მაგნიუმის დეფიციტი ორგანიზმში
მაგნიუმის დეფიციტი ორგანიზმში
allmedic
მაგნიუმის დეფიციტი ორგანიზმში
მაგნიუმის დეფიციტი ორგანიზმში
მაგნიუმის დეფიციტი ორგანიზმში

ზოგიერთი კვლევის მიხედვით, ადამიანების 90%-ზე მეტს მაგნიუმის დეფიციტი აქვს. ეს მსოფლიოში საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. ეს მინერალი 300-ზე მეტ ბიოქიმიურ რეაქციაზეა პასუხისმგებელი ჩვენს სხეულში და გავლენას ახდენს სისხლის წნევაზე, მეტაბოლიზმზე, იმუნიტეტზე და ჯანმრთელობის სხვა ასპექტებზე.

მაგნიუმის დეფიციტის გამომწვევი უამრავი მიზეზი არსებობს. საერთოდ, ნიადაგში მაგნიუმის მცირე რაოდენობაა. ცხადია, მისი ნაკლებობა მცენარეებშიც აისახება და ბალახისმჭამელ ცხოველებშიც. ზოგიერთი პროდუქტი ხელს უწყობს ორგანიზმიდან მის გამოდევნას. ასეთი პროდუქტებია:

  • კოფეინი;
  • შაქარით მდიდარი საკვები;
  • ალკოჰოლი;
  • საფაღარათო და ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატები.

 

ძვლები

კალციუმი ყოველთვის უფრო მნიშვნელოვან მინერალად მიიჩნეოდა ძვლების ჯანმრთელობისთვის. მაგნიუმი არანაკლებ მნიშვნელოვანია. იგი ძვლოვანი ქსოფილის ფორმირებაში დიდ როლს თამაშობს. მაგნიუმის დეფიციტის დროს მრავალი მინერალი თუ საკვები ნივთიერება თავის ფუნქციას სათანადოდ ვეღარ ასრულებს და ნივთიერებათა ცვლის ბალანსი ირღვევა.

 

კუნთების სპაზმი

მაგნიუმის დეფიციტი კუნთების დაავადებასაც იწვევს. სპაზმები და კრუნჩხვის შეგრძნება, შეიძლება სწორედ ამ მინერალის ნაკლებობის ბრალი იყოს.

არტერიების კალციფიკაცია

მაგნიუმის დეფიციტის სიმპტომები ზოგჯერ შეიძლება მეტისმეტად სახიფათოც იყოს. მას შეუძლია გამოიწვიოს გულის შეტევა ან გული სხვა დაავადებები. გულის შეტევისას პაციენტების ნახევარს მაგნიუმის ქლორიდის ინექციას უკეთებენ რომ სისხლის კოლტები დაშალონ.

 

გაღიზიანება და დეპრესია

ეს მინერალი ძალიან მნიშვნელოვანია ნერვული სისტემის ფუნქციონირებისთვის. მის გარესე ადამიანის მგრძნობელობა იზრდება. იგი უფრო ადვილად აღნებადნი ხდებიან, არიან სტრესისადმი მიდრეკილები. მაგნიუმის დეფიციტმა შეიძლება უძილობაც გამოიწვიოს, რაც, აგრეთვე, უარყოფითად მოქმედებს განწყობაზე.

 

სისხლის მაღალი წნევა / ჰიპერტენზია

ჰარვარდის უნივერსიტეტის კვლევებმა აჩვენა რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც მაგნიუმის დონე ორგანიზმში ნორმაში ჰქონდათ, სისხლის წნევის მაჩვენებელი იდეალური იყო. მაგნიუმის ნორმალური დონის შემთხვევაში ჰიპერტენზიით დაავადების რისკები 70%-ით კლებულობს.

 

ენერგიის ნაკლებობა

მაგნიუმის დეფიციტისას ადამიანი გამუდმებით დაღლილობის და სისუსტის შეგრძნება ეუფლება. ეს მინერალი დიდ გავლენას ახდენს თითოეულ უჯრედში ენერგიის წარმოქმნაში და ენერგეტიკული დონის შენარჩუნებაში.

 

როგორ მოვიქცეთ?

თუ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები გაქვთ, შეეცადეთ მიიღოთ მაგნიუმით მდიდარი საკვები და სანამ პრობლემები გართულებულა, მისი დანაკლისი ბუნებრივი გზით შეივსოთ.

მაგნიუმით მდიდარი პროდუქტებია:

  • შავი შოკოლადი;
  • ავოკადო;
  • ბანანი;
  • ისპანახი;
  • გოგრის თესლი;
  • ნუში;
  • ლობიო;
  • ლეღვი.
allmedic