შეცვალეთ თქვენი ჩვევები და იყავით ჯანმრთელი
შეცვალეთ თქვენი ჩვევები და იყავით ჯანმრთელი
allmedic
შეცვალეთ თქვენი ჩვევები და იყავით ჯანმრთელი
შეცვალეთ თქვენი ჩვევები და იყავით ჯანმრთელი
შეცვალეთ თქვენი ჩვევები და იყავით ჯანმრთელი

დღეს ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა არც ისე ადვილია. პატარ-პატარა მავნე ჩვევები კი ჩვენს ჯანმრთელობას თანდათან ანადგურებს და საბოლოოდ, სერიოზულ დაავადებამდეც კი შეიძლება მიგვიყვანოს. ხოლო თუ ჩვენს ჩვევებს ოდნავ შევცვლით,  გაძლიერდება იმუნიტეტი და ჯანმრთელობის მდგომარეობაც გაუმჯობესდება.

თუ სამსახურში მთელი დღის განმავლობაში გიწევთ ჯდომა, ეს თქვენს ჯანმრთელობაზეც და ფორმებზეც იმოქმედებს. არ გაქვთ დრო სპორტდარბაზში სასიარულოდ? გაიარეთ სახლამდე რამდენიმე გაჩერება ფეხით, მეგობრებთან ერთად ბარში დაჯდომის ნაცვლად ბოულინგის სათამაშოდ წადით, დაივიწყეთ ლიფტის არსებობა. ეცადეთ უფრო აქტიურად იცხოვროთ.

,,მხოლოდ ერთი რამის შეცვლა რომ შეიძლებოდეს ადამიანების ჩვევებიდან, მე საჭმლის პორციას შევამცირებდი,, - ამბობს ლონდონის კოლეჯის კიბოს კვლევების ჯგუფის დირექტორი ჯეინ ვორდლი. სასურველია თუ თქვენი ულუფის ნახევარს ხილი ან ბოსტნეული შეადგენდეს. კვების რაციონში, აგრეთვე, აუცილებლად უნდა შედიოდეს ქათმის ხორცი და თევზი.

 

შეიყვარეთ ფორთოხალი  - ფორთოხლის წვენი ძალიან სასარგებლოა. ის დაბლა სწევს ქოლესტერინის დონეს. კარგია გულის მოქმედებისთვის. ფორთოხლისფერი პროდუქტები სავსეა ვიტამინებით, კალიუმით, ფოლიუმის მჟავით. ეს ნივთიერებები კიბოს წარმოქმნასა და განვითარებას ხელს უშლიან.

 

დაასვენეთ თქვენი შუბლი. შუბლზე მარტივად აისახება თქვენი ხასიათი და განწყობა. ხანგრძლივი სტრესი და ძალიან დიდ გავლენას ახდენს თქვენს ჯანსმრთელობაზე. სცადეთ დასვენების 10 წუთიანი ტექნიკა, რომელსაც კალიფორნიის ფსიქიატრიული უნივერსიტეტის პროფესორები გვთავაზობენ:

-მოეწყვეთ სავარძელზე კომფორტულად,  ისუნთქეთ ნელა და ღრმად. დახუჭეთ თვალები და და საკუთარ სუნთქვაზე მოახდინეთ კონცენტრირება. მოადუნეთ შუბლის და თვალის გარშემო კუნთები. თანდათან მოადუნეთ სახის სხვა კუნთებიც. კონცენტრაცია მოახდინეთ მხრებზე, ზურგზე. გახსოვდეთ რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ნელა და ღრმად უნდა სუნთქავდეთ. გაიმეორეთ ეს ვარჯიში დღეში ორჯერ 5-5 წუთის განმავლობაში.

 

შეიცვალეთ ბალიში. ადამიანების უმრავლესობა ძალიან იშვიათად იცვლის ბალიშს. არა და, დროთა განმავლობაში ის ცვდება და არც ისე კომფორტულია. ახალი ბალიში უკეთ გამოძინებაში დაგეხმარებათ. სასურველია ბალიში ყოველთ 18 თვეში ერთხელ გამოცვალოთ.

 

თავიდან მოიშორეთ დევიზი: ,,ყველაფერი ან არაფერი.’’

ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორ ფიქრობენ ადამიანები. ნუ შეცვლით თქვენს გეგმებს მცირეოდენი ცვლილებების გამო. მაგალითად, თუ დაგეძინათ და დილით ნახევარ-საათიან ვარჯიშს ვერ ასწრებთ, ნუ იფიქრებთ: ,,10 წუთიან ვარჯიშს რაღა აზრი  აქვს. დღეს დავისვენებ,’’ ან ,,შემწვარი ქათამი შევჭამე! ჩემი დიეტა მაინც დარღვეულია. ბარემ ამ ტორტის ნაჭერსაც შევჭამ.’’ საერთოდ ვარჯიშის გარეშე დღის გატარებას ის 10 წუთიანი მოთელვა ჯობია.

ეცადეთ, პოზიტიურად იფიქროთ და თქვენი ცხოვრებაც უკეთესობისკენ შეიცვლება. 

allmedic