როგორ მოვიქცეთ დაუცველი სქესობრივი კონტაქტის შემდეგ
როგორ მოვიქცეთ დაუცველი სქესობრივი კონტაქტის შემდეგ
allmedic
როგორ მოვიქცეთ დაუცველი სქესობრივი კონტაქტის შემდეგ
როგორ მოვიქცეთ დაუცველი სქესობრივი კონტაქტის შემდეგ
როგორ მოვიქცეთ დაუცველი სქესობრივი კონტაქტის შემდეგ

სქესობრივი გზით  გადამდები ინფექციები

 

სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების თავიდან აცილება შეუძლებელია კონტაქტის შემდეგ, მაგრამ ინფექციის გადადების შემთხვევაში რეკომენდებულია დროული მკურნალობა. 

 

დაუცველი სქესობრივი კონტაქტის შემდეგ 2-4 კვირაში რეკომენდებულია შემდეგი ინფექციების სასკრინინგო ტესტების ჩატარება: გონორეა, ქლამიდია, ათაშანგი (სიფილისი), აივ ინფექცია (შიდსი), B და C ჰეპატიტები. თუ შიდსი და ჰეპატიტები უარყოფითი იქნება, კვლევა უნდა განმეორდეს 6 თვეში. 

 

თუ თქვენ გქონდათ სქესობრივი კონტაქტი პიროვნებასთან, ვისაც, მაღალი ალბათობით, შესაძლებელია ჰქონდეს შიდსი, თქვენ გჭირდებათ ანტირეტროვირუსული პრეპარატის პროფილაქტიკური დოზით მიღება. ამისთვის მიმართეთ სპეციალისტს შიდსის ცენტრში.

 

არასასურველი ორსულობის თავიდან აცილება

 

ერთჯერადი დაუცველი სქესობრივი კონტაქტის შემდეგ (მენსტრუალური ციკლის შუა პერიოდში) დაორსულების შანსი არის დაახლოებით 20-30%. იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ არასასურველი ორსულობა, ქალმა დაუცველი სქესობრივი კონტაქტიდან  72 საათის განმავლობაში უნდა მიიღოს მედიკამენტი - ლევონორგესტრელი 1.5 მგ, 1 აბი ერთჯერადად. ეს პრეპარატი ამცირებს დაორსულების შანსს 89%-ით.  მედიკამენტის გვერდითი ეფექტებია: გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, სისუსტე, თავის ტკივილი, მენსტრუალური ციკლის დარღვევა. 

 

მიუხედავად იმისა, რომ ლევონორგესტრელის მიღებიდან რამდენიმე დღეში, თქვენ სავარაუდოდ დაგეწყებათ მენსტრუაცია, ჩვენ გირჩევთ 3-4 კვირაში ჩაიტაროთ ორსულობის ტესტი, რადგან დაორსულების შანსი მაინც არის დაახლოებით 2-3%.

 

რა არ უნდა გააკეთოთ

 

არავითარ შემთხვევაში არ არის რეკომენდებული საშვილოსნოს გამორეცხვა, რადგან ამ დროს იზრდება ინფექციის გავრცელების და მენჯის ანთებითი დაავადების განვითარების რისკი. საშვილოსნოს გამორეცხვა, მედიკამენტებით თუ ფიზიოლოგიური ხსნარით, ზოგადად არცერთ შემთხვევაში არ არის რეკომენდებული, რადგან ის არღვევს საშვილოსნოს ბუნებრივ ფლორას და ხელს უწყობს ინფექციების განვითარებას. 

 

იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ სერიოზული პრობლემები, ჩვენ გირჩევთ თავი შეიკავოთ დაუცველი სქესობრივი კონტაქტისაგან და გამოიყენოთ კონდომი, ან სხვა ბარიერული თავის დაცვის მეთოდი. 

 

allmedic