ბოთლიდან კვება (ხელოვნური კვება)
ბოთლიდან კვება (ხელოვნური კვება)
allmedic
ბოთლიდან კვება (ხელოვნური კვება)
ბოთლიდან კვება (ხელოვნური კვება)
ბოთლიდან კვება (ხელოვნური კვება)

როცა თქვენ იძულებული ხართ ბავშვი ხელოვნურად კვებოთ (მას აქვს ნივთიერებათა ცვლის თანდაყოლილი რღვევა, დროებით ძუძუდან მოცილებულია დედის მძიმე სენის გამო, უდედოდ დარჩენილი ბავშვი), 

დაიცავით ბოთლიდან კვების შემდეგი წესები: 

 

•  საკვებად გამოიყენეთ ე.წ. ადაპტირებული ხელოვნური ნარევები;

 

•  საკვები მოამზადეთ სუფთა ჭურჭელში და მოათავსეთ სტერილურ ბოთლში;

 

  ყველა კვებისთვის გამოიყენება ახლად მომზადებული საკვები;

 

•  ბავშვისთვის მისაცემი საკვები უნდა იყოს სხეულის ტემპერატურის თანაბარი (37 ˚c);

 

•  დაჯექით მოხერხებულად, მკლავზე დაიწვინეთ ბავშვი; 

 

•  ბოთლი დაიჭირეთ დახრილ მდგომარეობაში ისე, რომ საკვები ავსებდეს ბოთლის ყელს და საწოვარას, რითაც თავიდან აიცილებთ ჰაერის ჩაყლაპვას;

 

•  საწოვარას გადაგრეხის აცილების მიზნით დროდადრო გამოიღეთ საწოვარა ბავშვის პირიდან, ამით თქვენ გაუადვილებთ ბავშვს წოვის პროცესს და მისცემთ დასვენების საშუალებას;

 

  მიეხმარეთ ამოქარვებაში;

 

•  არ დატოვოთ ბავშვი ბოთლით მარტო (ნუ დაუდებთ მკერდზე და ნუ მისცემთ ხელში);

 

  საწოვარას ნახვრეტი უნდა იყოს ისეთი ზომის, რომ რძე თავისუფლად გადმოდიოდეს, მაგრამ არც იმდენად ფართო, რომ რძე დიდი ნაკადით გადმოიღვაროს;

 

•  კვების ხანგრძლივობა უნდა იყოს 15-30 წთ.

 

 

ჭიქით კვება

 

როდესაც სანიტარული პირობები არადამაკმაყოფილებელია ან ძუძუთი კვება დროებით არის შეწყვეტილი (დღენაკლი, მცირე მასის ახლაშობილები, ასევე სასის ნაპრალის მქონე ბავშვები და სხვა), ხელოვნური ნარევის ან გამოწველილი დედის რძის მისაცემად რეკომენდებულია ჭიქის გამოყენება. ჭიქის საშუალებით რძის მიცემა, საწოვარასგან განსხვავებით, არ იწვევს შეჩვევას, ამიტომ ძუძუთი კვებაზე დაბრუნება უდრო ადვილად ხდება. ჭიქით კვება ნაკლებ ენერგიას საჭიროებს, ბავშვი იღებს იმ რაოდენობის რძეს, რომლის გადაყლაპვაც შეუძლია, ჭიქით კვება ასტიმულირებს ყბისა და ენის სათანადო მოძრაობების ჩამოყალიბებას, ნერწყვისა და ფერმენტების გამომუშავებას, რაც მონელებას აუმჯობესებს, გარდა ამისა, ჭიქა ჰიგიენური თვალსაზრისით უფრო უსაფრთხოა, ვინაიდან უფრო ადვილად გასარეცხია. ჭიქით კვების ტექინკა:

 

•  აავსეთ ჭიქა ხელოვნური ნარევით ან დედის რძით ნახევრამდე;

 

•  მოითავსეთ ბავშვი კალთაში წამომჯდარ მდგომარეობაში;

 

  ნაზად მიაბჯინეთ ჭიქის კიდე ქვედა ტუჩს ისე, რომ ენა ჭიქის შიგნით მოექცეს (დროულ ბავშვებთან ზოგჯერ ჭიქით კვება უკეთ ხორციელდება, როდესაც ენა ჭიქის ქვევით არის მოქცეული);

 

•  დახარეთ ჭიქა ისე, რომ მასში არსებული რძე შეეხოს ბავშვის ტუჩებს. არ ჩაასხათ რძე ბავშვს პირში! ადროვეთ თვითონვე აიღოს რძის სათანადო რაოდენობა და გადაყლაპოს; 

 

•  კვების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 30 წთ-ს. 

allmedic