როგორ გამოვიყენოთ საფენები სწორად
როგორ გამოვიყენოთ საფენები სწორად
allmedic
როგორ გამოვიყენოთ საფენები სწორად
როგორ გამოვიყენოთ საფენები სწორად
როგორ გამოვიყენოთ საფენები სწორად

როგორ ჩავაცვათ საფენი სწორად :

1.      დავაწვინოთ ბავშვი გამოსაცვლელ მაგიდაზე, მუცლით ზემოთ;

2.      ჩვენ ვხედავთ იმ ნაწილს , რომელიც უნდა დაიფაროს საფენით, ამიტომ ის გაწმინდეთ და გაამშრალეთ;

3.      ერთი ხელის საშუალებით ასწიეთ ბავშვის ფეხები და შეუფინეთ საფენი;

4.      გაასწორეთ ყველა ნაკეცი და ნაოჭი.

 

რჩევები საფენის გამოყენებასთან დაკავშირებით :

 

1.      აუცილებელია საფენის შეცვლა ყოველი დიდი ხნის სიარულის შემდეგ;

2.      თუ აპირებთ ხანგრძლივად სასეირნოდ გასვლას, შეუცვალეთ ბავშვს საფენი გასვლის წინ და დაბრუნებისას;

3.      თუ კანზე შენიშნავთ სისველეს;

4.      თუ საფენი დასველდა , მაგრამ ბავშვის კანი მშრალია.

 

ბავშვის მოვლა საფენის გამოცვლის შემდეგ :

 

1.      აუცილებლად ჩამობანეთ თბილი წყლით (შესაძლებელია საპნის გარეშე). გოგოები აუცილებლად ჩაბანეთ მუცლიდან;

2.      შეგიძლიათ გამოიყენოთ სველი პირსახოცი, ბამბა და ა.შ;

 

დააყარეთ პუდრი მშრალ კანზე, აქერცლილ ნაწილზე წაუსვით კრემი. ლაქები, სიწითლე შეიძლება მიანიშნებდეს იმას, რომ აღნიშნული საფენი მისი კანის შესაბამისად არ არის არჩეული.

რამდენად ხშირად უნდა გამოვიყენოთ საფენი?

გააკეთეთ შესვენებები  !

 

მაგალითად : ძილის, სეირნობის და საფენის ხანგრძლივი ტარების შემდეგ.

 

საფენი , როგორც თერმომეტრი.

იმ შემთხვევაში, კანი საფენის ქვეშ თუ არის შეწითლებული, მიმდებარე კანთან შედარებით , შესაძლებელია ვისაუბროთ ბავშვის გადახურებაზე. თქვენი ქმედება უნდა იყოს შემდეგნაირი:

-         აიღეთ თერმომეტრი და აკონტროლეთ ოთახის ტემპერატურა;

-         გაანიავეთ ოთახი;

-         თავიდან აირიდეთ მტვრიანი გარემო;

-         გაწმინდეთ სველი ტილოთი ოთახი;

-         დაფიქრდით ბავშვის ტანსაცმელზე;

-         აიღეთ შესვენებები საფენის გამოყენებებს შორის.

საფენის მოცულობა დამოკიდებულია შარდის რაოდენობასას და ბავშვის ასაკზე :

 

1.      დღეების ბავშვზე : უცვალეთ 4- 5 ჯერ დღეში, 60 მლ - იანი;

2.      6 თვემდე ასაკში : დღე- ღამეში 20- 25 ჯერ , 30 მლ- იანი;

3.      6 თვიდან 1 წლამდე : 15-16 ჯერ დღეში, ღამის განმავლობაში 60 მლ- იანი. 

allmedic