
• წელიწადის ყველაზე ცივი პერიოდი – ზამთარი წარმოადგენს გარკვეულ სტრესს კანისთვის, რაც ჩვენს გარეგნობაზეც აისახება. მრავალი ადამიანისთვის ზამთრის სიცივეს მოაქვს უფრო მეტი პრობლემა, ვიდრე ლოყებზე კანის უბრალო გავარდისფრებაა. ზოგჯერ მას თან ერთვის კანის სიმშრალე, დაჭიმულობისა და წვის შეგრძნება. ეს ნიშნები შეიძლება განვითარდეს არა მარტო სახეზე, არამედ სხეულის სხვა ნაწილებზეც.
• თუ თქვენი კანი ზამთარში ხდება პრობლემური, საჭიროა დროულად მიაქციოთ ყურადღება:
კანის სიმშრალის პირველი ნიშნების გაჩენისას თქვენ შეგიძლიათ მიაკითხოთ აფთიაქს და აფთიაქარის დახმარებით შეარჩიოთ კანის დამარბილებელი საშუალება. მაგრამ, ასევე შეიძლება მიმართოთ დერმატოლოგს, ეს შეიძლება ითქვას უფრო „მომგებიან ინვესტიციად“ ითვლება. დერმატოლოგი თქვენი კანის ტიპის მიხედვით შეგვირჩევთ კანის მოვლის საშუალებებსა და ასევე საჭიროებისამებრ დაგინიშნავთ მედიკამენტებს წელიწადის დროის გათვალისწინებით.
კანის დატენიანება აუცილებელია არა მარტო კანის ჯანსაღ მდგომარეობაში შენარჩუნებისთვის, არამედ ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ზოგადი ჯანმრთელობისთვისაც.
დერმატოლოგი დაგეხმარებათ შეიძინოთ ისეთი პროდუქცია, რომელიც ერთნაირად კარგად იმუშავებს როგორც ზამთარში, ისე ზაფხულში. უპირატესობა ენიჭება ისეთ კრემებს რომელთა ფუძე არა წყალზე, არამედ ზეთზეა დამზადებული. ასეთი სახის კრემები კანზე ქმნიან დამცავ შრეს, რაც ხელს უწყობს მის დატენიანებულ მდგომარეობაში შენარჩუნებას. მაგრამ ყველა სახის ზეთი მისაღები არაა; უნდა შეირჩეს კრემი ისეთი ზეთოვანი ფუძით, რომელიც არ წარმოქმნის საცობებებს კანის ფორებში. ასეთ ზეთებს განეკუთვნებიან მინერალური ზეთები, არახისის, ავოკადოს ზეთი და სხვა, ასევე შის ცხიმი. ასევე შეიძლება გამოყენებული იქნას ისეთი ლოსიონები, რომელნიც შეიცავენ დამატენიანებლ კომპონენტებს, როგორიცაა გლიცერინი, სორბიტოლი, ალფა ჰიდროქსის მჟავა და სხვა.
• თუ თქვენი სახის კანი არაკომფორტულად მშრალია, უნდა მოერიდოთ უხეშ პილინგებსა და ნიღბებს, ალკოჰოლის შემცველ ტონიკებს. უპირატესობა უნდა მიანიჭოთ სახის გაწმენდის დამზოგველ მეთოდებს და გამოიყენოთ სპეციალური სითხეები, რომელნიც არ შეიცავენ ალკოჰოლს მაგ.: გამწმენდი რძე, რბილი საპნები, ისეთი ნიღბები რომელნიც კანს ღრმად ატენიანებენ.
• რაც შეეხება მზის დამცავ კრემებს – მათი აუცილებლობა მხოლოდ ზაფხულის სეზონით არ შემოიფარგლება, ისინი ზამთარშიც აქტუალურნი არიან. განსაკუთრებით, ზამთრის კურორტებზე, როდესაც ირგვლივ თოვლია და მზე. მზის დამცავი კრემი უნდა წაისვათ მზისგან დაუცველ ადგილებზე – სახეზე და ხელებზე (თუ ხელთათმანებს არ ვატარებთ) გარეთ გასვლის წინ 30 წთ–ით ადრე, კრემის მზის დამცავი ფაქრტორი – SPF 30–ზე ნაკლები არ უნდა იყოს.
