
ორალური კონტრაცეპტივები საკმაოდ გავრცელებული ეფექტური მედიკამენტებია. მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში 12 მილიონზე მეტი ქალი იღებს ამ აბებს არასასურველი ორსულობის თავიდან ასაცილებლად.
აბების სწორად მიღების შემთხვევაში დაორსულობის ალბათობა 0,1%-ია. კონტრაცეპტივები ორი სახის არსებობს. ისინი შეიცავენ ჰორმონებს: ესტროგენს და პროგესტერონს. ზოგიერთი კონტრაცეპტივის შემადგენლობაში კი ორივე ჰორმონი შედის.
ზოგიერთ შემთხვევაში მათი მიღება რეკომენდირებულია:
გახსოვდეთ რომ ორალური კონტრაცეპტივები სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან ვერ დაგიცავთ.
სამწუხაროდ, კონტრაცეპტივებს გვერდითი ეფექტები გააჩნია. მათგან ყველაზე გავრცელებულებია:
1. ინტერმენსტრუალური გამოვლინება: ქალების თითქმის 50%-ი ამჩნევს სისხლის ლაქებს ციკლის პერიოდებს შორის. ასეთი შემთხვევები, როგორც წესი, აბებით კონტრაცეფციით დაწყებისას სამი თვის განმავლობაში ხდება. თუ წამლების მიღებას არ შეწყვეტთ, ისინი მაინც იმოქმედებენ. თუ სისხლდენა გაძლიერდადა სამ დღეზე მეტს გასტანა, აუცილებლად მიაკითხეთ ექიმს!
2. გულისრევა: აბის პირველივე მიღებისთანავე შეიძლება გულისრევამ შეგაწუხოთ, მაგრამ ეს მალევე გაივლის. გულისრევის შეგრძნების თავიდან ასაცილებლად აბის დალევის შემდეგ რაიმე შეჭამეთ ან მიიღეთ ის ძილის წინ.
3. ცვლილებები მკერდში: არაა გამორიცხული მკერდი ოდნავ გაიზარდოს და უფრო მგრძნობიარე გახდეს. შეამცირეთ კოფეინის და მარილის მიღება. სასურველია შეიძინოთ სპეციალური, უფრო კომფორტული ბიუსტჰალტერი.
4. თავის ტკივილი: თუ თავის ტკივილი გაძლიერდა, უყურადღებოდ ნუ დატოვებთ. მიაკითხეთ ექიმს.
5. წონაში მატება: სამედიცინო კვლევებმა ჩასახვის საწინააღმდეგო აბებსა და წონას შორის ვერნაირი კავშირი ვერ აღმოაჩინეს, მაგრამ სტატისტიკური მონაცემებით, ეს მედიკამენტები წონაში მატებას უწყობს ხელს. განსაკუთრებით, მკერდის და თეძოების არეში.
6. ხასიათის ცვლილებები: კონტრაცეპტივები პაციენტის განწყობაზეც მოქმედებენ. თუ აბების მიღებიდან თქვენი ემოციური მდგომარეობა გაუმჯობესდა, ეცადეთ, წამალი სხვა მედიკამენტით ჩაანაცვლოთ.
7. ციკლის გამოტოვება: არაა გამორიცხული მენსტრუაცია ძალიან დაგიგვიანდეთ ან გამოტოვოთ. ამაზე სხვა ფაქტორებიც მოქმედებენ, როგორიცაა: სტრესი, ავადმყოფობა, მოგზაურობა, ჰორმონალური დარღვევები. თუ ასეთი შემთხვევები განმეორდა, გაიარეთ კონსულტაცია გინეკოლოგთან.
8. ლიბიდოს დაქვეითება: კონტრაცეპტივების მიღება აგრეთვე იწვევს ინტერესის დაკარგვას სექსის მიმართ.
9. ვაგინალური გამონადენი: საერთოდ, ამ სახის გამონადენი ყოველთვის არსებობს. ჩასახვის საწინააღმდეგო აბებმა შეიძლება ეს პროცესი გააძლიეროს.
10. ცვლილებები მხედველობაში: იმ ადამიანებს, რომლებსაც აწუხებთ მხედველობის პრობლემა, აბების მიღებისას შეიძლება რაიმე ცვლილებები განიცადონ.