ორსულთა ინფექციები, ეს სახიფათოა - პაპილომა ვირუსი!!!
ორსულთა ინფექციები, ეს სახიფათოა - პაპილომა ვირუსი!!!
allmedic
ორსულთა ინფექციები, ეს სახიფათოა - პაპილომა ვირუსი!!!
ორსულთა ინფექციები, ეს სახიფათოა - პაპილომა ვირუსი!!!
ორსულთა ინფექციები, ეს სახიფათოა - პაპილომა ვირუსი!!!

სქესობრივი გზით გადამდებ ვირუსებს შორის პაპილომა ვირუსულმა ინფექციამ განსაკუთრებული ადგილი დაიკავა
სადღეისოდ შესწავლილია H ვირუსის 100 ტიპი, რომლებიც სხვადასხვა დაავადებებს იწვევენ-მარტივი მეჭეჭებიდან დაწყებული, საშვილოსნოს ყელის ადენოკარცინომით დამთავრებული.
პაპილომავირუსის 16/18, HR მქონე შტამების მატარებლობა დიაგნოზი არ არის, ეს არის საშვილოსნოს სიმსივნის განვითარების მაღალი ალბათობა
სპეციალისტებთან პროფილაქტიკური მკურნალობის ჩატარება და მუდმივი დაკვირვება ამცირებენ დაავადების განვითარების რისკს. ამ ინფექციებისს ზრდა მთელ მსოფლიოში აღინიშნება, ძირითადად ინფიცირდებიან ახალგაზრდები 18-28 წლამდე. მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან ის ქალები, რომელთა ორგანიზმში ხდება ვირუსის პერსისტირება(ხანგრძლივი არსებობა).
ითვლებოდა, რომ ინფექცია ბავშვს მხოლოდ მშობიარობის დროს გადაეცემოდა,. ამჟამად გამოვლენილია ვირუსის გადაცემა მუცლადყოფნის პერიოდშიც.
დაავადება შეიძლება მიმდინარეობდეს წლების მანძილზე ლატენტურად, აქტივაცია და კლინიკური გამოვლენა კი მოხდეს ინფიცირებიდან რამოდენიმე თვის ან წლის შემდეგ.
ამ ვირუსებზე სეროლოგიური გამოკვლევები არ ტარდება. გამომწვევის ვერიფიცირება არც ერთი მეთოდით, გარდა პჯრ -დიაგნოსტიკისა არ ხდება, თუმცა „პაპ-ტესტით“ შეგვიძლია ვივარაუდოდ ვირუსის არსებობაზე და ამ გზით გამოვავლინოთ რისკ ჯგუფი, გერმანელი მკვლევარების უკანასკნელი მონაცემებით, სისხლის პლაზმაში პაპილომავირუსის დნმ-ის არსებობას გარკვეული პროგნოზული მნიშვნელობა აქვს ონკოლოგიური თვალსაზრისით.
რაც შეეხება ვირუსული ინფექციების პროფილაქტიკას, ძნელია ვირუსის თავიდან ასაცილებელი ღონისძიებების ჩატარება. კლინიკური სურათი ხშირად იმდენად ღარიბია, რომ რთულია, ეჭვი მივიტანოთ ამა თუ იმ ვირუსის არსებობაზე. ამიტომ არის რეკომენდებული, რომ ყველა ქალბატონმა, ასაკის მიუხედავად, ჩაიტაროს პროფილაქტიკური გასინჯვა წელიწადში ერთხელ, რათა თავიდან იქნას აცილებული არა მარტო ინფექციები, არამედ მათთან ასოცირებული სხვა გართულებებიც. საჭიროა რეპროდუქციული ასაკის პირმა ნაყოფის ჩასახვამდე, ჩაიტარონ ადრეული გამოკვლევა ბაქტერიებისა და ვირუსების მატარებლობაზე დროული და ეფექტური მკურნალობისათვის, ამისათვის მსოფლიოში „ოქროს სტანდარტად“ აღიარებულია დნმ-მეთოდი – პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის მეთოდი (პჯრ, PCR ), რომლის მგრძნობელობა 90% - 100%-ია ხოლო სპეციფიურობა - 100%.
დღეისათვის პჯრ დიაგნოსტირების ყველაზე სრულყოფილ მეთოდს წარმოადგენს. ესაა გენური ინჟინერიის საფუძველზე შექმნილი უახლესი, მაღალ ტექნოლოგიური მეთოდი, რომელიც დაავადების გამომწვევის, ნუკლეინის მჟავის დნმ-ის ან რნმ-ის (ანტიგენის) აღმოჩენაზეა დამყარებული. პჯრ არის ამპლიფიკაციის მეთოდი, რომლის მეშვეობითაც რამოდენიმე საათის განმავლობაში ხდება გამომწვევის გენომის გამოყოფა და მისი გარკვეული ფრაგმენტის გამრავლება ისეთი რაოდენობით, რომელიც პირვანდელს რამოდენიმე მილიონით აღემატება.
ამ მეთოდს გააჩნია სერიოზული უპირატესობები: მეთოდი პირდაპირია და უშუალოდ ავლენს გამომწვევს, განსაკუთრებით ისეთ პათოგენურ ბაქტერიებსა და ვირუსებს, რომელთა დიაგნოსტირება სხვა მეთოდებით ვერ ხერხდება, განსაკუთრებით სერონეგატიური ფორმების არსებობისას . საშუალებას იძლევა აღმოვაჩინოთ ინფექციის გამომწვევი ბაქტერიები ან ვირუსები ინფიცირების ადრეულ სტადიებში, როდესაც მკურნალობა განსაკუთრებით ეფექტურია. გამოსაკვლევად გამოიყენება თუნდაც მცირე რაოდენობის, ნებისმიერი ბიოლოგიური მასალა: პირ-ხახის ნაცხი, ნახველი, შარდი, განავალი, სისხლი, პლევრალური და თავ-ზურგ ტვინის სითხე, ნაცხი საშოდან, შარდსაწვეთიდან ცრემლი, დედის რძე, ბრონქიალური ლავაჟი.

 

ავტორი:
allmedic