ბაქტერიული ვაგინოზი: ძალიან არასასიამოვნო დაავადება ახალგაზრდა ქალებისთვის
ბაქტერიული ვაგინოზი: ძალიან არასასიამოვნო დაავადება ახალგაზრდა ქალებისთვის
allmedic
ბაქტერიული ვაგინოზი: ძალიან არასასიამოვნო დაავადება ახალგაზრდა ქალებისთვის
ბაქტერიული ვაგინოზი: ძალიან არასასიამოვნო დაავადება ახალგაზრდა ქალებისთვის
ბაქტერიული ვაგინოზი: ძალიან არასასიამოვნო დაავადება ახალგაზრდა ქალებისთვის

ცვლილებები სუნის, ფერის და გამონადენის ხასიათში სასქესო ორგანოებიდან წარმოადგენს პირველად სიმპტომებს, რომლებიც მიუთითებენ რეპროდუქციული ორგანოების პათოლოგიურ პროცესებზე.  დღევანდელ დროებაში საკმაოდ დიდია ინფორმაციის გავრცელება სხვადასხვა დაავადების სიმპტომებსა და მკურნალობაზე. ამის გამო თვითმკურნალობის ტენდენცია გაზრდილია და პაციენტები მხოლოდ დაავადების გართულებულ სტადიაზე აკითხავენ ექიმს. ერთ - ერთი ასეთი დაავადება არის ბაქტერიული ვაგინოზი, რომლის არასწორმა მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გართულებები და გაგვიძნელოს შემდგომი მკურნალობა. პაციენტები ხშირად დაბნეულები არიან კანდიდოზის, ბაქტერიული ვაგინოზის დროს და  თვითმკურნალობა ასეთ დროს იწვევს უარყოფით შედეგებს.

რა ხდება იმ ქალების ორგანიზმში , რომლებსაც აქვთ ბაქტერიული ვაგინოზი.

ბაქტერიული ვაგინოზი - ანადგურებს ნორმალურ ვაგინალურ ფლორას. ქალის ორგანიზმს გააჩნია სპეციალური დაცვითი მექანიზმი, რომელიც იცავს მას სხვადასხვა ინფექციებისგან. ერთ-ერთი კომპონენტი ამ მექანიზმის არის - ლაქტობაცილა, რომელიც მდებარეობს საშოში და იცავს ქალის ორგანიზმს ბაქტერიებისგან. ბაქტერიული ვაგინოზი არის ნორმალური საშოს მიკროფლორის გარკვეული ზემოქმედებით პათოლოგიურად შეცვლა, რაც იწვევს გარკვეულ დამახასიათებელ კლინიკურ სურათს. ბაქტერიული ვაგინოზი გვხვდება ქალთა რეპროდუქციულ პერიოდში დაახლოებით 30 % - ში.

რა ფაქტორები უწყობს ხელს პათოლოგიური ბაქტერიების გავრცელებას.

ბაქტერიული ვაგინოზის განვითარების კონკრეტული მიზეზები არ არსებობს. პათოგენური ბაქტერიები ჩვეულებრივ იმყოფება ქალის ორგანიზმში, მაგრამ მათი გადაჭარბებული რეპროდუქცია ხდება გარკვეული ფაქტორების ზემოქმედების შემდეგ. ეს ფაქტორებია :

-         უკონტროლო, გრძელვადიანი ანტიბაქტერიული პრეპარატების მიღება. როგორც ცნობილია, ანტიბიოტიკები კლავენ არამარტო პათოგენებს, არამედ სასარგებლო ლაქტობაცილებსაც;

-         ორგანიზმის დამცავი იმუნური სისტემის დასუსტება;

-         არადიაგნოსტირებული ან არასაკმარისად კარგად ნამკურნალევი სასქესო ორგანოების ანთება;

-         მიოკარდიუმის სტრესი;

-         ჰორმონალური დარღვევები ან ჰორმონალური კონტრაცეპტივები;

-         ხანგრძლივი გამოყენება საშვილოსნოსშიდა კონტრაცეპტივების, როგორიცაა სპირალი;

-         უკონტროლო სქესობრივი ცხოვრება,  პარტნიორის ხშირი ცვლა.

ბაქტერიული ვაგინოზის კლინიკური სურათი : დამახასიათებელი სიმპტომები.

ბაქტერიული ვაგინოზის კლინიკურ სურათს აქვს სპეციფიკური სიმპტომები, რითიც გამოირჩევა ვაგინალური კანდიდოზისგან და სხვა ინფექციური პროცესებისგან, რომელიც მიმდინარეობს რეპროდუქციულ სისტემაში. ძირითადად ასეთ სიმპტომებს მიეკუთვნება ვაგინალური გამონადენი გამორჩეული ნაცრისფერი და უსიამოვნო „თევზის“ სუნით. ასევე დამახასიათებელია გენიტალური ქავილი, წვა  და დისკომფორტი სქესობრივი აქტის დროს. არ არის ამ დროს სიწითლე და შეშუპება გარეთა სასქესო ორგანოების.

ბაქტერიული ვაგინოზის დიაგნოსტირების ლაბორატორიული მეთოდები.

ბაქტერიული ვაგინოზის დიაგნოსტირება ხდება ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე. ვაგინალური ნაცხის საშუალებით შესაძლებელია მისი აღმოჩენა - დესქვამაციურ ეპითელიუმზე პათოლოგიური მიკროორგანიზმების არსებობით. ბაქტერიოსკოპია ასევე განსაზღვრავს სისხლის თეთრი უჯრედების მატებას ან ლაქტობაცილების შემცირებას, რომელიც აუცილებელია ქალის ორგანიზმისთვის. არსებობს არსევე სპეციალური ტესტები , რომლის საშუალებითაც იზომება ვაგინალური მჟავიანობა. ყველაზე ინფორმაციულია ვაგინალური გამონადენი, რომელიც გვიჩვენებს პროპორციას ნორმალურ და პათოლოგიურ ბაქტერიებს შორის.

ბაქტერიული ვაგინოზის ეტაპობრივი მკურნალობა.

ბაქტერიული ვაგინოზის მკურნალობა უნდა ჩატარდეს ეტაპობრივად. პირველ რიგში უნდა დაინიშნოს ისეთი პრეპარატები, რომლებიც მოახერხებენ პათოგენური ბაქტერიების განადგურებას.  შემდეგ თერაპიის სახით უნდა მოხდეს ვაგინალური ტაბლეტების, სანთლების და მალამოების მიღება. ასევე პარალელურად რეკომენდირებულია იმუნომოდულატორების მიღება, რათა გაძლიერდეს იმუნური სისტემა. ამის შემდეგ ანტიბიოტიკოთერაპია, რადგან აღდგეს საშოში ნორმალური ფლორა.

 დაავადების ალაგებისთვის დამახასიათებელია სიმპტომების უკუგანვითარება და ვაგინალური ფლორის აღდგენა. 

allmedic