რატომ არის სიარული სასარგებლო
რატომ არის სიარული სასარგებლო
allmedic
რატომ არის სიარული სასარგებლო
რატომ არის სიარული სასარგებლო
რატომ არის სიარული სასარგებლო
 სიარული აუმჯობესებს გუნება-განწყობასა და თვითშეგრძნებას, ზრდის ორგანიზმის გამძლეობას. სიარულის დროს გამოიყოფა ენდორფინები - ენდოგენური ოპიოიდები,  რომლებიც დაგეხმარებიან სტრესის და დეპრესიის დაძლევაში.
 
 დღეში მხოლოდ 30 წუთი რომ იაროთ, თქვენ შეძლებთ დაიკლოთ წონა. თუ თქვენთვის 30 წუთი ძალიან ბევრია, დაიწყეთ 15 წუთით და თანდათან გაზარდეთ ხანგრძლივობა.
 
 კვლევებით დადასტურებულია, რომ ადამიანებს, ვინც რეგულარულად დადის ფეხით, უფრო იშვიათად აღენიშნებათ ჰიპერტენზია, მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი და არიან უფრო ენერგიულები.
 
 თუ მარტო სიარული გეზარებათ, სთხოვეთ მეგობარს თქვენთან ერთად იაროს. მეგობართან ერთად დრო უფრო სწრაფად გავა და გასეირნებაც უფრო სასიამოვნო იქნება.
allmedic