
რა არის სარკომა?
სარკომა შემაერთებელი ქსოვილების სიმსივნეა. რბილი ქსოვილების სარკომა, როგორც სახელი გვეუბნება, რბილ ქსოვილებზე მოქმედებს - მათზე, რომლებიც აკავშირებენ და ფარავენ სხეულის სისტემებს. რბილი ქსოვილები მოიცავს კუნთებს, სისხლძარღვებს, კანის ღრმა ქსოვილებს, ხრტილებს, მყესებს.
სარკომა კიბოს შედარებით იშვიათი ტიპია. ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველწლიურად 12 000 შემთხვევა ფიქსირდება და მათი 40% ფატალური შედეგით მთავრდება.
გამომწვევი მიზეზები
სარკომას გამომწვევი მიზეზები განსხვავებულია. იგი შეიძლება ჰერპესის ვირუსის მიზეზითაც გაჩნდეს.
სარკომას აჩენს რადიაცია. ადამიანმა დიდი დოზის დასხივება შეიძლება კიბოს წინა თერაპიის დროს მიიღოს, რაც რბილი ქსოვილების დაზიანების რისკს ზრდის.
საკმაოდ მნიშვნელოვანია გენეტიკური ფაქტორიც. დაავადების გაჩენის მიზეზი ხშირად სწორედ ეს ხდება.
ზოგადად, ასაკი ყველა ტიპის კიბოს განვითარების ერთ-ერთი ფაქტორია. ორგანიზმზე უარყოფითად მოქმედებს სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებები, მაგალითად, ვინილის ქლორიდი, დიოქსინები და ა.შ.
სიმპტომები
სარკომა ხშირად უსიმპტომოდ ვითარდება. სიმპტომები მხოლოდ მაშინ ჩნდება, როცა დაავადება უკვე პროგრესირებულია. დამოკიდებულია სიმსივნური წარმონაქმნის ადგილმდებარეობაზე, მისი ზრდის ხარისხსა და მეტასტაზების არსებობაზე. ეფექტური მკურნალობისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სიმსივნის ამოცნობას მის ადრეულ სტადიაში, როდესაც პროცესი ტკივილისა და გამოკვეთილი კლინიკური სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს და ავადმყოფები როგორც წესი ექიმს არ მიმართავენ. ადრეულ სტადიაში სიმსივნის დადგენას კი ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს.
მკურნალობის მეთოდები
ადრეულ ეტაპზე, როგორც წესი, ეს დაავადება განკურნებადია. კიბოს მკურნალობის მეთოდები შემდეგია:
მკურნალობა ძირითადად ქირურგიული ჩარევით ხდება.
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პერიოდულ პროფილაქტიკურ გასინჯვას, რაც მიზნად ისახავს არამარტო სიმსივნის ადრეულ დიაგნოსტიკას, არამედ კიბოსწინარე დაავადებების გამოვლენას და მკურნალობას.