• ზამთარში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხელების გაკონტროლება. ხელის კანი, კერძოდ მის გარეთა ზედაპირზე, უფრო თხელია, ვიდრე სხეულის სხვა ნაწილებზე; გარდა ამისა, ხელის მტევნებზე ყველაზე მცირე რაოდენობითაა განლაგებული ცხიმოვანი ჯირკვლები. შესაბამისად, ზამთარში ცივსა და მშრალ ამინდში – ხელების დატენიანებულ მდგომარეობაში შენარჩუნებას ესაჭიროება სპეციალური ღონისძიებები. კანის სიმშრალე თავის მხრივ წარმოშობს წვისა და ქავილის შეგრძნებას. აუცილებლად უნდა ჩაიცვათ თბილი ხელთათმანები გარეთ გასვლისას; შალის ხელთათმანი საკმაოდ თბილია, მაგრამ შალმა შეიძლება გამოიწვიოს ქავილი, შესაბამისად სასურველია ხელთათმანი შიგნიდან ამოფენილი იყოს ბამბის ქსოვილით. არასოდეს არ უნდა გამოიყენოთ ნესტიანი ხელთათმანები და წინდები; ისინი იწვევენ კანის გაღიზიანებას – ქავილს, სიწითლეს, აქერცვლადობას და ზოგ შემთხვევაშიც საქმე შეიძლება მივიდეს კანის ისეთ ქრონიკულ დაავადებამდე, როგორიცა არის ეგზემა.
• ფეხების მოვლა ზამთარში შედარებით განსხვავდება ზაფხულის კანის მოვლის პროცედურებისაგან. ის რაც მომხიბვლელია ზაფხულში – რბილი და ვარდისფერი კანის მქონე ქუსლები, ზამთარში სხეულის ეს ადგილი საჭიროებს უფრო სქელ და მკვრივ კანს. შესაბამისად, უპირატესობა ენიჭება ვაზელინისა და გლიცერინის შემცველ ლოსიონებს, კრემებსა თუ მალამოებს.
• ცენტრალური გათბობის სისტემა უზრუნველყოფს ჩვენი სახლებისა და ოფისების შენარჩუნებას თბილ და მშრალ მდგომარეობაში, რაც წარმოადგენს კანის კომფორტულობის ერთ–ერთი გარანტს.
• არის შემთხვევები, როდესაც სახლის მოვლის საშუალებები საკმარისი არ არის თქვენი კანის კომფორტისთვის, ამ დროს საჭიროა საოფისე სამკურნალო პროცედურების ჩატარება, როგორიცაა მშრალი კანის მოვლის პროგრამები – სახის ქიმიური და აპარტურული წნედისა თუ მეზოთერაპიის სახით, რომელნიც საგრძნობლად აუმჯობესებენ კანის მდგომარეობას – მის ფერს და სიმკვრივეს, კანი ხანგრძლივი დროის განმავლობაში არის დატენიანებული და გამოკვებილი, რაც ერთ–ერთ– საუკეთესო საშუალებაა კანის შენარჩუნებისთვის მუდმივად ლამაზ და ახალგაზრდულ მდგომარეობაში. გასათვალისწინებელია ასევე, რომ ზამთარი საუკეთესო პერიოდია კანის პიგმენტური ლაქების სამკურნალოდ.
• ასე რომ, რაც უფრო რუტინულად და თანმიმდევრობით მოუვლით კანს, სპეციფიური პრობლემების შესაბამისად იმკურნალებთ და ჩაიტარებთ სახის მოვლისა და მკურნალობის საოფისე პროგრამებს, მით უფრო უპრობლემოდ და ხალისიანი განწყობით გაატარებთ ზამთარს.