განტვირთვის დღეების წესების დაცვა
განტვირთვის დღეების წესების დაცვა
allmedic
განტვირთვის დღეების წესების დაცვა
განტვირთვის დღეების წესების დაცვა
განტვირთვის დღეების წესების დაცვა

დიეტოლოგების აზრით, განტვირთვის დღეები ხელს უწყობენ იმუნური სისტემის განახლებასა და გააქტიურებას, ამცირებენ შაქრიანი დიაბეტის, გულსისხლძარღვთა სისტემისა და სხვა ქრონიკული დაავადებების განვითარების რისკს. ასევე კვირაში 1-2 დღიანი განტვირთვის დღეები დაგეხმარებათ სასურველი წონის მიღწევასა და მის შენარჩუნებაში.

როგორც წესი, განტვირთვის დღეს წონის სწრაფად დასაკლებად იყენებენ, რაც არ არის სწორი. განტვირთვის დღეების დაცვა მაშინ არის ეფექტური, თუ ის თქვენი ცხოვრების წესად გადაიქცევა და რეგულარული ხასიათი ექნება. ასევე, აუცილებელია, განტვირთვის დღეების წესების დაცვა:

 

  კვირაში საკმარისია მხოლოდ ერთი, ან მაქსიმუმ ორი განტვირთვის დღის მოწყობა. 

 

  განტვირთვის დღისათვის პროდუქტები თქვენი სურვილისამებრ შეარჩიეთ, თუ არ გიყვართ ხაჭო ან წიწიბურა, გამოიყენეთ მათ ნაცვლად ხორცი და ბოსტნეული.

 

  განტვირთვის დღე არ მოიწყოთ ინტენსიური ვარჯიშის დღეს.

 

  განტვირთვის დღის შემდეგ შეეცადეთ სწორად და ზომიერი პორციებით იკვებოთ.

 

განტვირთვის დღეების ორი ვარიანტი არსებობს: 1) კვირაში 1 დღე უნდა მიიღოთ მხოლოდ წყალი, ან 2) „5+2“ სქემით - კვირაში 5 დღე იკვებებით ჩვეულებრივად, ხოლო 2 დღე იღებთ მხოლოდ 500 კკალორიას მთელი დღის განმავლობაში.

 

იდეები განტვირთვის დღისთვის:

 

1. განტვირთვის დღე წყლით ყველაზე ეფექტურია, მაგრამ ყველაზე რთულიც. მთელი დღის განმავლობაში უნდა სვათ მხოლოდ წყალი სულ - 2 -3 ლიტრამდე, და არაფერი მიირთვათ. ასეთი გნტვირთვის დღე საკმარისია გააკეთოთ კვირაში ერთხელ.

 

2. განტვირთვის დღე კეფირით. დღის განმავლობაში უნდა მიიღოთ მხოლოდ კეფირი ან მაწონი, სასურველია - უცხიმო. სულ - 1  ლიტრი.

 

3. ვაშლით განტვირთვის დღე. შეიძლება არა მარტო 1,5 კილოგრამი ვაშლის, არამედ ახალგამოწურული ვაშლის წვენის მიღებაც, რა თქმა უნდა, უშაქროდ.

4. განტვირთვის დღე ხაჭოთი. მთელი დღის განმავლობაში უნდა მიირთვათ 600 გრამი უცხიმო ხაჭო ნაკლებცხიმიანი არაჟნით. ეს ულუფა ხუთ ნაწილად უნდა გაყოთ.

 

5. განტვირთვის დღე კიტრით. მთელი დღის განმავლობაში უნდა მიირთვათ 1,5 კილოგრამი უმარილო კიტრი. მრავალფეროვნებისთვის კიტრის ფრეშის მომზადებაც შეიძლება.


6. განტვირთვის დღე ახალგამოწურული წვენით. მთელი დღის განმავლობაში უნდა სვათ ნებისმიერი ხილის წვენი, გარდა ფორთოხლისა და ლიმონისა - ისინი მაღალი მჟავიანობით გამოირჩევა. სულ - 1 ლიტრი.

არ დაგავიწყდეთ განტვირთვის დღეებში მიიღოთ სულ ცოტა 2 ლიტრი წყალი!!!

allmedic