როგორ მოვიცილოთ ზედმეტი ცხიმი იღლიის არედან?
როგორ მოვიცილოთ ზედმეტი ცხიმი იღლიის არედან?
allmedic
როგორ მოვიცილოთ ზედმეტი ცხიმი იღლიის არედან?
როგორ მოვიცილოთ ზედმეტი ცხიმი იღლიის არედან?
როგორ მოვიცილოთ ზედმეტი ცხიმი იღლიის არედან?

ქალები მეტ ყურადღებას უთმობენ სხეულის იმ ნაწილებს, სადაც ცხიმები ხშირად გროვდება. ასეთი ადგილებია: მუცელი, თეძოები, საჯდომი...  ასეთი ადგილებიდან ცხიმის მოშორებაც უფრო ადვილია, ვიდრე სხეულის სხვა ნაწილებიდან. ზოგიერთი ადგილის ფორმაში მოყვანა გაცილებით მეტ შრომას მოითხოვს. ზოგიერთ ფიტნესკლუბშიც კი ავიწყდებათ ეს ადგილები, არა და, თუნდაც იღლიის მიდამოში დაგროვილი ცხიმის მასა ძალიან არაესთეტიურია და ზოგიერთი ტიპის ტანისამოსის მორგებისას დისკომფორტს ქმნის.

ქვემოთ მოცემული ვარჯიშები ამ ადგილიდან ცხიმების მოშორებაში დაგეხმარებათ.

 

1.      დაწექით იატაკზე ზურგით. მუხლები მოხარეთ 900-ით. ასწიეთ მკლავები ჭერისკენ. ხელისგულები ერთმანეთისკენ უნდა იყოს მიმართული. იდაყვები ოდნავ მოშვებული უნდა გქონდეთ.

ეცადეთ, სხეული არ გაანძრიოთ. დაუშვით მკლავები  იატაკისკენ, ოღონდ ბოლომდე ნუ მოუშვებთ ხელებს. შეაჩერეთ ისინი იატაკიდან რამდენიმე სანტიმეტრზე.

სასურველია, რომ ეს ვარჯიში 1 კგ-იანი ჰანტელებით შეასრულოთ.

 

 

 

2.      დადექით ე.წ. ,,პლანკის’’ პოზიციაში. თქვენი სხეული, მხრები, ფეხები ერთ სწორ ხაზზე უნდა იყოს.

ხელები გადააჯვარედინეთ, ისე რომ მარჯვენა ხელი მარცხენა ფეხის პარალელურად დააბჯინოთ და პირიქით. მეორე მოძრაობისას დააშორეთ ტერფები ერთმანეთს. შემდეგ ისევ დაუბრუნდით საწყის პოზიციას. ამ ვარჯიშის გაკეთებისას აუცილებლად მოგიწევთ მუცლის პრესის და ზურგის კუნთების დაჭიმვაც.

 

 

 

3.      ვარჯიში შეასრულეთ სიმძიმეების დახმარებით. მოუშვით  მუხლები. ხელისგულები მიმართეთ გარეთ. ოდნავ წინ გადაიხარეთ. დაჭიმეთ ზურგის კუნთები. ხელები გაშალეთ მხრების სიგანეზე. დაუბრუნდით საწყის პოზიციას. 

 

ვარჯიშები გაიმეორეთ რამდენჯერმე. დროთა განმავლობაში გაზარდეთ ვარჯიშის ხანგრძლივობა. რამდენიმე კვირაში შედეგს აუცილებლად დაინახავთ.

 

allmedic