რატომ უნდა გავზომოთ სხეულის ტემპერატურა რეგულარულად?
რატომ უნდა გავზომოთ სხეულის ტემპერატურა რეგულარულად?
allmedic
რატომ უნდა გავზომოთ სხეულის ტემპერატურა რეგულარულად?
რატომ უნდა გავზომოთ სხეულის ტემპერატურა რეგულარულად?
რატომ უნდა გავზომოთ სხეულის ტემპერატურა რეგულარულად?

რატომ მიმართავენ ქალები ისეთ მეთოდებს, როგორიცაა ყოველდღიურად ტემპერატურის გაზომვა სწორი ნაწლავიდან? და ამ ყველაფერს რატომ იწერენ სქემების სახით?

რას განსაზღვრავს სხეულის ბაზალური ტემპერატურის ცვლილება? მოდით შევთანხმდეთ.

ეს ხდება იმიტომ, რომ :

-         დადგინდეს ოვულაცია და დაიგეგმოს შესაფერისი დღე;

-         ვიცოდეთ „უსაფრთხო დღეები“ დაუცველი სექსისთვის;

-         მოვახდინოთ ორსულობის ადრეული დიაგნოსტირება;

-         მოვახდინოთ სხვადასხვა რეპროდუქციული ფუნქციების დარღვევის დიაგნოსტირება.

როგორ გავზომოთ ბაზალური ტემპერატურა?

ბაზალური ტემპერატურა უნდა გაიზომოს ერთსა და იმავე დროს, უმეტესად დილით, ადგომამდე. ეცადეთ დროის ინტერვალი არ იყოს ნახევარ საათზე მეტი.

-         თერმომეტრი სწორ ნაწლავში უნდა გააჩეროთ 5 – 8 წუთით;

-         არ არის რეკომენდირებული ელექტრონული თერმომეტრის გამოყენება;

-         გაიზომეთ ბაზალური ტემპერატურა 3-4 თვეში ერთხელ, ხოლო თუ გსურთ ორსულობის დადგენა უფრო ხშირად.

-         ჩაიწერეთ მონაცემები სქემის მიხედვით.

რა ახდენს გავლენას ბაზალური ტემპერატურის ცვლილებაზე?

დღის მონაკვეთი. სხეულის ტემპერატურა შეიძლება განსხვავებული იყოს დილით, შუადღეს და საღამოს.  განსხვავება შეიძლება იყოს სხვადასხვა რამის გამსაზღვრელი.

ოვულაცია. ჰორმონული ცვლილებები თვეების მიხედვით ახდენს გავლენას სხეულის ტემპერატურაზე და იწვევს მის ცვლილებას. ციკლის პირველ ფაზაში ის მერყეობს 36.4 დან 37.0 მდე, ამის შემდეგ შეიძლება მიაღწიოს 37.2 დან 37.3 მდე.

ორსულობა. სხეულის ტემპერატურის მაჩვენებელი შეიძლება შეიცვალოს ორსულობის სხადასხვა პერიოდში სხვადასხვნაირად. ასე, რომ ის გვიჩვენებს ქალის და ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას.

სხეულის ტემპერატურა ორსულ ქალებში, როგორც წესი მერყეობს 37.1 დან 37. 4 მდე. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით შესაძლებელია დადგინდეს არის თუ არა ქალი ორსულად.

იმ შემთხვევაში თუ მოხდა ტემპერატურის 37 გრადუსზე ქვემოთ დაცემა, შესაძლებელია გაიზარდოს მარცხის რისკი. ტემპერატურის შემცირება ამცირებს ჰორმონ პროგესტერონის პროდუქციას.

ტემპერატურის 38 გრადუსით ამაღლება კი შეიძლება მანიშნებელი იყოს რომელიმე ორგანოს ანთებითი დაავადების.

ნუ იჩქარებთ დასკვნების გაკეთებას ერთი გასინჯვით. ობიექტურად რომ შეაფასოთ, უნდა მოხდეს 4-5 ჯერ მაინც ტემპერატურის გაზომვა, რადგან ორსულობის დროს მუდმოვად იცვლება მაჩვენებლები. იმ შემთხვევაში, თუ განმეორდება ტემპერატურა აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

მიზეზი ასევე შეიძლება იყოს არასწორად გაზომვა ტემპერატურის.

სხვა ფაქტორები.

ბაზლურ ტემპერატურაზე შეიძლება იმოქმედოს სხვა, ნაკლებად აშკარა ფაქტორებმა, რომლებიც ასევე უნდა მივუთითოთ გრაფიკში.

ასეთ გარემოებებს მიეკუთვნება :

-         უძილობა ან 5 საათზე ნაკლები ძილი;

-         სამუშაოს გადამეტება, დაავადებები და მედიკამენტების გვერდითი ეფექტი;

-         სქესობრივი აქტის შემდეგ იმატებს ბაზალური ტემპერატურა;

-         მოგზაურობა სხვადახვა ტემპერატურის ქვეყნებში.

allmedic