
რა არის ფსორიაზი?
ფსორიაზი აუტოიმუნური სისტემის დისფუნქციაა, რომლის დროსაც კანის უჯრედები წითლდება, შრება, ზიანდება ფრჩხილები, სახსრები. იგი გავლენას ახდენს იდაყვებზე და მუხლებზეც და საერთოდ, სხეულის ნებისმიერ ნაწილზე შეიძლება, გამოვლინდეს. თავდაპირველად ჩნდება წვრილი პაპულები, რომლებიც დიდ კერებში ერთიანდებიან. ისინი დაფარული არიან მოთეთრო-მოვერცხლისფრო ქერცლით. გამონაყარს ზოგჯერ თან ახლავს ქავილი.
ვინ შეიძლება დაავადდეს ფსორიაზით?
ფსორიაზით ნებისმიერი ადამიანი შეიძლება დაავადდეს. მარტო ამერიკაში ეს დაავადება 7.5 მილიონ ადამიანს აქვს. მათ შორის თანაბრად არიან ქალებიც და მამაკაცებიც. იგი ყველა ასაკის ადამიანებში გვხვდება, თუმცა ყველაზე ხშირად ვლინდება 15-25 წლის ახალგაზრდებში. განსაკუთრებით კი იგი კავკასიელებისთვისაა დამახასიათებელი.
რა იწვევს ფსორიაზს?
ფსორიაზის გამომწვევი მიზეზები დაუდგენელია. მაგრამ არსებობს რისკ-ფაქტორები, რომლებიც ამ დაავადების წარმოქმნას უწყობენ ხელს. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი გენეტიკაა. როგორც წესი ფსორიაზით ავადდებიან ადამიანები, რომელთა ოჯახის წევრებსაც აქვთ იგივე დაავადება. ცხადია, დაავადება დაკავშირებულია იმუნურ სისტემასთანაც. ხელშემწყობი ფაქტორების სია შემდეგნაირია:
ფსორიაზის სხვადასხვა სახეობა არსებობს. გვხვდება ბალთოვანი, პუსტულოზური, წვეთისებური, ერითროდერმული ფსორიაზი და ა.შ. არსებობს მისი განვითარების რამდენიმე სტადია. ფსორიაზი უკურნებელ დაავადებათ ითვლება და იგი ქრონიკულია. არის პერიოდები, როცა მდგომარეობა უმჯობესდება ან პირიქით. მკურნალობის მაქსიმალური შედეგია რომ დაავადება მივიყვანოთ იმ მდგომარეობამდე, რომ სიმპტომები შეწყდეს.
არის თუ არა ფსორიაზი გადამდები?
დაავადება გადამდები არაა. იგი კანზე შეხებითაც არ გადადის. შესაბამისად, ამ დაავადების მქონე ადამიანის გარშემომყოფებთან ურთიერთობის შეზღუდვის საბაბი არ არსებობს.
თუ ორსული დაავადებულია ფსორიაზით, ახალშობილსაც შეიძლება აღმოაჩნდეს იგივე დაავადება. თუმცა, ეს გენეტიკურ ფაქტორად მიიჩნევა.
მკურნალობისთვის გამოიყენება სისტემური და სხივური თერაპია, კანის დამატენიანებელი საშუალებები, სპეციალური დასაბანი გელები და სხვა. სასურველია მიმართოთ გამოცდილ დერმატოლოგს, რომელიც მკურნალობის თქვენთვის შესაფერის კურსს დაგინიშნავთ.