რატომ უნდა გვყავდეს პირადი ექიმი
რატომ უნდა გვყავდეს პირადი ექიმი
allmedic
რატომ უნდა გვყავდეს პირადი ექიმი
რატომ უნდა გვყავდეს პირადი ექიმი
რატომ უნდა გვყავდეს პირადი ექიმი

ვიწრო სპეციალისტებისაგან განსხვავებით, ოჯახის ექიმები მკურნალობენ არა კონკრეტულად რომელიმე ორგანოს ან დაავადებას, არამედ ზოგადად პიროვნებას და მთლიან ორგანიზმს.

 

გარდა იმისა, რომ ოჯახის ექიმი იკვლევს თქვენს ჯანმრთელობის მდომარეობას და გინიშნავთ მკურნალობას, ის მართავს თქვენს პრევენციულ ღონისძიებებს, იქნება ეს კვლევები თუ პაციენტის განათლება ამა თუ იმ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხზე.

 

პირადი ექიმი კარგად იცნობს თქვენს ჯანმრთელობის ისტორიას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მკურნალობის ტაქტიკის შესარჩევად.

 

პირადი ექიმის მოვალეობებში შედის:

 

მწვავე და ქრონიკული დაავადებების მართვა, პაციენტის განათლება ცხოვრების ჯანსაღ წესთან დაკავშირებით, პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა და შედეგების შეფასება.

 

თუ დადგება ვიწრო სპეციალისტის ჩარევის საჭიროება, ამ პროცესსაც მართავს პირადი ექიმი. მან ყველაზე კარგად იცის თუ რა ჩარევა და როდის გჭირდებათ თქვენ. პირადი ექიმი და ვიწრო სპეციალისტი შეთანხმებულად გააგრძელებენ თქვენს ჯანმრთელობაზე ზრუნვას.

 

ეს მიდგომა დაგიცავთ თქვენ ზედმეტი, არასაჭირო გამოკვლევბისა თუ კონსულტაციებისაგან და შესაბამისად ზედმეტი ხარჯისგანაც.

 

სტატისტიკური მონაცემები ადასტურებს, რომ ისინი, ვისაც ყავს პირადი ექიმი, უფრო ჯანმრთელები არიან და ნაკლები ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა აქვთ. 

allmedic