
მითი N1
ყოველდღიურად ერთი ცალი ვაშლის შეჭმა დაავადებების პრევენციაა.
ვაშლს უამრავი სარგებლობის მოტანა შეუძლია ადამიანისთვის. ჯერ კიდევ 1989 წელს იაპონიაში კვლევებმა დაადგინეს რომ ადამიანები, რომლებიც დღეში სამ ან მეტ ვაშლს ჭამდნენ, ასაკის მატებასთან ერთად ნაკლებად განიცდიდნენ წნევის მატებასთან დაკავშირებულ პრობლემებს.
ვაშლი შეიცავს მინერალებს, რომლებიც ორგანიზმს კალცის ათვისებაში ეხმარებიან და მართლაც ახდენს ოსტეოპოროზის პრევენციას. არეგულირებს ქოლესტერინის დონეს. თუმცა, მხოლოდ ვაშლის იმედზე ნუ იქნებით. ყველა დაავადებისგან ის ნამდვილად ვერ დაგიცავთ.
მითი N2
სველი თმით თუ გარეთ გახვალ, გაცივდები.
ასეთ მდგომარეობაში გარეთ გასვლით თქვენ უბრალოდ სიცივის შეგრძნება გექნებათ. ეს თქვენს იმუნურ სისტემაზე არ მოქმედებს. თუ ისედაც დასუსტებული გაქვთ, იმუნიტეტი, ცხადია გაცივდებით, მაგრამ ეს სველი თმის ბრალი ნამდვილად არ იქნება.
მითი N3
თუ საღეჭი რეზინი გადაგეყლაპათ, ის კუჭში რამდენიმე წლის განმავლობაში გაჩერდება.
ის მართლაც ძნელად მონელებადია, თუმცა რამდენიმე დღეში ის ნაწლავის ტრაქტში გადავა და ამის გამო მუცლის ტკივილიც კი არ შეგაწუხებთ.
მითი N4
თბილი რძე დაძინებაში დაგეხმარებათ.
რძე მცირე რაოდენობით ტრიპტოფანს შეიცავს რაც ადამიანს დაძინებაში მართლაც ეხმარება, მაგრამ ეს ეფექტი რომ გამოიწვიოთ, მაშინ რამდენიმე ლიტრის დალევა მოგიწევთ.
მითი N5
თუ თვალის გუგებს გადააჯვარედინებ, შეიძლება მასე დაგრჩეს.
ამის გაკეთებაში საშიში არაფერია. არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ თქვენ დაელამდებით, მაგრამ თუ შეამჩნიეთ რომ თქვენი პატარა ამას საკმაოდ ხშირად აკეთებს, შესაძლოა მხედველობის სხვა პრობლემები გაუჩნდეს.
მითი N6
როცა კუჭი ცარიელია ადამიანი შიმშილს განიცდის
სინამდვილეში მაშინ გვშია, როცა სისხლი საკვები ნივთიერებები არასაკმარისადაა. როგორც წესი, მამაკაცებისთვის ხილი და ბოსტნეული ნაკლებ საკვებ ნივთიერებებს შეიცავს და მათ ისინი არასდროს ანაყრებენ.