რა უნდა იცოდეს ყველა გოგონამ აუცილებლად?
რა უნდა იცოდეს ყველა გოგონამ აუცილებლად?
allmedic
რა უნდა იცოდეს ყველა გოგონამ აუცილებლად?
რა უნდა იცოდეს ყველა გოგონამ აუცილებლად?
რა უნდა იცოდეს ყველა გოგონამ აუცილებლად?

თუ წყვილი გადაწყვეტს ბავშვის გაჩენას, როგორ უნდა დაიგეგმოს ორსულობა?

წყვილი, რომელიც ფიქრობს შვილის გაჩენას, აუცილებლად განსკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინოს საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ, რადგან ეს გავლენას ახდენს ყველაფერზე. საიდან უნდა დაიწყოთ? პირველი ნაბიჯი არის, ის რომ მიხვიდეთ ოჯახის დაგეგმარების ცენტრში, სადაც ექიმები მოქცემენ რეკომენდაციას თითოეული თქვენგანის ხასიათზე დაყრდნობით. მეორე ნაბიჯია : შეცვალეთ ცხოვების სტილი. უნდა შეცვალოთ კვება: მიირთვით მეტად ცილებით მდიდარი საკვები, რადგან ეს კომპონენტი თამაშობს დიდ როლს ემბრიონის ჩამოყალიბებაში. თავი დაანებეთ მავნე ჩვევებს, ივარჯიშეთ მეტად და არ მიიღოთ წამლები ექიმის რეკომენდაციის გარეშე.

მაშინაც კი , თუ ორსულობა არის დაუგეგმავი, ჩვენ არ უნდა ავტეხოთ განგაში. რადგან ბავშვი იღებს დედისგან საზრდოს განაყოფიერებიდან 10 დღეში. ნებისმიერ შემთხვევაში არ გადადოთ ექიმთან ვიზიტი და გამოიკვლიეთ მთლიანი ორგანიზმი.

თუ ორსულობა არ დადგება, როდის უნდა დავიწყოთ ამაზე ნერვიულობა : რამდენიმე თვეში, 6 თვეში თუ წელიწადის გასვლის შემდეგ?

ჯანმრთელ  წყვილთან, რომელსაც აქვს რეგულარული სქესობრივი კავშირი, არ იყენებს კონტრაცეპტივებს ფეხმძიმობა დგება რამდენიმე თვიდან წლამდე. არ დანებდეთ , თუ პირველმა მცდელობამ არ გაამართლა. მიზეზები შეიძლება იყოს სხვადასხვა. მაგალითად : ადრე გამოყენებული ჰორმონალური წამლები, ცხოვრების სტილის შეცვლა, სტრესი , როგორც მამაკაცისთვის , ასევე ქალისთვის.  თუ თქვენ დაიწყებთ ნერვიულობას ორსულობაზე, ის ნადვილად გადაიდება.

რა იწვევს უშვილობას?  შემიძლია ავირიდო ის თავიდან?  როგორ?

თავად უშვილობა დაავადება არ არის, მაგრამ გამოვლინდება ორგანიზმში მიმდინარე სხვა ცვლილებების ფონზე. ასე, რომ სირთულეები შეიძლება წაროიშვას ნებისმიერ ეტაპზე.

ციკლური, არარეგულირებადი მენსტრუაცია შეიძლება იყოს პრობლემა ენდოკრინული სისტემის მხრივ. ასვე ყურადღება მისაქცევია მენჯის ღრუს ორგანოების ანთება: საშვილოსნოს მილების შეხორცებები, რომლის დროსაც განაყოფიერებულ კვერცხუჯრედს უჭირს საშვილოსნოში შეღწევა. ამის თავიდან აცილების საუკეთესო გზა არის რეგულარული ექიმთან ვიზიტი და დროული მკურნალობა.

მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური ფაქტორი : ხშირად ქალი ქვეცნობიერის დონეზე არ არის მზად დედობისა და ბავშვის გაჩენისთვის. ასევე ვერ ხედავს მის პარტნიორს მამის როლში. ამ მიზესი გამოც შეიძლება განვითარდეს უშვილობა და როცა წყვილი ასეთი პრობლემით მიდის ექიმთან ეცადეთ თავიდან აარიდოთ მსგავსი სტრესი და მოუხსნათ ფსიქოლოგიური მომენტი.

რა არის უშვილობა? არის ის ყოველთვის ერთადერთი ვარიანტი?

წყვილი შეიძლება დაფეხმძიმდეს, მაგრამ თქვენ თავიდან უნდა აირიდოთ და აღმოფხვრათ მისი ხელის შეშლის ფაქტორები. აუცილებლად უნდა შეისწავლოთ ორივე ქალიც და კაციც და მკურნალობა დაიწყოთ კაცისგან. ამის წყალობით წყვილი არ დაკარგავს დიდ დროსა და ენერგიას იმის გარკვევაში არის თუ არა ქალი დამნაშავე.

რაც შეეხება ქალს - აუცილებელია გაიაროს სრული შემოწმება. შესაძლებელია აღმოჩნდეს ენდოკრინული სისტემის დარღვევები, ამისთვის აუცილებელია სისხლის ანალიზი. ასევე აუცილებელია საშვილოსნოს პათოლოგიების შესწავლა და გამორიცხვა.  ერთხელ ექოსკოპიური გამოკვლევა ნამდვილად არ არის საკმარისი, რადგან შეხორცებები და პოლიპები შეიძლება არ გამოვლინდეს.  ამიტომ აუცილებელია ჰისტეროსკოპია. გასინჯვა ხდება სპეციალური ხელსაწყოს საშუალებით, რომელსაც გააჩნია ოპტიკური სისტემა-კამერა დიდი ზომის, რაც საშუალებას გვაძლევს დავათვალიეროთ საშვილოსნო და საშვილოსნოს ყელი დეტალურად.

არის რაიმე უიმედო შემთხვევები?

რთულ შემთხვევებში რათქმაუნდა არსებობს, მაგრამ ძალიან იშვიათად. ეს შეიძლება იყოს თანდაყოლილი მენჯის პათოლოგიები : საშვილოსნოს, ან საკვერცხეების  პრობლემები. დროული მკურნალობა და დიაგნოსტიკა არის შედეგის მომტანი და ნახევარზე მეტი ასეთი ქალის ხდება დედა. რაც მთავარია მიმართეთ კომპეტენტურ და გამოცდილ პროფესიონალებს, რომლებიც ნახავენ ოპტიმალურ და შედეგიან გამოსავალს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია გონებრივად შემართება და განწყობა.

allmedic