებულ სერიოზულ ინფექციურ დაავადებებს შორის მტკიცედ უჭირავს მეორე ადგილი გლომერულონეფრიტს. ხოლო თირკმლის ქრონიკულ უკმარისობათა შორის ის ლიდერობს. ძირითადად დაავადება ემართებათ 40 წლის ზემოთ ადამიანებს, ხშირია ბავშვებშიც. მისი სიმპტომები საკმაოდ მკაფიოდ არის გამოხატული, განსაკუთრებით დილით - სახის შეშუპებით ვლინდება, ასევე შესაძლებელია შარდში შეგვხვდეს სისხლი, რაზეც აუცილებელია ყურადღების გამახვილება. მაგრამ პაციენტს თუ აქვს გლომერულონეფრიტის წაშლილი ფორმა, ის შეიძლება სხვადასხვა სიმპტომებით გამოვლინდეს.
გლომერულონეფრიტის სიმპტომები დამოკიდებულია დაავადების განვითარების სტადიაზე
გლომერულონეფრიტი არის თირკმლის გორგლოვანი აპარატის დაზიანება. ამ დროს ხდება იმუნური სისტემის დასუსტება და შესაძლებელია განვითარდეს ისეთი სისტემური დაზიანება, როგორიცაა სისტემური წითელი მგლურა ან ჰემორაგიული ვასკულიტი. იმის გამო, რომ ხდება თირკმლის გორგლოვანი აპარატის კაპილარების დაზიანება, უარესდება შარდის გამოყოფა, ასვე წყლის , მარილების და პროდუქტთა ცვლაც, რომელსაც საბოლოოდ თირკმლის უკმარისობამდე მივყავართ.
სიმპტომები გამოიყოფა იმის მიხედვით, თუ რომელ ეტაპზეა დაავადება იმ დროისთვის და რა ხარისხით ხდება გორგლოვანი აპარატის დაზიანება. ძირითადად გამოყოფენ დაავადების ორ ფორმას :
1. მწვავე ფორმა, ამ დროს გამოვლენილია შემდეგი ნიშნები :
- ჰიპერტენზია;
- შეშუპება;
- საშარდე სისტემის მხრივ ცვლილებები.
2. ქრონიკული ფორმა : გამოვლენილია შემდეგი ცვლილებები :
- მაღალი არტერიული წნევის ფონზე სუსტი შარდის ბუშტის სინდრომი;
- მძიმე შეშუპება;
- მომატებული სისხლის წითელი უჯრედები შარდში.
ქრონიკული ფორმის დროს შესაძლებელია სიმპტომები მიმდინარეობდეს ფარულად, პრაქტიკულად არ არის მკაფიოდ გამოხატული ნიშნები, ასევე შესაძლებელია იყოს შერეული ფორმა , როცა ძნელია გამოვყოთ უპირატესი სიმპტომები.
გლომერულონეფრიტის მწვავე ფორმის სიმპტომები.
გლომერულონეფრიტის სიმპტომების მანიფესტირება იწყება დაახლოებით დაავადებიდან ორი კვირის შემდეგ. მისი ტიპიური სიმპტომებია - ჰემატურია, ოლიგურია, შეშუპება და მაღალი წნევა.
გლომერულონეფრიტი როგორც წესი იწყება სწრაფად, მაღალი სიცხით და გაციებით. პაციენტი უჩივის გულისრევას, კანი გასადავებულია, ქუთუთოები გადიდებული და უკანა მხარეს აღნიშნავს წელის მიდამოში ტკივილს. პირველ რამდენიმე დღეში საკმაოდ მცირდება შარდის გამოყოფა, ასევე ჩნდება შარდში სისხლი. გლომერულონეფრიტისთვის დამახასიათებელია სახის შეშუპება დილით, რომელიც მთელი დღის განმავლობაში თანდათანობით ცხრება.
მწვავე გლომერულონეფრიტის მძიმე ფორმის დროს ვითარდება ჰიპერტენზია, სისხლძარღვების და ღვიძლის დაზიანება.
ქრონიკული გლომერულონეფრიტის სიმპტომები.
გლომერულონეფრიტის ქრონიკული ფორმა საშიშია, რადგან შეიძლება იყოს სიმპტომების წაშლილი ფორმა. ექიმმა აუცილებლად უნდა მიაქციოს ყურდღება ისეთ ჩივილებს , როგორიცაა არტერიული წნევის ცვალებადობა , აუხსნელი , მორეციდინე შეშუპება, შარდვის დარღვევები.
გლომერულონეფრიტის მწვავე და ქრონიკულ ფორმებს ახასიათებს რეციდივები, რომელიც გვევლინება განმეორებით მწვავე ფორმით და ხშირად თავს იჩენს ხოლმე გაზაფხულსა და შემოდგომაზე. დროული მკურნალობით მისი შეჩერება შესაძლებელია რამდენიმე კვირაში, ხოლო სრული გამოჯანმრთელება დგება 2.5 თვეში.