ტკივილის წყაროები, რომელიც ემოციურ მდგომარეობას უკავშირდება
ტკივილის წყაროები, რომელიც ემოციურ მდგომარეობას უკავშირდება
allmedic
ტკივილის წყაროები, რომელიც ემოციურ მდგომარეობას უკავშირდება
ტკივილის წყაროები, რომელიც ემოციურ მდგომარეობას უკავშირდება
ტკივილის წყაროები, რომელიც ემოციურ მდგომარეობას უკავშირდება

ტკივილი ერთ-ერთი ყველაზე ნაცნობი შეგრძნებაა ადამიანებისთვის. ტკივლის გამოვლინება შეიძლება სხვადასხვა სახის იყოს. თითოეული სახის ტკივილი ჩვენს ემოციურ მდგომარეობას უკავშირდება. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი წლის ხართ, ჩვენ ყოველთვის ვსწავლობთ, როგორ ავიცილოთ თავიდან ეს უსიამოვნო შეგრძნება. ფსიქოლოგიურ ტკივილითან გამკლავება ყველაზე რთულია. ის ადამიანის ჯანმრთელობას დიდ ზიანს აყენებს. ტკივლს ორგანიზმის დამცველობითი მექანიზმი იწვევს. იგი მიგვითითებს რომ არსებობს პრობლემა, რომელიც მოგვარებას საჭიროებს. ზოგჯერ ტკივილის მიზეზს სხვაგან ვეძებთ. პრობლემა კი ჩვენს გონებაშია.

კუნთების ტკივილი მიგვითითებს რომ ცხოვრებაში წინსვლის შესაძლებლობა გვაქვს. კარგად ართმევთ თავს სამსახურში დაკისრებულ მოვალეობას? სახლში? გრძნობთ რომ უფრო მეტი შეგიძლიათ? მაშინ ნუ აყოვნებთ, წინსვლის დროა!..

თავის ტკივილი გადაწყვეტილებების მიღებასთანაა დაკავშირებული. შეიძლება იცოდეთ კიდეც რა არის სწორი, მაგრამ ასე არ იქცეოდეთ. ასეთ დროს შეიძლება იფიქროთ კიდეც რომ შაკიკი გაქვთ.

მხრების ტკივილი დიდ ფსიქოლოგიურ ტვირთზე მიუთითებს. თითქოს მთელი ეს პრობლემები მართლაც მხრებზე გაწვეთ. ეცადეთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზეც გადაანაწილოთ და პრობლემები მათთან ერთად მოაგვაროთ. ყველაფერს მარტო ნუ შეეჭიდებით.

უცნაურია, მაგრამ ღრძილების პრობლემება თქვენს გადაწყვეტილებებთანაა დაკავშირებული, რომლებსაც ვერ ან არ იღებთ. დასახეთ მიზნები და იმოქმედეთ.

კისრის ტკივილი მიტევების უნართანაა დაკავშირებული. შეიძლება ნაწყენი ხართ ვინმეზე, ან, სულაც საკუთარ თავს ვერ პატიობთ რაიმეს. დაფიქრდით იმაზე, თუ ვისზე ხართ ნაწყენი და ეადეთ, მიუტევოთ.

მუცლის ტკივილი შეიძლება რაიმე ნეგატიური მოვლენის გამო დაგეწყოთ. ხოლო ზურგის ტკივილი ემოციური მხარდაჭერის დეფიციტზე მიუთითებს. თქვენ მეტი კონტაქტი გჭირდებათ ადამიანებთან. თუ მარტო ხართ, ე.ი. დროა, რომ ვინმეს შეხვდეთ.

წელის ტკივილი შეიძლება ფულის ნაკლებობაზე მიგანიშნებდეთ. იქნებ უკეთ გადაანაწილოთ თქვენი ფინანსები და ხარჯები შეამციროთ?

იდაყვების ტკივილი ცხოვრებაში თქვენს გამძლეობაზე მიუთითებს. მოეშვით, დაისვენეთ ან გაბედეთ და წასწიეთ თქვენი საქმეები წინ!

მკლავების ტკივილი გაწუხებთ? ეს არცაა გასაკვირი თუ გამუდმებით სხვის ფსიქოლოგიურ ტვირთს ზიდავთ. ეს შეიძლება იმის ნიშანია, რომ დროა, საკუთარ თავს ჰკითხოთ რატომ აკეთებთ ამას?

ხელების ტკივილი  შეიძლება ადამიანებთან კონტაქტის ნაკლებობის ბრალი იყოს. შეიძინეთ ახალი მეგობრები, შეხვდით მათ, სასიამოვნოდ გაატარეთ დრო და ტკივილიც გაქრება.

თუ გეშინიათ ცვლილებების,ნუგაგიკვირდებათ რომ თეძოების ტკივილმა შეგაწუხოთ. ეს იმის ნიშანია, რომ გადაწყვეტილებები უფრო ყურადღებით უნდა მიიღოთ. თუ დიდი გეგმები გაქვთ, ნუ გადადებთ და დაიწყეთ მათი განხორციელება. ზოგადად კი, ტკივილი სხეულის ამ ნაწილში სიყვარულის და მხარდაჭერის ნაკლებობაზე მიუთითებს.

სახსრების ტკივილი უმოქმედობის, მოუხერხებლობის ნიშანია. შეეცადეთ მოვლენებს სხვა თვალით შეხედოთ, ისწავლეთ, მიიღეთ გამოცდილება და რაც მთავარია, იმოქმედეთ.

თუ უშუალოდ მუხლები გტკივათ, ე.ი. არსებულ მოვლენებს ძნელად ეგუებით. თუ ტკივილი მუხლის შიდა ნაწილშია, პრობლემა შეიძლება იყოს სამსახურში, გარემოში ან მეგობრებში. იმ შემთხვევაში თუ მუხლის გარეთა ნაწილი გაწუხებთ, მაშინ პრობლემები საკუთარ თავში უნდა ეძებოთ.

კბილის ტკივილის გამომწვევი მიზეზი შეიძლება ის სიტუაცია იყოს, რომელშიც იმყოფებით და რომელიც გავლენას ახდენს თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე. შეეცადეთ ცხოვრებაში მეტი პოზიტივი შეიტანოთ.

კოჭების ტკივილიც მიმტევებლობასთანაა დაკავშირებული. თუ საკუთარ თავს რაიმეს არ პატიობთ და ამით ბედნიერებას განცდას თრგუნავთ, ტკივილი აუცილებლად შეგაწუხებთ.

მოწყენილობის, წინსვლაზე უარის თქმის და ერთფეროვნების გამო კი შეიძლება ქრონიკული დაღლილობის შეგრძნება გაგიჩნდეთ. 

ტერფების ტკივილი დეპრესიის ნიშანია - ეცადეთ, პატარა რამეებითაც კი გაიხაროთ და ისიამოვნოთ. გაიჩინეთ ახალი ჰობი ან რაიმე შინაური ცხოველი იყოლიეთ.

ნეგატიური ენერგია უკვალოდ არ იკარგება. ის გარკვეულ გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე. იმუნური სისტემა სუსტდება და ტკივილმა  შეიძლება სხეულის ნებისმიერ ნაწილში შეგვაწუხოს. ეცადეთ შეინარჩუნოთ პოზიტიური განწყობა და ეს თქვენს ჯანმრთელობაზეც დადებითად აისახება. 

allmedic