
დღეს როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში აღინიშნება სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების (სგგი) რიცხვის ზრდა. ვირუსული ინფექციები, უსიმპტომოდ მიმდინარე ფორმებიც კი, არასასურველ ზეგავლენას ახდენენ ორსულობის მიმდინარეობაზე - მუცლადყოფნის პერიოდში ნაყოფის შესაძლო დაღუპვა, ნაადრევი მშობიარობა, ნაყოფის დაინფიცირება და განვითარების მანკები.
არსებობს ნაყოფის ვირუსით ინფიცირების რამოდენიმე გზა:
1) ვირუსი გადაეცემა საშოდან, საშვილოსნოს ყელიდან ვირუსის ნაყოფზე გადასვლა შესაძლებელია სანაყოფე წყლის დაინფიცირებითაც.
2) (ტრანსპლაცენტური) – ვირუსი გადაეცემა დედის სისხლით.
3) დაინფიცირებული სამშობიარო გზებით.
ვირუსის თავიდან ასაცილებელი ღონისძიებების ჩატარება ძნელია, რადგანაც კლინიკური სურათი ხშირად იმდენად ღარიბია, რომ რთულია, ეჭვი მივიტანოთ ამა თუ იმ ვირუსის არსებობაზე. ამიტომ არის რეკომენდირებული, რომ ყველა ქალბატონმა, ასაკის მიუხედავად, ჩაიტაროს პროფილაქტიკური გასინჯვა წელიწადში ერთხელ, რათა თავიდან იქნას აცილებული არა მარტო ინფექციები, არამედ მათთან ასოცირებული სხვა გართულებებიც.
საჭიროა რეპროდუქციული ასაკის პირმა ნაყოფის ჩასახვამდე, ჩაიტარონ ადრეული გამოკვლევა ბაქტერიებისა და ვირუსების მატარებლობაზე დროული და ეფექტური მკურნალობისათვის, ამისათვის მსოფლიოში ,,ოქროს სტანდარტად“ აღიარებულია დნმ-მეთოდი – პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის მეთოდი (პჯრ, PCR ), რომლის მგრძნობელობა 90% - 100%-ია ხოლო სპეციფიურობა - 100%.
დღეისათვის პჯრ დიაგნოსტირების ყველაზე სრულყოფილ მეთოდს წარმოადგენს. ესაა გენური ინჟინერიის საფუძველზე შექმნილი უახლესი, მაღალ ტექნოლოგიური მეთოდი, რომელიც დაავადების გამომწვევის, ნუკლეინის მჟავის დნმ-ის ან რნმ-ის (ანტიგენის) აღმოჩენაზეა დამყარებული.
პჯრ არის ამპლიფიკაციის მეთოდი, რომლის მეშვეობითაც რამოდენიმე საათის განმავლობაში ხდება გამომწვევის გენომის გამოყოფა და მისი გარკვეული ფრაგმენტის გამრავლება ისეთი რაოდენობით, რომელიც პირვანდელს რამოდენიმე მილიონით აღემატება.
ამ მეთოდს გააჩნია სერიოზული უპირატესობები: მეთოდი პირდაპირია და უშუალოდ ავლენს გამომწვევს, განსაკუთრებით ისეთ პათოგენურ ბაქტერიებსა და ვირუსებს, რომელთა დიაგნოსტირება სხვა მეთოდებით ვერ ხერხდება, განსაკუთრებით სერონეგატიური ფორმების არსებობისას. საშუალებას იძლევა აღმოვაჩინოთ ინფექციის გამომწვევი ბაქტერიები ან ვირუსები ინფიცირების ადრეულ სტადიებში, როდესაც მკურნალობა განსაკუთრებით ეფექტურია.
გამოსაკვლევად გამოიყენება თუნდაც მცირე რაოდენობის, ნებისმიერი ბიოლოგიური მასალა: პირ-ხახის ნაცხი, ნახველი, შარდი, განავალი, სისხლი, პლევრალური და თავ-ზურგ ტვინის სითხე, ნაცხი საშოდან, შარდსაწვეთიდან ცრემლი, დედის რძე, ბრონქიალური ლავაჟი.
ამ მეთოდით უროგენიტალური ინფექციების დიაგნოსტიკა ტარდება ლაბორატორიაში „დნმ-დიაგნოსტიკა“