
მკერდის კიბო არის სერიოზული პრობლემა და უამრავი ქალი ხდება მისი მსხვერპლი. ადრეული დიაგნოსტირება სიმსივნის და მკურნალობის დაწყება საკმაოდ შეამცირებს სავალალო შედეგებს.
მამოგრაფია - არის მეთოდი სარძევე ჯირკვლის შესწავლის, რათა აღმოვაჩინოთ ძუძუს კიბო. მამოგრაფია გაძლევთ საშუალებას ნახოთ თუნდაც ყველაზე პატარა სიმსივნე და მოახდინოთ დროული დიაგნოსტირება. ეს ყველაფერი საშუალებას გვაძლევს ადრეული მკურნალობის და დადებითი შედეგების მიღების.
ძუძუს კიბოს სკრინინგი. მამოგრაფიის დადებითი და უარყოფითი მხარეები.
სამედიცინო სტანდარტებით მამოგრაფია რეკომენდირებულია 40 წლამდე ქალებისთვის - ყოველწლიურად.
ისევე, როგორც სხვა მეთოდებს მამოგრაფიასაც აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები.
მამოგრაფიის დადებითი მხარეები :
- შესაძლებლობა, რომ გამოვავლინოთ მკერდის კიბო ადრეულ ასაკში.
- სკრინინგი ზრდის იმის შესაძლებლობას, რომ გამოვლინდეს მცირე ზომის სიმსივნეც კი, რომელიც შემოიფარგლება სარძევე სადინრებით და განისაზღვრება , როგორც სადინრის კარცინომა. როცა მოხდება ამ ეტაპზე სიმსივნის აღმოფხვრა, ის აღარანაირ საფრთხეს აღარ შეუქმნის ადამიანს.
- ტომოგრაფია საშუალებას გვაძლევს დამატებითი ინფორმაციის მოძიებაში (ინვაზიური სადინრის და წილაკოვანი კარცინომის შესახებ).
- ესეთი ტიპის კვლევა მოიცავს რადიაციის გავრცელებას მხოლოდ მკერდის მიდამოში. სხვა სხეულის ნაწილზე რენდგენის სხივები ვერ აღწევს.
- რენდგენით დიაგნოსტირება არ გამოიწვევს გვერდით ეფექტებს.
მამოგრაფიის უარყოფითი მხარეები და რისკები :
- მამოგრაფიის რადიაციული ზონა არის ცვალებადი;
- ზედმეტი ზემოქმედება მამოგრაფიის ზრდის ავთვისებიანი სიმსივნეების რისკს, მიუხედავად იმისა, რომ უპირატესობა ამ დიაგნოსტირების აჭარბებს უარყოფითობას;
- 5 – 15 % - ში იძლევა ცრუ დადებით შედეგს. ამიტომ მნიშვნელოვანია ჩაიტაროთ ბიოფსია და სხვა დამატებითი გამოკვლევები, თუ შენიშნეთ მამოგრაფიაზე რაიმე ცვლილება. მამოგრაფიით 30 % - ში დადგენილი მკერდის კიბო, ბიოფსიით მხოლოდ 8 % - ში დასტურდება.
მამოგრაფიამდე აუცილებლად აცნობეთ ექიმს ორსულობის შესახებ.
რომელ ასაკში უნდა გაიკეთოს ქალმა მამოგრაფიული კველვა?
ბოლო წლებში აქტიურად მიდის იმის განხილვა, თუ რომელ ასაკში უნდა დაიწყოთ მამოგრაფიით კვლევა და რამდენად ხშირად. არსებობს განსხვავებული შეხედულებები.
ანალიტიკური სააგენტო ამტკიცებს, რომ აუცილებელია მოხდეს მოხუცებულთა სკრინინგიც, რომ დამტკიცდეს არის თუ არა სიმსივნე. ვაშინგტონის პროფესორის შეხედულებით 75 წელს ზემოთ ქალებს უნდა ჩაუტარდეთ მამოგრაფია. „მამოგრაფიის მთავარი მიზანია, რომ მოხდეს კიბოს ადრეულ სტადიაზე დიაგნოსტირება, იმ დროისთვის, როცა ადამიანის ორგანიზმს შეუძლია გაუმკლავდეს დაავადებას“ - ამბობს პროფესორი. მკერდის კიბოს დაგვიანებულ სტადიაში აღმოჩენა უმრავლეს შემთხვევაში ფატალურია.
ყველა არ ეთანხმება ამ მოსაზრებას, რადგან ფიქრობენ, რომ მამოგრაფიას ახლავს გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი.
მამოგრაფიის როლი მკერდის კიბოს კონტროლში
პროფესორი მალმგრენი მოგიწოდებთ, რომ 60 წელს ზემოთ აუცილებლად ჩაიტაროთ მამოგრაფია წელიწადში ერთხელ. ექიმი მოგიწოდებთ, რომ შეაფასოთ ქალის ინდივიდუალური რისკი მკერდის კიბოს განვითარებაში. განსაკუთრებით ასეთი პროფილაქტიკური ღონისძიებები ეხება იმ ქალებს, რომლის ოჯახში აღმოჩენილია მსგავსი შემთხვევები.