8 დაავადება, რომელიც აუცილებლად გამოიწვევს წონაში მატებას
8 დაავადება, რომელიც აუცილებლად გამოიწვევს წონაში მატებას
allmedic
8 დაავადება, რომელიც აუცილებლად გამოიწვევს წონაში მატებას
8 დაავადება, რომელიც აუცილებლად გამოიწვევს წონაში მატებას
8 დაავადება, რომელიც აუცილებლად გამოიწვევს წონაში მატებას

1.      ჰიპოთირეოდიზმი

რაც უფრო მეტი ადამიანი იკვლევს ამ პრობლემას, მით მეტი აწყდება მას. თუ მას ადრე ვერ ამჩნევდით, ნელ ნელა მხედველობის არეში გამოიკვეთება. უფრო ხშირად ამ პრობლემის წინაშე დგანან ქალები, ვიდრე მამაკაცები. ჰიპოთირეოდიზმი - გამოწვეულია ხანგრძლივი და მუდმივი ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის ნაკლებობით. სია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ამ ჰორმონის ნაკლებობა არის ძალიან დიდი.

ჰიპოთირეოდიზმი არის საკმაოდ ძნელად სადიაგნოსტიკო დაავადება ერთი შეხედვით. პაციენტი ხდება დუნე, დაღლილი, აქვს მუდმივად ძილის სურვილი, უარესდება მეხსიერება. ასევე სერიოზულად ზიანდება კანი, ფრჩხილები და თმა. შესამჩნევია ანემია, გულისრევა, ყაბზობა, შეშუპება და სხვა წვრილმანები. ირღვევა მეტაბოლოზმი და საქმე გვაქვს წონის ნამატთან. რა შეიძლება ითქვას, როგორც კი შეამჩნევთ რომელიმე სიმპტომს - მიმართეთ ექიმს.

2.      არასაკმარისი ძილი

ამერიკელმა მეცნიერებმა შეისწავლეს ჯანმრთელობის პრობლემები და დაადგინეს, რომ ქალებს რომლებსაც ღამით (ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია), სძინავთ ხუთი საათი ან ნაკლები დროის განმავლობაში აწუხებთ ჭარბი წონა. კვლევები გრძელდებოდა 16 წლის განმავლობაში და მასში 70 000 ქალი იღებდა მონაწილეობას. მიიჩნეოდა, რომ ზედმეტი წონა გამოწვეული იყო უძილობის დროს, ღამის პერიოდში საკვების მიღებით. მაგრამ ეს ასე არაა, მიზეზი ჯერ კიდევ უცნობია.

არსებობს ორი ვარაუდი : მეტაბოლოზმის შენელება, როგორც ერთ- ერთი თავდაცვის მექანიზმის. მეორე ეს არის ფიზიკური აქტივობის შენელება. ოპტიმალური ძილის ხანგრძლივობად მიჩნეულია 8 საათი.

3.      კორტიზოლის თავდასხმა

კორტიზოლი არის ჰორმონი, რომელსაც გამოიმუშავებს თირკმელზედა ჯირკვლები. ის არეგულირებს ნახშირწყლების ცვლას და ასევე მონაწილეობს სტრესული რეაქციების განვითარებაში. თუ სტრესი გრძელდება თვეების, წლების განმავლობაში - კორტიზოლი მუდმივად გამომუშავდება და ცვლის მეტაბოლიზმს. ორგანიზმი იწყებს მის გამომუშავებას, რადგან ჰქონდეს ენერგიის მარაგი სტრესთან გასამკლავებლად. ამიტომ ამ ჰორმონის გამომუშავება თქვენს წონაზეც აისახება.

სხვა მიზეზი კორტიზოლის მაღალი დონის შეიძლება იყოს კუშინგის დაავადება. ქალებში ეს ვითარდება ხუთჯერ უფრო ხშირად, ვიდრე მამაკაცებში. ამ დაავადების მიზეზი არის ჰიპოფიზის დაზიანება , მაგალითად სიმსივნეები. კუშინგის დაავადების დროს პაციენტი იმატებს წონაში.

4.      პოლიკისტოზური საკვერცხის სინდრომი

ეს არის მულტიენდოკრინული სინდრომი, რომლის დროსაც ხდება დისფუნქცია - საკვერცხის, პანკრეასის, თირკმელზედა ჯირკვლის, ჰიპოთალამუსის და ჰიპოფიზის. ასევე თან ახლავს მუდმივი შინაგანი ორგანოების უსიამოვნო სიმპტომები.

სიმსუქნის დროს პირველ რიგში იზრდება მუცელი და მას შემდეგ ხელები და ფეხები, კანი ხდება ცხიმიანი და ვითარდება აკნე, შეშუპება, ძილის აპნოე, გაღიზიანება, დეპრესია, ძილიანობა და თმის ცვენა. ეს არის ძალიან მარტივი სია, იმ სიმპტომებისგან რომლებიც ამ დროს ვითარდება. მან ასევე შეიძლება გამოიწვიოს დიაბეტი და ზოგიერთი სხვა ტიპის დაავადება.

5.      ესტროგენის დონის მკვეთრი შემცირება

როცა ესტროგენის გამომუშავება მცირდება, ცხიმი იწყებს თვითნებით პროდუქციას. ეს ჰორმონი ეხმარება ადამიანს წონის შენარჩუნებაში. ხოლო შედეგად მისი შემცირებისას ვიღებთ ცხიმის რაოდენობის გაზრდას ძირითადად თეძოების და მუცლის არეში. ასევე ძვლები ხდება უფრო მსხვრევადი : ქალების ორგანიზმი მარაგდება კალციუმით ძალიან ნაკლებად ესტროგენის შემცირებისას.

6.      პროლაქტინის ჭარბი რაოდენობა

პროლაქტინი არის ჰორმონი ორსული და მეძუძური ქალებისთვის. როგორც წესი ის ქალებს ეხმარება ნუტრიენტების შენახვაში, რომ ისინი გადასცეს ახალშობილს. თუმცა ზოგჯერ ხდება მისი ზედმეტი პროდუქცია, რასაც ჰიპერპროლაქტინემია ჰქვია. ის შეიძლება გამოწვეული იყოს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებით, ან სულაც არ იყოს ეს მიზეზი. შეამოწმეთ ძალიან ბევრჯერ.

7.      მედიკამენტების გვერდითი ეფექტი

რამდენიმე პრეპარატი (მაგალითად ისინი, რომლებიც გამოიყენება ეპილეფსიის და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების დროს ), ასევე კონტრაცეპტივებიც, გვაძლევენ გვერდით ეფექტს - მეტაბოლურ ცვლილებებს.

8.      მემკვიდრეობითი მეტაბოლური პრობლემები

დაახლოებით ადამიანების 1 % არის გენეტიკურად წინასწარგანწყობილი სიმსუქნისადმი. ეს არც ისე პატარა ციფრია. 

allmedic