
შემოდგომა არის წელიწადის ის დრო, როცა დიდია ბაქტერიების და ვირუსების გამრავლების სიჩქარე. ამიტომ მნიშვნელოვანია ამ პერიოდში გაუფრთხილდეთ განსაკუთრებით ჩვენს თავს. სურდო, ცხელება , ყელის ტკივილი და ხველა - ეს სიმპტომები შეიძლება იყოს გრიპის და გაციების მაუწყებელი. როგორ უნდა განვასხვავოთ მსგავსი დაავადებები ერთმანეთისგან?
გრიპის დამადასტურებელი მახასიათებლები.
განსხვავებით მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციებისგან, გრიპმა შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გართულებები. თუ თქვენ არ მიაქცევთ საკმარის ყურადღებას და დააიგნორებთ მის მკურნალობას, შეიძლება გადაიზარდოს ბრონქიტს, მენინგიტსა და პნევმონიაში. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია კონკრეტულად იცოდეთ ამა თუ იმ დაავადებების სიმპტომატიკა. ამის შემდეგ კი შესაბამისად მოხდება მკურნალობა.
გრიპის სიმპტომები.
დაავადება იწყება მოულოდნელად და მკვეთრად გამოხატული სიმპტომებით. მისი პირველი სიმპტომია ცხელება, რომელიც მზრდადია რამდენიმე საათის განმავლობაში. მას ახლავს ყელის ტკივილი, სხეულში მტვრევის , ტკივილის შეგრძნება, კუნთების და თავის ტკივილი.
სიმპტომები ზოგადად გაციების. ის იწყება ძირითადად თანდათან. იწყება შედარებით ზომიერი სიმპტომებით - ყელის ტკივილი, გამონადენი ცხვირიდან, ხველა. ის მიმდინარეობს უფრო ხანგრძლივად. ტემპერატურა იშვიათად სცდება 37,5 გრადუსს.
განსხვავება გრიპსა და გაციებას შორის.
გაციების მიზეზი შეიძლება იყოს ორი ან მეტი ვირუსის შესვლა ორგანიზმში. ეს შეიძლება იყოს : რინოვირუსი, ადენოვირუსი და ა.შ. მის წინააღმდეგ ვაქცინაცია არაეფექტურია, რადგან შეიძლება გამოწვეული იყოს რამდენიმე აგენტის ერთდროულად მოქმედებით.
რაც შეეხება გრიპს , მისი გამომწვევი შეიძლება იყოს სამი ძირითადი ვირუსის აგენტი: A, B და C ჯგუფის ვირუსები. მათ შორის ყველაზე ცვალებადია A ჯგუფის. ამის გამო იმუნურ სისტემას ძალიან უჭირს გამოიმუშავოს მათ წინააღმდეგ ანტისხეულები. ყოველ ჯერზე ერთი და იგივე ვირუსი სხვადასხვა ფორმით იჭრება ადამიანის ორგანიზმში. ძირითადად ავადდებიან ბავშვები.
ყველაზე მნიშვნელოვანი განსხვავება ამ დაავადებებს შორის არის ტემპერატურის მხრივ. გრიპის დროს ტემპერატურამ შეიძლება მიაღწიოს 38 გრადუსს. ის მოულოდენლად შეიძლება ავარდეს ზემოთ, თან ახლავს თავის და სხეულის ტკივილი. ასევე ძლიერი სისუსტე და არანაირი ძალა არ გაქვთ სადმე წასასვლელად.
გაციებაც რათქმაუნდა თანდათან უარესდება , მაგრამ არა ამ ინტენსივობით. სისუსტეც არ ახლავს იმდენად თან. მის დროს შეგიძლიათ წახვიდეთ სკოლაში ან სამსახურში, თუმცა არც ამ დროს არის დიდად რეკომენდირებული. არ ახლავს თავის ტკივილი და სიმპტომებიც არის ლოკალური : მშარლი და სველი ხველა, სურდო და ყელის ტკივილი.
ნებისმიერ შემთხვევაში, როცა იგრძნობთ მსგავს სიმპტომებს აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. ის დაგეხმარებათ განკურნებაში, არ მიმართოთ თვითმკურნალობას