
დაბერება გარდაუვალი პროცესია, მაგრამ როგორც ამბობენ, ადამიანები ისე გამოიყურებიან 50 წლის შემდეგ, როგორც დაიმსახურეს. ჩვენი ყოველდღიური ჩვევები ჩვენს გარეგნობაზეც ახდენს გავლენას. ცხადია, ამას მხოლოდ მოგვიანებით, ასაკის მატებასთან ერთად შეატყობთ, მაგრამ უკვე ღრმა ნაოჭებს და მოშვებულ კანს ადვილად ვერ გაუმკლავდებით.
ქვემოთ მოცემულია ჩვევები, რომლებიც ჩვენს დაბერებას უწყობს ხელს.
1. ჩვენი სურვილების დაუფიქრებლად ასრულება
ვჭამოთ ის, რაც მოგვინდება, აბსოლუტურად ნორმალურია, მაგრამ თუ თქვენ ყოველდღიურად გამუდმებით გინდათ ტკბილეული და საკუთარ თავს ამ სურვილს ყოველთვის უსრულებთ, ეს უკვე ცუდი ჩვევაა. შაქარი ჩვენს ფიზიკურ დაბერებაზე ახდენს გავლენას. იგი კანის მოშვებას და ნაოჭების ნაადრევ გაჩენას უწყობს ხელს. გარდა ამისა, ის ფაქტი, რომ თავის შეკავება არ შეგიძლიათ, ემოციურად საკუთარი თავის რწმენაზე უარყოფითად მოქმედებს.
2. ქრონიკული უძილობა
ზრდასრულ ადამიანებს ყოველ ღამით 7-9 უნდა ეძინოთ. მელოტონინი, ძილის ჰორმონი კანის უჯერედებს აღადგენს. აგრეთვე ჰორმონები, რომლებსაც კუნთები მოჰყავს ტონუსში, ღამითაა აქტიური. ძალიან ცოტა ძილი თქვენს სიცოცხლეს კატასტროფულად ამცირებს. ძილის დეფიციტს სერიოზული ფიზიკური და ფსიქოლოგიური გვერდითი ეფექტების გამოწვევა შეუძლია. არასაკმარისი ძილის შემდეგ მთელი დღის განმავლობაში მოდუნებული იქნებით.
3. როცა არ გიყვართ საკუთარი თავი
ადამიანები ხშირად მთელს დროს და ენერგიას სხვებს უთმობენ, აგვარებენ პრობლემებს, მუშაობენ... მნიშვნელოვანია რომ დრო საკუთარ თავსაც დაუთმოთ. ეს მარტივად შეგიძლიათ გააკეთოთ. მაგალითად, გამონახეთ დრო და წაიკითხეთ რომელიმე კარგი წიგნი ძილის წინ, დალიეთ თქვენი საყვარელი ჩაი, იარეთ რაიმე წრეზე, რომელზე დასწრებაც ყოველთვის გინდოდათ.
4. ალკოჰოლი
ერთი ჭიქა წითელი ღვინო ძილის წინ ჯანმრთელობისთვის სასარგებლობა, მაგრამ მთელი ბოთლის მირთმევა კარგს არაფერს მოგიტანთ. ჭარბი ალკოჰოლი მეტაბოლიზმის პროცესს ანელებს და უარყოფითად მოქმედებს ღვიძლზე. ასაკის მატებასთან ერთად ალკოჰოლი კიდევ უფრო მეტად იმოქმედებს თქვენს გარეგნობაზეც.
5. დაგავიწყდეთ აპატიოთ...
წყენის გულში დატოვებისას ადამიანი დიდ ენერგიას გასცემს. წყენის დროს ადამიანის სისხლის წნევა მატულობს. გარდა ამისა, ამან შეიძლება გამოიწვიოს სტრესი, გაღიზიანება და დეპრესიაც კი. იგივე შეიძლება ითქვას სიტუაციაზე, როცა თქვენ აწყენინებთ ვინმეს და არ სთხოვთ პატიებას: დანაშაულის შეგრძნებამ, აპათიამ, უიმედობამ შეიძლება შეგიპყროთ. აპატიეთ სხვებსაც და საკუთარ თავსაც. ეს თქვენს სულიერ და ფიზიკურ მდგომარეობაზე დადებითად იმოქმედებს.
6. კონტაქტის ნაკლებობა
მეგობრებთან ერთად დროის გატარება რელაქსაციის საუკეთესო საშუალებაა. მათ შეუძლიათ სხვანაირად დაგანახონ სამყარო, გიბიძგონ წარმატებისა და საკუთარი ოცნებების ასრულებისკენ.
7. ქიმიური ნივთიერებები
ქიმიური ნივთიერებები ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. ისინი ყველგანაა და ჩვენს ორგანიზმს და კანს აზიანებს. ეცადეთ, ყველაფრისგან, რაც ტოქსინებს შეიცავს შორს იყოთ. საკვების ყიდვისას კი ყოველთვის წაიკითხეთ მათი შემადგენლობა.
8. ურთიერთობების არაპრიორიტეტულობა
როდესაც გვერდით საყვარელი ადამიანი გყავთ, გრძნობთ მისგან მხარდაჭერას, გაქვთ რეგულარული სექსუალური ურთიერთობა... ეს ყველაფერი თქვენს გარეგნობაზეც დადებითად აისახება.
9. ვარჯიში არასწორი მიზეზების გამო
თუ თქვენ მხოლოდ წონაში დასაკლებად ვარჯიშობთ, ეს არასწორია!
თუ ვარჯიშს ისე არ შეხედავთ, როგორც ყოველდღიურ აუცილებელ რუტინას, ის უფრო სასიამოვნო და სასარგებლო გახდება თქვენთვის. თუ თქვენ ბევრს ჭამთ, შემდეგ კიდევ ბევრს ვარჯიშობთ, მიღებული კალორიების დასაწვავად და ა.შ. ეს ციკლი უსასრულოდ გაგრძელდება. საერთოდ, ვარჯიშისას ენდორფინი გამოიყოფა და თუ სწორად ვარჯიშობთ, ეს თქვენთვის მოსაწყენი და მომაბეზრებელი არ უნდა გახდეს.
10. მეტისმეტად სერიოზული ხართ.
ყველაფერს მეტისმეტად სერიოზულად თუ მიიღებთ. გაიღიმეთ ხშირად და ხანდახან პრობლემებსაც იუმორით შეხედეთ. ოპტიმიზმი სიცოცხლეს ახანგრძლივებს.