
ზამთართან ერთად სურდოს და გაციების სეზონი მოდის. თუ გსურთ რომ ავადმყოფობა თავიდან აიცილოთ, მაშინ მის პრევენციაზე ახლავე უნდა იფიქროთ.
არსებობს რამდენიმე გზა, რომელიც თქვენს იმუნიტეტს აამაღლებს და თქვენს ორგანიზმს ზამთრის ადვილად გადატანაში დაეხმარება.
1. დალიეთ ოპტიმალური რაოდენობის წყალი. ზამთრის სეზონისას წყლის ბალანსის დაცვა ორგანიზმში ძალიან მნიშვნელოვანია.
2. შეამცირეთ სტრესი მინიმუმამდე. კვლევებმა დაადგინა რომ არსებობს კავშირი სტრესსა და გაციებას შორის. ეცადეთ სტრესის ალბათობა მინიმუმამდე დაიყვანოთ სამსახურში. დაგეგმეთ მინიმუმ ერთი საღამო კვირაში, რომელსაც მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად გაატარებთ.
3. შეეცადეთ, იკვებოთ ჯანსაღად. ხილით და ბოსტნეულით მდიდარი საკვები თქვენს იმუნიტეტს ნამდვილად გააძლიერებს. ასე თქვენი სხეული გაიწმინდება და გაჯანსაღდება.
4. დანამატები. მიუხედავად იმისა იღებთ თუ არა საკმარის ხილსა და ბოსტნეულს, თქვენს ორგანიზმს საკვები დანამატების მიღება მაინც ესაჭიროება. თქვენ თავად უნდა განსაზღვროთ, რომელი მათგანია თქვენთვის შესაფერისი.
5. ივარჯიშეთ რეგულარულად. რეგულარული ვარჯიში ძალიან მნიშვნელოვანია. თუნდაც, დღში მხოლოდ 15 წუთს ვარჯიშობდეთ. გაისეირნეთ გარეთ, ისიამოვნეთ ზამთრის გრილი ჰაერით.
6. იძინეთ საკმარისად. ერთ ადამიანს საშუალოდ 6-8 საათი სჭირდება იმისთვის რომ კარგად გამოიძინოს. უძილო ორგანიზმი გადაღლილი და გამოფიტულია. ის ძნელად უმკლავდება დაავადებებს. ფაქტობრივად, ძილი თქვენი ორგანიზმის საწვავია. ის არ უნდა დაგაკლდეთ რომ მთელი დღის განმავლობაში მხნედ იყოთ.
7. დაიბანეთ ხელები რეგულარულად. მნიშვნელოვანია რომ ბაქტერიებისა და ვირუსებისგან ხელები რაც შეიძლება ხშირად გაათავისუფლოთ. ასე ვირუსები ნაკლებად მოხვდება თქვენს პირთან ან თვალთან.
8. არ მოწიოთ. ალბათ ყველასთვის ცნობილია, რომ მოწევა იმუნურ სისტემას ასუსტებს. ცხადია, სეზონურად სიგარეტს თავს არ დაანებებთ. თუმცა, ზოგადად, მოწევის შეწყვეტით, თქვენ არა მხოლოდ უფრო ადვილად გაუმკლავდებით დაავადებებს ზამთარში, არამედ, ყველა სისტემისთვის ფუნქციონირებას გააუმჯობესებთ და სიცოცხლეს გაიხანგრძლივებთ.
9. შეამცირეთ შაქრის მიღება. მინიმუმამდე დაიყვანეთ არა უშუალოდ შაქრის მიღება, არამედ, მოერიდეთ ნამცხვრებს, ზოგადად, ტკბილეულს, პურს, მაკარონს, ბრინჯს, იოგურტი, ხილის წვენი. ისინი სხვადასხვა სახის შაქარს შეიცავენ, ხოლო ორგანიზმი მაინც გარდაქმნის იმ ნივთიერებად, რომელიც ორგანიზმის იმუნურ სისტემას ამცირებს.
10. თუ მიუხედავად თქვენი ძალისხმევისა, გრძნობთ, რომ გაციება მაინც გერევათ:
ამ რჩევების გათვალისწინებით თქვენს იმუნურ სისტემას გაიძლიერებთ და თქვენი ორგანიზმი ზამთარს მომზადებული შეხვდება.