
ფობია ირაციონალური შიშია, რომელიც ადამიანს ნებისმიერი ცოცხალი არსების ან ნივთის მიმართ შეიძლება ჰქონდეს. ფობიის დროს ადამიანებს უფრო მეტად აქვთ საფრთხის შეგრძნება, ვიდრე ამის საშიშროება რეალურ ცხოვრებაში არსებობს. ფობიის გამო ადამიანები დიდ სტრესს განიცდიან, რომელიც შეიძლება პანიკაშიც გადაიზარდოს. ფობია გაცილებით უფრო სერიოზული პრობლემაა, ვიდრე, უბრალოდ, შიში. თუ ადამიანს ფობია ისეთი არსების მიმართ აქვს, რასაც ყოველდღიურ ცხოვრებაში იშვიათად ხვდება, სერიოზული პრობლემა არაა. მაგალითად, ფობია გველების მიმართ. ფობიის დროს ადამიანი აცნობიერებს რომ შიშის მიზეზი არ არსებობს, მაგრამ არაფერის შეცვლა არ შეუძლია.
ფობია შესაძლოა ნაკლებად ან მეტად ინტენსიური იყოს, მაგრამ ყოველთვის თან ახლავს შემდგომი სიმპტომები:
შიშის დროს ადამიანს აღენიშნება:
რამდენად გავრცელებულია ფობიები?
ამერიკის შეერთებულ შტატებში 50 მილიონი და დიდ ბრიტანეთში 10 მილიონი ადამიანი სხვადასხვა ფობიით ცხოვრობს. განსხვავებული მათი ასაკი, სქესი და სოციალური სტატუსი.
ფობიებით უფრო ხშირად ქალები იტანჯებიან.
მარტივი ფობიები ადრეული ასაკიდან იწყება და ხშირად თავისთავად იკურნება თინეიჯერობის ასაკის შემდეგ. ბავშვობაში შეძენილი ფობიები შეიძლება სტრესული სიტუაციების შედეგი ან ადრეულ ასაკში გადატანილი შიშის ბრალი იყოს. მოგვიანებით შეძენილი ფობიები კი უფრო სერიოზულ პრობლემას უქმნიან ადამიანს და ისინი, ძირითადად, 30 წლის შემდეგ ყალიბდებიან.
არსებობს უფრო სერიოზული ფობიებიც. მაგალითად: სახლის დატოვების შიში, ან საზოგადოების თავშეყრის ადგილებში ყოფნის შიში. სახლიდან გასვლის შიშს აგორაფობია ეწოდება და რეგულარულ მკურნალობას მოითხოვს.
როგორ დავსვათ აგორაფობიის დიაგნოზი?
პაციენტმა ქვემოთ ჩამოთვლილ კითხვებს უნდა უპასუხოს ,,დიახ,’’ ან ,,არა.’’
-ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე სიტუაცია იწვევს შეშფოთებას და გაღიზიანებას თქვენში?
ბევრ ადამიანს შეიძლება ასეთი ფობია გააჩნდეს მაგრამ ექიმთან საკუთარ შიშებზე საუბარს ერიდებიან. ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან დღეს მკურნალობის თანამედროვე მეთოდები არსებობს და მარტივად შეიძლება შიში ერთხელ და სამუდამოდ დაივიწყოთ.