როგორ ვუმკურნალოთ დაზიანებულ და გამომშრალ თმას
როგორ ვუმკურნალოთ დაზიანებულ და გამომშრალ თმას
allmedic
როგორ ვუმკურნალოთ დაზიანებულ და გამომშრალ თმას
როგორ ვუმკურნალოთ დაზიანებულ და გამომშრალ თმას
როგორ ვუმკურნალოთ დაზიანებულ და გამომშრალ თმას

თმა ყოველთვის განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს. გამომშრალი და დაზიანებული თმა ძალიან ცუდად გამოიყურება და საერთო ვიზუალსაც ხშირად აფუჭებს. მათი ბოლოები ხშირად იყოფა, თმა იბურდება, ძნელად ივარცხნება და რაც ყველაზე ცუდია, ხშირად ცვივა კიდეც.  რა შეიძლება მოვიმოქმედოთ გამომშრალი თმის შემთხვევაში?

უპირველეს ყოვლისა, უნდა დაადგინოთ, თქვენი თმა მართლაც გამომშრალია თუ რამე სხვა პრობლემასთან გვაქვს საქმე.

თუ თქვენი თმა ძალიან სწრაფად შრება შხაპის მიღების შემდეგ და ხშირად იმუხტება, მაშინ ის მართლაც გამომშრალია.

თმის დატენიანება, სასურველია, საშხაპეში შესვლამდე დაიწყოთ. ამისთვის სპეციალური თმის დამატენიანებელი ზეთი გამოიყენება. დაბანამდე 5 წუთით თმაში შეიზილეთ და გაიჩერეთ. თუ გამომშრალი მხოლოდ თმის ბოლოებია, მაშინ იგი დასატენიანებლად მხოლოდ ამ ადგილებში გამოიყენეთ.

მნიშვნელოვანია რომ დაბანისას წყლის ტემპერატურა სწორად შეარჩიოთ. ცხელი წყალი თმას კიდევ უფრო გამოაშრობს. თბილი წყალი თმის ღერებს აფართოვებს ხოლო  ისედაც დაზიანებული თმა იყოფა და აღარ ერთდება. დაიბანეთ თავი თბილი წყლით და ბოლოს გრილი წყალი გადაივლეთ. ასე თმა უფრო მეტ ბზინვარებას შეიძენს.

 

დაიბანეთ თმა ყოველ ორ ან სამ დღეში ერთხელ. გამოიყენეთ თმის ბალზამი, რომლესაც დატენიანების ეფექტი გააჩნია. ყოველ დღე თმის დაბანა რეკომენდირებული არაა.

 

დაბანისას კი აუცილებლად გამოიყენეთ შამპუნი მშრალი ან დაზიანებული თმისთვის. კვირაში ერთხელ კი გაიკეთეთ თმის ნიღაბი.

როგორც წესი, პრობლემური ყოველთვის თმის ბოლოებია. დააკვირდით, თმის რომელი ნაწილი შრება განსაკუთრებით სწრაფად, მაშინ, როცა დანარჩენი თმა ჯერ კიდევ სველია. ეს შესანიშნავი ინდიკატორია იმის დასადგენად თუ რომელი ნაწილია გამომშრალი. მათ მოსაცილებლად თმის შეჭრა ძალიან ეფექტური საშუალებაა.

გამომშრალი თმის დავარცხნა ძალიან ძნელია. ეცადეთ თმა ისე დაივარცხნოთ რომ კიდევ უფრო არ დააზიანოთ ღერები. მოერიდეთ თმის უთოს და ფენს. გამომშრალი თმისთვის თბილი წყლის და კვერცხის ნარევი ძალიან სასარგებლოა. შეგიძლიათ ეს ნიღაბირა რამოდენიმე წუთით გაიჩეროთ თმაზე და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანოთ.

ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად კი სწორი კვება და სრულფასოვანი ძილი ძალიან მნიშვნელოვანია.

allmedic