როგორ მოვიშოროთ მუქი კანი იღლიის არედან
როგორ მოვიშოროთ მუქი კანი იღლიის არედან
allmedic
როგორ მოვიშოროთ მუქი კანი იღლიის არედან
როგორ მოვიშოროთ მუქი კანი იღლიის არედან
როგორ მოვიშოროთ მუქი კანი იღლიის არედან

იღლიის არეში მომატებული პიგმენტაცია საკმაოდ დიდ დისკომფორტს უქმნის ქალებს. კანის გამუქების მიზეზი შეიძლება იყოს:

  •  დეზოდორანტის ან ანტიპერსპირანტის გამოყენება;
  • მჭიდრო, მოუხერხებელი ტანსაცმელი;
  • სხვა კოსმეტიკური საშუალებები;
  • ხელოვნური ქსოვილის ტანსაცმელი;
  • თმების ხშირი, არასწორი მოცილება;
  • არასაკმარისი ჰიგიენა.

მუქი კანის მოშორების რამდენიმე მეთოდი არსებობს. ზოგიერთი ხილი და ბოსტნეული ანტიბაქტერიული და ანტისეპტიკური თვისებებით გამოირჩევა და კანს ბუნებრივად აღიავებს. ასეთ პროდუქტებს განეკუთვნება კარტოფილი, კიტრი და ლიმონი.

კარტოფილი - გაჭერით კარტოფილი და წაისვით გამუქებულ ადგილას. ამ მიდამოში შეგიძლიათ დაიდოთ კარტოფილის წვენიც და დაელოდოთ სანამ გაშრება. 10 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ.

კიტრი - კიტრის გამოყენებაც ზუსტად ისე შეიძლება, როგორც კარტოფილის. გაჭერით და გამუქებულ კანზე წაისვით ან დაიდეთ. შეგიძლიათ დაუმატოთ რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი. ჩამოიბანეთ ნახევარი საათის შემდეგ.

ლიმონი - ლიმონი გაჭერით და სქელი ნაჭერი დაიდეთ იღლიაში. ამ ხილის კანი მკვარ უჯრედებს აცილებს კანს და მას უფრო ღია შეფერილობას აძლევს. შეგიძლიათ მას ცოტა იოგურტი ან თაფლიც დაუმატოთ. ამ პროცედურისთვის 10 წუთი სრულიად საკმარისია.

კანის გამუქების თავიდან ასაცილებლად საუკეთესო მეთოდი  მისი დატენიანება. სასურველია ეს დღეში ორჯერ გააკეთოთ. სასურველია, კანის დასატენიანებლად ბუნებრივი საშუალებები გამოიყენოთ, როგორიცაა: ალოე, ლეციტინი და სხვა.

პარსვისას იღლიაში ბეწვი უფრო უხეში და მუქი ამოდის. ამან კი შეიძლება კანის ფერზეც მოახდინოს გავლენა. სასურველია თუ თმას ცვილის საშუალებით მოიშორებთ. ფოლეკულებიდან თმის ძირებიც ამოვა და კანი უფრო ნათელი და ნაზი გახდება.

თუ კანი მეტისმეტად მუქია, შესაძლოა, კანის ჰიპერპიგმენტაცია გქონდეთ. ამ შემთხვევაში სასურველია კონსულტაცია ექიმთან გაიაროთ. 

allmedic