როგორ მოქმედებს ფიზიკური ვარჯიში ტვინზე
როგორ მოქმედებს ფიზიკური ვარჯიში ტვინზე
allmedic
როგორ მოქმედებს ფიზიკური ვარჯიში ტვინზე
როგორ მოქმედებს ფიზიკური ვარჯიში ტვინზე
როგორ მოქმედებს ფიზიკური ვარჯიში ტვინზე

ფიზიკური ვარჯიში მხოლოდ ჯანმრთელობისთვის არაა კარგი, ის აგრეთვე ტვინის ფუნქციონირებას უწყობს ხელს. განსაკუთრებით დადებითი ეფექტი აქვს აერობულ ვარჯიშს.

 

  • ზოგადად, ყველაფერი რაც თქვენი გულისთვისაა კარგი, თქვენი ტვინისთვისაც სასარგებლოა.
     
  • დილით სამსახურში წასვლამდე ვარჯიში ტვინს გონებრივი სტრესისთვის ამზადებს. აუმჯობესებს კონცენტრაციის უნარს.
  • ცეკვის კლასები კოორდინაციის უნარს გაგიუმჯობესებთ.
     
  • იზრდება სხეულის იმუნიტეტი;
     
  • უმჯობესდება გუნება-განწყობა, მცირდება დეპრესიისა და შიშის განვითარების რისკი უმჯობესდება ძილი;
     
  • იწვება კალორიები და იოლად ვაკონტროლებთ წონას.

 


ვარჯიშის უპირატესობები:

  • ხელს უწყობს ტვინის დაზიანებული ქსოვილების აღდგენას;
  • აუმჯობესებს მეხსიერებას;
  • ხელს უწყობს კონცენტრაციის უნარს;
  • აუმჯობესებს გადაწყვეტილებების მიღების უნარს;
  • აჩქარებს ნერვული უჯრედების ზრდას;
  • აუმჯობესებს სხვადასხვა საქმეზე ერთდროულად მუშაობის უნარს.

გარდა ამისა, ვარჯიშისას გამოიყოფა ენდორფინები, ბედნიერების ჰორმონები, რაც განწყობას აუმჯობესებს და ზოგადად, პოზიტიურ აზროვნებას უწყობს ხელს. ვარჯიში ყოველგვარ აზრს დაკარგავს, თუ თქვენ მხოლოდ იმიტომ ირჯებით რომ წონაში დაიკლოთ. ადამიანების უმეტესობა ვარჯიშს სწორედ ამ მიზეზით იწყებს, კვირაში 10-ჯერ მაინც დგებიან სასწორზე და თუ სასურველ შედეგს ვერ იღებენ, გაორმაგებული მადით მიირთმევენ საყვარელ საკვებს. ეს არასწორი მიდგომაა. თქვენ ვარჯიშობთ იმისთვის რომ ჯანმრთელი იყოთ და რაც მთავარია, ამით სიამოვნება უნდა მიიღოთ. თუ ვარჯიში ყოველდღიურ რუტინად არ გადაიქცევა, ზედმეტი კილოგრამებიც თავისთავად გაქრება და მაქსიმალურ შედეგს მიიღებთ.

ვარჯიშის შემდეგ აუცილებლად გაიწელეთ, რომ კუნთები არ გაცივდეს და მათ უფრო ლამაზი ფორმა მიიღონ. ვარჯიშისას ორგანიზმიდან წყლის მარაგის გამოდევნა ხდება. აუცილებელია, რომ მიიღოთ წყალი რომ არ მოხდეს დეჰიდრატაცია.

სასურველია, თუ თქვენს პატარებსაც  დატვირთავთ ფიზიკურად. ამით იმუნიტეტსაც გაუძლიერებთ და გაკვეთილების მომზადებაც უფრო გაუადვილდებათ.

გახსოვდეთ, რომ დადებითი ფიზიკური და გონებრივი ეფექტი ვარჯიშს მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება თუ რეგულარულად დაიტვირთებით. სასურველია რომ დატვირთვის დონე თანდათან გაზარდოთ.  დადებით ცვლილებებს რამდენიმე კვირაში აუცილებლად იგრძნობთ.

allmedic