
ბოლო დროის ფსიქოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანები რომლებიც დადიან მხრებში გასწორებულნი, არიან უფრო ბედნიერები, ვიდრე ისინი ვინც იხრებიან.
ამიტომ მხოლოდ იმაში არ მდგომარეობს საქმე, რომ ცუდი პოზა გიუარესებთ ჯანმრთელობას, არამედ ხელს გიშლით ცხოვრებაში.
საბედნიეროდ არსებობს გზა, რომ გამოსწორდეს ეს ყველაფერი.
ამისთვის დაგჭირდებათ მხოლოდ, რომ ავარჯიშოთ ზურგის კუნთები. გთავაზობთ ვარჯიშს, რომელიც დაგეხმარებათ ამაში.
დაწექით მუცელზე, შუბლი დადეთ იატაკზე. გაჭიმეთ ხელები რაც შეიძლება მაგრად. მიადგით ფეხები ერთმანეთს და გაჭიმეთ მუხლებიც.
შემდეგ ასწიეთ თავი და მკერდი მაღლა, ხოლო ფეხები და ხელები დატოვეთ იგივე პოზაში - გაჭიმული. ადით იმ სიმაღლეზე, სადამდეც შეძლებთ, მაგრამ ამან დისკომფორტი არ უნდა შეგიქმნათ. არ უნდა მოგივიდეთ ზედმეტი, მითუმეტეს დასაწყისისთვის.
ნელა დასწიეთ თქვენი ტორსი და დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას.
დასაწყისისთვის გააკეთეთ 10 - ჯერ. რამდენიმე დღის შემდეგ, როცა შეეჩვევით ამ რიტმს გაზარდეთ რაოდენობა. სასურველია ეს ვარჯიში გააკეთოთ დილაობით.
რა შედეგს იღებთ? პირველ რიგში ფეხები ხდება უფრო გლუვი და გამოიყურება ლამაზად. მეორე - თქვენი დღის განწყობა უმჯობესდება. მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი : უმჯობესდება თქვენი შინაგანი ორგანოების მუშაობა : იღლებით უფრო ნელა და თავს გრძნობთ შესანიშნავად.