რატომ არ ბერდებიან და არ სუქდებიან იაპონელი ქალები?
რატომ არ ბერდებიან და არ სუქდებიან იაპონელი ქალები?
allmedic
რატომ არ ბერდებიან და არ სუქდებიან იაპონელი ქალები?
რატომ არ ბერდებიან და არ სუქდებიან იაპონელი ქალები?
რატომ არ ბერდებიან და არ სუქდებიან იაპონელი ქალები?

ყველა ქალის ოცნებაა რომ ახალგაზრდული სილამაზე შეინარჩუნოს. იაპონელი ქალები კი ამას წარმატებით ახორციელებენ საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში. ეს მათი საკვების და ცხოვრების სტილის დამსახურებაა. რამდენიც არ უნდა ივარჯიშოთ, საკვები მაინც ძალიან დიდ როლს თამაშობს თქვენი გარეგნობის ჩამოყალიბებაში. ტყუილად დაკარგავთ სპორტდარბაზში საათებს, თუ საყვარელ ტორტზე უარს არ იტყვით (ნუ, ბოლომდე თუ არა, ულუფა მაინც შეამცირეთ ).

ნაომი მორიამამ გადაწყვიტა თავისი ქვეყნის სამზარეულოს ძირითადი პროინციპები თავის წიგნიში გაეზიარებინა ხალხისთვის: იაპონელი ქალები არ სუქნებიან და ბერდებიან. ეს ყველაფერი თქვენ ალბათ უკვე გაგიგიათ. თუმცა, ნაომიმ  ეს ყველაფერი 7 ძირითად კატეგორიაში გააერთიანა.

საიდუმლო №1

დიეტა: თევზი, სოიო, ბრინჯი, ბოსტნეული და ხილი

ტრადიციული იაპონური კერძები შემწვარი თევზისგან, მოხარშული ბრინჯისგან, ბოსტნეულისგან და წვნიანებისგან შედგება. მწვანე ჩაი და ხილი კი შესანიშნავი დესერტია რომლებსაც უამრავი დადებითი თვისება გააჩნიათ. მათი დამზადება სახლშიც შეგიძლიათ. ასეთი პროდუქტები არც ასუქებს და კანისთვისაც სასარგებლოა.

 

საიდუმლო N2

პატარა პორციები

იაპონელები ყოველთვის პატარა პორციებით მიირთმევენ. მათ წესად აქვთ, რომ საჭმლის მირთმევისას სიამოვნება მიიღონ და საკვებს რაც შეიძლება ნელა შეექცევიან. ეს კი ეხმარება მათ რომ უფრო ცოტა ჭამონ და მაინც დაკმაყოფილდნენ. მათი თეფშები:

  • არასდროსაა ბოლომდე შევსებული;
  • თითოეულ საკვებს თავისი თეფში გააჩნია;
  • საკვები თეფშზე ისეა განლაგებული რომ მათი ბუნებრივი სილამაზე დაინახონ და ესთეტიკური სიამოვნებაც მიიღონ;
  • ისინი იმაზე ადრე ამთავრებენ ჭამას, ვიდრე 100%-ით დანაყრდებიან.

პორციების გაკონტროლება მათთვისაც კარგია, ვისაც წონაში დაკლება უნდა.

 

საიდუმლო N3

მსუბუქი სამზარეულო

ისინი საკვებს ამზადებენ ორთქლზე, სწრაფ ცეცხლზე, ნაკლებად იყენებენ ცხიმს. თითქმის არ წვავენ ან ხარშავენ პროდუქტს დიდხანს. ასე საკვები თავის სასარგებლო თვისებებს ინარჩუნებს.

საიდუმლო N4

არავითარი პური, მხოლოდ ბრინჯი

იაპონელი ხალხის სამზარეულოში პურს ძალიან პატარა ადგილი უკავია.  მის ნაცვლად ყველანაირ საჭმელთან ბრინჯს მიირთმევენ. ასე პური უფრო ჯანსაღი და ნაკლებკალორიული პროდუქტით ნაცვლდება.

 

საიდუმლო N5

საუზმედ მისოს სუპი

იაპონური სამზარეულოს ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტი - მისო უგემრიელესი წვნიანების საფუძველია. მისოს წვნიანი განსაკუთრებით არომატული და გემრიელია. მისი საშუალებით უამრავი სხვადასხვა კერძის მომზადება შეიძლება. პრობიოტიკებით მდიდარი მისოს სუპი დილით მეტ ენერგიას მატებს ადამიანს და დამატიბითი სტიმულატორია.

 

საიდუმლო N6

ნაკლები დესერტი

იაპონური დესერტი შაქარს ძალიან მცირე რაოდენობით შეიცავს. რაც მთავარია, ისინი დესერტის მოყვარულები ნაკლებად არიან.

 

საიდუმლო N7

განსხვავებული დამოკიდებულება საკვების და დიეტების მიმართ

იაპონელი ქალები საკვებს ისე უყურებენ, როგორც სიამოვნების ერთ-ერთ საშუალებას, მაგრამ ზომიერების დაცვა ნამდვილად შეუძლიათ. მათი ცხოვრების აქტიური სტილიდან გამომდინარე, საკმაოდ ბევრს დადიან ფეხით და დიეტის დაცვაც ნაკლებად უწევთ. 

allmedic