რამდენად უსაფრთხოა უნიტაზი ჩვენი ჯანმრთელობისთვის?
რამდენად უსაფრთხოა უნიტაზი ჩვენი ჯანმრთელობისთვის?
allmedic
რამდენად უსაფრთხოა უნიტაზი ჩვენი ჯანმრთელობისთვის?
რამდენად უსაფრთხოა უნიტაზი ჩვენი ჯანმრთელობისთვის?
რამდენად უსაფრთხოა უნიტაზი ჩვენი ჯანმრთელობისთვის?

უხსოვარი დროიდან ადამიანი თავიანთი ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ბუნებრივ პოზას იყენებდნენ. საუბარია ჩვეულებრივ, ჩამჯდარ (ჩაკუზულ) პოზიციაზე. უნდა აღინიშნოს, რომ ბუასილი და სხვა პროქტოლოგიური დაავადებები ადრე ძალიან იშვიათი იყო. სწორი ნაწლავის დაცლის თანამედროვე მეთოდები კი შეიცვალა და ახლა ძნელად თუ იპოვით სახლს ან რაიმე შენობას უნიტაზის გარეშე. სამწუხაროდ, უახლესმა კვლევებმა აჩვენა რომ კუჭის მოქმედებისას ჩვენი სხეულის პოზა ბევრ დაავადებასთანაა დაკავშირებული.

1.    თანამედროვე ტუალეტები მთელ რიგ დაავადებებს იწვევენ.

ებრაული ჟურნალის ,,სამედიცინო მეცნიერება’’ კვლევებით სწორი ნაწლავის დაცლისას არასწორ პოზას შემდეგი დაავადებების გამოწვევა შეუძლია:

  • ბუასილი;
  • ნაწლავის ანთება;
  • მსხვილი ნაწლავის კიბო;
  • მენჯის დაავადებები;
  • კრონის დაავადება.

 

მეცნიერების დასკვნა შემდეგი ფაქტების ანალიზს ეყრდნობა: სწორი ნაწლავის შემდეგი დაავადებები: ყაბზობა, ბუასილი, პოლიპები, წყლულოვანი კოლიტი დამახასიათებელია სამხრეთ აფრიკის თეთრკანიანი მოსახლეობისთვის და მდიდარი დასავლეთის ქვეყნებში. სოფლებში, სადაც ჯერ კიდევ ძველებური, ტრადიციული ტუალეტებია, ეს დაავადებები თითქმის არ გვხვდება.

 

უნიტაზზე ჯდომა დიაფრაგმის კუნთების დაჭიმვას საჭიროებს. ჩაკუზული პოზიცია კი თავისთავად ამარტივებს სწორი ნაწლავის დაცლის პროცესს და ზედმეტ დაძაბვას გვაცილებს. ზოგიერთ შემთხვევაში მჯდომარე პოზაში ნაწლავის სრულად დაცლა არც ხერხდება. შესაბამისად, ჩაკუზული პოზა დეფეკაციისთვის უფრო მარტივი და ორგანიზმისთვის ჯანსაღია.

 

2.    თანამედროვე ტუალეტები ბუასილის განვითარებას უწყობს ხელს.

ეს დაავადება ხშირად მჯდომარე პოზიციისას ჩნდება. კვანძების გაჩენას ხელს უწყობს ნელი და სუსტი დეფეკაცია, ზედმეტი დაძაბულობა ნაწლავის დაცლისას. შესაბამისად, უნიტაზით სარგებლობისას ბუასილით დაავადების რისკები იზრდება.

 

3.    აუარესებენ ნაწლავის მდგომარეობას.

ვინაიდან სწორი ნაწლავის სრულად დაცლა მჯდომარე პოზიციაში გართულებულია, ხშირად დეფეკაცია სრულყოფილად არ ხდება. ზოგიერთ შემთხვევაში ეს არის ინფექციების, ანთების ან მეტიც - კიბოს განვითარების მიზეზი.

 

4.    იმატებს შარდ-სასქესო ინფექციების განვითარების რისკი

ჩაკუზული პოზა შარდის დაცლისთვისაც სასარგებლოა. განსაკუთრებით მოსახერხებელია ქალბატონებისთვის. დამჯდარი პოზისასაც არ ხდება შარდის ბუშტის სრულად დაცლა რაც ინფექციების გავრცელებას უწყობს ხელს.

5.    გულის შეტევა

თქვენ წარმოიდგინეთ, დეფეკაციისას სხეულის პოზა გულის შეტევასთანაც ყოფილა კავშირში. დეფეკაციის გაძნელება და გადაჭარბებული დაძაბვა გულზე დატვირთვას ზრდის და გულის შეტევების ალბათობა იზრდება.

 

6.    მენსტრუალური პრობლემები

მენსტრუალური ციკლის დროს მჯდომარე პოზიციისას შარდის ბუშტის სრული დაცლა არ ხდება. პრობლემები ჩნდება მენტრუალური სითხის გამოდევნასთან დაკავშირებითაც.  ტოქსინები ორგანიზმში რჩება და მთელი რიგი პრობლემების გამოწვევა შეუძლია.

 

რა ალტერნატივის მონახვა შეიძლება?

იაპონელებმა გამოსავალი მონახეს. სკამი რომელიც ჩაკუზვის პოზის მიღებაში გვეხმარება ბევრ დაავადებას აგაცილებთ თავიდან. სასურველია, რომ ამ პოზიციაში ყოფნისას სხეული 350 -იან კუთხეს ქმნიდეს.  იაპონიაში ეს სკამი საკმაოდ პოპულარულია. იგი მტკიცე მასალისგან მზადდება და გამოიყენება ყველა ასაკის ადამიანების მიერ. 

allmedic