13 ჩვევა, რომელიც დაძინებაში გიშლით ხელს
13 ჩვევა, რომელიც დაძინებაში გიშლით ხელს
allmedic
13 ჩვევა, რომელიც დაძინებაში გიშლით ხელს
13 ჩვევა, რომელიც დაძინებაში გიშლით ხელს
13 ჩვევა, რომელიც დაძინებაში გიშლით ხელს

ძილთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ? შეიძლება ამის ლოგიკური და მარტივი მიზეზი არსებობს. სრულიად შესაძლებელია, კარგად გამოძინებაში საკუთარი ჩვევები გვიშლიდეს ხელს. თუ ქვემოთ ჩამოთვლილ მავნე ჩვევებს მოვიშორებთ, ძილის პრობლემა მოგვარდება, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

 

1.      ძილის არარეგულარული გრაფიკი

ორგანიზმი განმეორებით ქმედებებზე რეაგირებს. თუ დასაძინებლად ყოველ საღამოს სხვადასხვა დროს წვებით, შესაძლოა, დაძინება გაგიჭირდეთ კიდეც. შეეცადეთ, გრაფიკი მოაწესრიგოთ და დასაძინებლად ერთსა და იმავე დროს დაწვეთ.

 

2.      სავსე შარდის ბუშტი

ადამიანების დიდი ნაწილი ძილის წინ სვამს წყალს. ამ ჩვევის გამო კი ღამის განმავლობაში შეიძლება ერთხელ მაინც მოგიწიოთ შარდის ბუშტის დაცლა. ეცადეთ წყალი დღის განმავლობაში მიიღოთ და დაძინებამდე ერთი საათით ადრე მაინც მოერიდოთ სითხის მიღებას.

3.      სოციალური ქსელები

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჩვევაა ძილის წინ სოციალური ქსელის შემოწმება, რასაც ხშირად მოჰყვება ხოლმე საუბრის გაბმა ვირტუალურ, ან არავირტუალურ მეგობრებთან. ანდა უბრალოდ, ახლად ატვრთული ფოტოების თვალიერება. გარდა  იმისა, რომ ეს პირდაპირ გვართმევს ძილისთვის განკუთვნილ წუთებს თუ საათებს, კომპიუტერის მონიტორის გამოსხივება ჩვენს ტვინს აფხიზლებს. ძნელია კომპიუტერის გამორთვისთანავე მომენტალურად დაგეძინოთ.

 

4.      წიგნი საწოლში

თუ ძილის წინ ლოგინში კითხვას მიეჩვევით, დაახლობით, 10 დღეში ეს უკვე ჩვევად გადაგექცევათ და წიგნის გარეშე დაძინება გაგიჭირდებათ. ახლა უკვე ორგანიზმი მოგთხოვთ, რომ ძილის წინ რაიმე წაიკითხოთ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოერიდეთ ლოგინში კითხვას.

 

5.      სინათლე ოთახში

კარგად გამოძინებისთვის სასურველია ოთახში ბნელოდეს. მაქსიმალურად ეცადეთ, საძინებელში ზედმეტი სინათლე არ იჭრებოდეს.

 

6.      ცუდი ლეიბი

მოუხერხებელი საწოლი აუცილებლად შეგიშლით ხელს დაძინებაში. შესაძლოა ხერხემლის ან ზურგის ტკივილმაც შეგაწუხოთ ამის გამო. კარგი ლეიბის შესაძენად ფული არასდროს დაგენანოთ. ეს მომავალში აუცილებლად დაგიზოგავთ თანხას.

7.      სავსე კუჭი

თუ ძილის წინ ივახშმებთ, თქვენი ორგანიზმი დასაძინებლად მზად არ იქნება. ის კვლავ განაგრძობს მუშაობას, რომ მიღებული საკვები გადაამუშავოს.  თუ გსურთ, მშვიდად დაიძინოთ და სავსე კუჭის გამო დისკომფორტს არ გრძნობდეთ, დაძინებამდე მინიმუმ 2 საათის განმავლობაში მაინც ნუ შეჭამთ. საერთოდ კი, სასურველია, ვახშამი 4 საათით ადრე მიირთვათ.

 

8.      ვარჯიში გვიან საღამოს

ვარჯიშის შემდეგ ორგანიზმი ენერგიულობას და მხნეობას რამდენიმე საათის შემდეგაც ინარჩუნებს. ეცადეთ დაძინებამდე 3 საათით ადრე მაინც ივარჯიშოთ.

 

9.      ცივი ფეხები

ზოგიერთ ადამიანს ეს პრობლემა ხშირად აწუხებს. ღამის განმავლობაში ტერფების დაბალი ტემპერატურა მოსვენების საშუალებას არ მოგცემთ. გაითბეთ ფეხები ნებისმიერი მეთოდით: ჩაიცვით წინდები, მიიღეთ ცხელი შხაპი და ა.შ.

 

10.  ძილისწინა რიტუალი

ჩვევად აქციეთ საქმიანობა, რომელსაც ყოველ საღამოს გააკეთებთ ძილის წინ. დაიბანეთ პირი, გაიწმინდეთ კბილები და ა.შ. ასე ორგანიზმი სიგნალს მიიღებს რომ ძილის დროა და დაძინება უფრო გაგიადვილდებათ.

 

11.  კოფეინი

ყველასთვის ცნობილია რომ კოფეინი ძილის მტერია. იგი აჩქარებს გულის ცემას და რეკომენდირებულია დაძინებამდე 4 სთ მაინც არ დალიოთ ყავა. თუმცა, ეს მაინც ინდივიდუალურია. თავად უნდა განსაზღვროთ რამდენად ძლიერად  მოქმედებს თქვენზე კოფეინი.

 

12.  ცხვრების დათვლა

თუ დაწოლიდან ნახევარი საათის განმავლობაში მაინც არ დაგეძინათ, ნუ დაიწყებთ ცხვრების დათვლას. უმჯობესია, ადგეთ და რამე მოსაწყენი საქმიანობით დაკავდეთ. გაიმეორეთ ძილისწინა რიტუალი და ხელახლა სცადეთ დაძინება.

13.  ძილის პოზა

გაგიღვიძიათ დილით ნატკენი კისრით ან ზურგით? შეიძლება ეს ძილის არასწორი პოზის ბრალი იყოს. საუკეთესო პოზა გვერდზე ძილია. ის ზურგს თავის ბუნებრივ პოზიციას უნარჩუნებს. სხეული ნაკლებად ისვენებს როცა მუცელზე ან ზურგზე წევხართ. ასეთ დროს შეიძლება ზურგი მოგეხაროთ. იდეალური იქნება თუ გვერდზე დაწვებით და მუხლებს შორის ბალიშს ამოიდებთ.

 

გახსოვდეთ რომ ღამით 7-9 სთ მაინც უნდა გეძინოთ. 

allmedic