• მუცლის გარშემოწერილობის ზრდასთან ერთად თქვენს სისხლში ტესტოსტერონის რაოდენობა იკლებს. თუ თქვენი სხეულის მასის ინდექსი 4 ქულით მოიმატებს (რაც დაახლოებით 15 კგ-ით წონის მატებას გულისხმობს), ტესტოსტერონის რაოდენობა შემცირდება იმდენად, რამდენადაც შემცირდებოდა 10 წელიწადში.
• კვლევებით დადასტურდა, რომ მამაკაცებს, რომლებიც დაკავებულნი არიან ძალოსნობით, ანუ რეგულარულად წევენ სიმძიმეებს, 49%-ით მეტი ტესტოსტერონი აქვთ.
• უცხიმო დიეტა ამცირებს ტესტოსტერონის რაოდენობას, ამიტომ მიირთვით “კარგი” ცხიმები. “კარგ”, ანუ პოლიუჯერ და მონოუჯერ ცხიმებს დიდი რაოდენობით შეიცავს თევზი და თხილი.
• მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელებს. დანიაში ჩატარდა კვლევა, რომლის დროსაც მამაკაცები 3 კვირის განმავლობაში, ყოველ დღე საშუალო რაოდენობით ალკოჰოლს იღებდნენ. მათი ტესტოსტერონის დონე შემცირდა 7%-ით.
• ფსიქოლოგიური ან ფიზიკური სტრესი ამცირებს ტესტოსტერონის რაოდენობას. სტრესი იწვევს კორტიზოლის სწრაფ მატებას, რაც ამცირებს ტესტოსტერონის სინთეზს და მოხმარების სიჩქარეს.