ახდენს თუ არა გავლენას ქალის კვება მომავალი ბავშვის სქესზე
ახდენს თუ არა გავლენას ქალის კვება მომავალი ბავშვის სქესზე
allmedic
ახდენს თუ არა გავლენას ქალის კვება მომავალი ბავშვის სქესზე
ახდენს თუ არა გავლენას ქალის კვება მომავალი ბავშვის სქესზე
ახდენს თუ არა გავლენას ქალის კვება მომავალი ბავშვის სქესზე

დღესდღეობით, ხალხში ძალიან ბევრი მითი არის გავრცელებული, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ გვყავდეს გოგო ან ბიჭი.

 

მითი N1:  ბავშვის სქესზე დიდ გავლენას ახდენს ჩასახვამდე დედის რაციონი : რაც უფრო მეტ კალორიას იღებდა ქალი ჩასახვამდე, მით მეტია ბიჭის გაჩენის ალბათობა და პირიქით, შეზღუდული რაციონის მქონე ქალებს ყველაზე უფრო უჩნდებათ გოგონები.

 

მითი N2: ჩასახვამდე კალიუმითა და ნატრიუმით მდიდარი პროდუქტების მირთმევა ვაჟის დაბადების ალბათობას ზრდის.

 

მითი N3: ბავშვის სქესის გამოთვლა კალენდრის მიხედვით. ანუ თუ სქესობრივი ურთიერთობა გექნებათ გარკვეულ თვეს, კვირის დღეს ან დღის რომელიმე მონაკვეთში, ეს იმოქმედებს ბავშვის სქესზე.

 

აღარ გავაგრძელებთ მსგავსი მითების ჩამოთვლას, რადგან მათი რაოდენობა ძალიან დიდია.

 

ნებისმიერი ქალის კვერცხუჯრედი შეიცავს მხოლოდ ერთ - X ქრომოსომას (სხვა სასქესო ქრომოსომა ქალის ორგანიზმში უბრალოდ არ არსებობს). ხოლო მამაკაცის სპერმატოზოიდი არის ორი ტიპის - X ქრომოსომით და Y ქრომოსომით. თუ კვერცხუჯრედს გაანაყოფიერებს მამაკაცის X ქრომოსომა - დაიბადება გოგონა, ხოლო თუY ქრომოსომა - გაჩნდება ვაჟი.

 

ასე რომ, მომავალი ბავშვის სქესი დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ მამაკაცზე და მისი იმედგაცრუება, უკმაყოფილება და პრეტენზიები მეუღლის მიმართ ბავშვის სქესთან დაკავშირებით, ყოვლად მცდარი და უსაფუძვლოა.

 

ამავე მიზეზით, ასევე დაუსაბუთებელია ბავშვის სქესის დაგეგმვის ყველა ის მეთოდი, რომელიც დაკავშირებულია მომავალ დედასთან. ქალს ნებიმიერ ასაკში და ნებისმიერ დიეტაზე ყოფნით შეუძლია მისცეს შვილს მხოლოდ X ქრომოსომა.

 

გვინდა გაცნობოთ, რომ არც ერთი მსგავსი ღონისძიების ეფექტურობა არ არის დადასტურებული და გირჩევთ მათ ყურადღება არ მიაქციოთ. იკვებეთ ჯანსაღად და რეგულარულად ივარჯიშეთ. რა ხერხსაც არ უნდა მიმართოთ, გოგოს ან ბიჭის გაჩენის შანსი მაინც 50/50% დარჩება. 

allmedic